Dream City – epizode 3


[ მეორე ეპიზოდი ]

ლაბორატორია წარმოადგენდა დიდ და მაღალ დარბაზს, რომელიც  ბევრი და უცნაური ხელსაწყოებით იყო გამოტენილი. ისინი ეწყო რიგებად, მწკრივებად, ერთმანეთზე და ამ რიგებს და მწკრივებს ბოლო არ უჩანდა. იქვე დაფათურობდნენ უცნაურად გამოშტერებული გამომეტყველების მეცნიერები და მათი ჯერ კიდევ გამოუშტერებელი ასისტენტები. ისინი ჩვენ რაღაცნაირად, ოდნავ ქედმაღლურად გვიყურებდნენ და თუმცა ამის დამალვას ძალიან ცდილობდნენ, მაინც ისე მოქმედებდა, რომ ოთახის ბოლოში რომ გავედით, თავი საშინელი სალაგა მეგონა. გონებაში ამოტივტივდა ჩემი საყვარელი პლატფორმა, მუდამ მომღიმარი მექანიკოსი, რომელსაც საოცრად რბილი ხმა და გამაბრუებელი სურნელის თმა ჰქონდა და სახლში მომინდა.

ეს დარბაზი გავიარეთ და მეორე, სიდიდით არანაკლებ დარბაზში შევედით, თუმცა აქ ერთი შეხედვით არანაირი ხელსაწყო არ იდგა. დარბაზის შუაში შევნიშნე მხოლოდ რამდენიმე ნახევრად გამჭვირვალე ცილინდრული ოთახი, რომლებიც ერთმანეთს დაახლოებით ჭერის ნახევარ სიმაღლეზე გაკეთებული აივნით უკავშირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ნახევრად იყო გამოღებული და უამრავი კაბელი ნაწლავებივით ეყარა ძირს. მათ შორის რამდენიმე თეთრხალათიანი ფუსფუსებდა. ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე გაბრაზებული გამოიყურებოდა, მათ გამოეყო და ჩვენთან მოვიდა. თავიდან ფეხებამდე აგვათვალიერა და ბოლოს სამადლოდ გაგვიღიმა.

-მოხვედით როგორც იქნა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, პირდაპირ
საქმეზე გადავალ. ოთახი, რომელშიც ახლა თქვენ იმყოფებით, არის ჩვენი ქალაქის და საერთოდ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოწყობილი ლაბორატორია, ის სამი ცილინდრი კი, ეგერ რომ ხედავთ – ჩვენი სიამაყე, ულტრამატერიალიზატორი, უფრო სწორად მისი კამერები, თავად აპარატურა და ლაბორატორიის მთავარი ნაწილი ქვემოთაა, სამი კილომეტრის სიღრმეზე, მოგეხსენებათ ალბათ, რადიაციული ფონის მოსახსნელად. სანამ იქ ჩავიდოდეთ და თქვენი სამუშაოს არსს აგიხსნიდეთ, მანამდე აქვე დაგვჭირდება თქვენი პატარა დახმარება. ერთ-ერთ კაბინაში პატარა ინციდენტი მოხდა, ოპერატორს ძაბვა ბევრი მოუვიდა და აპარატს, ცოტა… მოკლედ გაფუჭდა კამერა.

კამერასთან მივედით. ახლოდან იმაზე დიდი ჩანდა, ვიდრე წარმოვიდგინე. ათიოდე მეტრის დიამეტრის და ამდენივე სიმაღლის, მქრქალი პლასტმასის ზედაპირიანი ცილინდრი, რომელსაც შუაზე ჭრილი დაყვებოდა, მთელ სიმაღლეზე. ზუსტად ამ ჭრილზე იყო გახსნილი და ვიწრო ჭრილიდან კაბელები იყო გამოქაჩული. ხელი მივადე ცილინდრს – ოთახთან შედარებით საკმაოდ თბილი იყო.

-ამ კამერაში ხდება მატერიალიზაციის პროცესების, რომლებიც ქვემოთა, ასეთივე კამერებში იწყება, გაძლიერება, ანუ ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენ ვახდენთ თქვენს სიზმრებს – გაიცინა ხალათაიანმა – ასეთი ლაბორატორიებით სავსეა დრიმ სითი, სადაც ხდება ათასგვარი ექსპერიმენტული რაღაცეების სინთეზი, რომელსაც ჩვეულებრივი, ქიმიური გზით ვერ მივიღებთ, მაგრამ აქ ჩვენ ცოტა სხვა რამით ვართ დაკავებულები. რა თქმა უნდა საოცარია და ძალიან ძვირფასი, როდესაც კომერციული მიზნებით იყენებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვახდენთ სივრცის გამრუდების შესწავლას. წარმოიდგინეთ, თუ მოხერხდა ამ ყველაფრის ისე გაკეთება, რომ სივრცე რაღაც მომენტში ისე გამრუდდეს, რომ ორი ძალიან დაშორებული წერტილი ერთად აღმოჩნდეს, იქმნება ფაქტიურად დერეფანი, სადაც შენ შეგიძლია ნულოვანი დროის მონაკვეთში აღმოჩნდე სამყაროს ნებისმიერ წერტილში. ნუ ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით მხოლოდ თეორიაა, პრაქტიკულად ჯერ ვერ მივაღწიეთ საჭირო კონდიციას, ეს ჩვენი კამერაც გადაჭარბებულ მცდელობას შეეწირა.

აჰა, აი თურმე რა, რისთვის მოვუყვანივართ აქ. ჩვენი სიზმრების მატერიალიზაციით უნდათ გახსნან დერეფანი იქეთ… სადღაც, იქეთ… საინტერესო რამე ჩანს – ფიქრი შევწყვიტე და კამერაში შევიხედე. კამერა გამოტენილი იყო ათასგვარი ხელსაწყოებით, თუმცა ყველაფერი დაგრეხილი და ჩამომდნარი იყო. – ამას რა შეაკეთებს – გავიფიქრე უკმაყოფილოდ და მკლავები დავიკაპიწე.

( გაგრძელება იქნება )

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

4 thoughts on “Dream City – epizode 3”

  1. ეეეე… არ შეიძლება ასე მიტოვება კაცო. :( მუღამში შევედი და ისაა წარმოსახვაში თეორიები განვავითარე, რომ ბრახ – მორჩა. :( უნდა დაცხო და თავიდან ბოლომდე დაწერო.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s