ომი ჩემში (მეოთხე ნაწილი)


ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეხუთე]

ასეთი დილის მერე სხვისი ფეხებით ავდექი, სხვისი ყურებით გაგონილი ბრძანება შევასრულე – ”მანქანებშიო” და ვიღაც ასევე სხვებთან ერთად ჩამოვედი იქვე, ახლოში რაღაც თეატრის შენობასთან. ამ შენობაში გაგვანაწილეს, ავტობუსები ამჯერად მიმალ – მომალეს ეზოებში, ჩვენ კი ერთ დიდ დარბაზში შეგვიყვანეს, დიდ შუშებიანში. იქ რა გაგვაჩერებდა, მაშინვე გარეთ გამოვედით და სააქტო დარბაზი გავახსნევინეთ, 800 კაციანი დარბაზი. კაცი ასე თავის ფეხით მიძვრებოდეს საფლავში ჯერ არ მინახავს, ერთი ჭურვი და მთელი ეს ხალხი, ორასამდე ვინც შეყრილები ვიყავით აქ, ასხმული ვიყავით კედლებზე. დაახლოებით ერთი საათი დაგვცალდა დასვენება და მობილურების დატენვის მერე სცენაზე ვთვლემდი, როდესაც ისეთი გრგვინვა შემოიჭრა სიზმარში, მეგონა იატაკი მექცეოდა და მივყვებოდი. პირველი რასაც შევხედე, ჭერი იყო, რომელიც ვაჟკაცურად იდგა თავის ადგილზე, რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენებზე, პირველივე რაც ხელში მომხვდა, მოვხიკე, სავარაუდოდ ავტომატი ჩემი, რაჟოკები სად მეყარა იმაზე არც მიფიქრია და დერეფნისკენ მოვძუძგე, დაბალი ჭერის იმედად. როცა პანიკა ცოტა ჩაცხრა და გარეთ გაცვენილი ხალხის კარებთან შეგროვდა, თუ გარეთ მოხდება რამე, შიგნით შემოვვარდებით და თუ შიგნით, გარეთო, მეორეთაც ძუძგა, ამჯერად პირველზე ძლიერი იყო, ჭერში დაკიდებული ნათურები და შუშები შესამჩნევად აქანავდნენ…

…სამიოდე აფეთქებას გავუძელით ასე თაგვებივით გამოკეტილებმა დარბაზში და ბოლოს მივხვდით, რომ გარეთ, დერეფანში უნდა გავსულიყავით და ნელ-ნელა, ციოდე კაცი გავლაგდით კიდეც მაქეთ, ძირითადად ჩვენი ასეული ვიყავით, 102-ეს მესამე და  121-ე ბატალიონის რამდენიმე ბიჭი, მათ შორის ზემოთხსენებული რემბოც, თემურა. სტარში ლეიტენანტი იყო თუ კაპიტანი არ დამამახსოვრდა, ზატო დამამხსოვრდა მისი მოცემული რჩევები, რომელთა გამოც მთელი ამ ბაყაბუყის დროს, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვა არც ისე ინტენსიურად გაგრძელებულა, დერეფანში ვიჯექით და გავცქეროდით გარეთ, მოედანზე მორბენალ ჯარისკაცებს, რომლებიც დამატებით სამიზნეების შექმნით ცდილობდნენ მტრის ავიაციის დაბნევას. აქვე ვამჩნევდით, რომ ხალხი თანდათან ცოტავდებოდა, ავტობუსები მოდიოდა და მიეზიდებოდა ხალხს სადღაც. თემური, რომელიც ჩვენს და ქვემოთ შეკრებილ სამხედროებს შორის დადიოდა, ამოვიდა და გვითხრა ბრძანება – ვისაც გინდათ, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთო. გავოცდით ფრიად, ასეთი სახის ბრძანება… -ვისაც გეშინიათ, შეგიძლიათ გააჯვათო – გადმოთარგმა რემბომ ბრძანება და ლიფჩიკის გასწორებას შეუდგა. მე არსად არ მივდივარ და არც იარაღს ვაბარებ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ვინც დარჩებით, ჩემი ბატალიონი (121-ე) მოედნის იქეთა მხარეს არისო.

ბევრი ჭოჭმანისა და ღლიცინის მერე გადავედით მოედნის იქეთა მხარეს, სადაც მთელი ბატალიონი – ასეოდე კაცი იყო შეკრებილი, იქვე შეგვხვდა ამათი ხელმძღვანელი, პოდპოლკოვნიკი, რომელმაც გაგვიღიმა და საკმაოდ დაეჭვებული ხმით დაგვპირდა ავტობუსსი ჩასმას და დისლოკაციის ადგილზე გადაყვანას. მისი ხმის საეჭვოობა რაციაში გადაცემულ ინფოშიც კარგად ჩანდა – ვიღაცა, ვიღაცა ვარ, ორი ავტობუსი გამოაგზავნეთ, თუ შეგიძლიათო. ამ თუ შეგიძლიამ წამართვა ფეხები და ჩანთაში ჩამჯდარი ხეს მივეყუდე. თხუთმეტიოდე წუთის უაზრო ლაყბობის შემდეგ საიდანღაც მოდენილმა იდუმალმა ხმამ ზეზე წამოგვყარა. ჩვენი (სავარაუდოდ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვინდოდა რომ ყოფილიყო) გრადები ისროდნენ გაურკვეველი მიმართულებით და სანამ ჩვემ მათით ვტკბებოდით, ავტობუსიც მოვიდა და ავეტენეთ შიგნით. გზაში კიდევ ავკრიფეთ ბევრი ხალხი და გაურკვეველი მიმართულებით გავეშურეთ. პოლკოვნიკი მთელი გზის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა დაკავშირებოდა ვინმეს რაციაზე, რაცია დუმდა სამარისებულად. ბოლო ბრძანების პრინციპით გავაღწიეთ გორიდან გარეთ და იგოეთისკენ გავეშურეთ. მართალი რომ ვთქვა, გამეხარდა, იმდენად მქონდა დუხი დაკარგული ამდენი წოწიალით, სანამ ჩვენებს ვეძებდით ერთი სამი უაზრო წრე დავარტყით მთელ გორს და მთელი გზა გაბრაზებული, შეშინებული, გაოცებული და უბრალოდ დაღლილი რეზერვისტები გვხვდებოდნენ.

იგოეთამდე ნახევარი მანძილი გავლილი გვქონდა უკვე და სულით სახლში ვიყავით როცა კავშირი აღსდგა და ჩვენი დანიშნულებაც შეიცვალა – ქარელი, მეორე მხარე გორიდან, ვიდრე იგოეთი. მოვატრიალეთ ავტობუსი, ჩავუარეთ გორს და გავემართეთ ქარელისკენ. ზემოდან კარგად ჩანდა რამდენიმე დამწვარი კორპუსი გორის შესასვლელში. საფრთხისკენ მიახლოებამ ეტყობა კარგად იმოქმედა, საბრძოლო სულმა ისევ მაღლა დაიწყო აწევა და პიკს მიაღწია, როცა სადღაც საღამოს 4 საათისთვის ქარელის გადასახვევში ჩავუხვიეთ და იქვე გავჩერდით, მთელი რეზერვისტობა აქ იყო გაშლილი ტყეში და იმალებოდა, რასაც აქტიურად უწყობდა ხელს მთელი გზის გასწვრივ ჩალაგებული ყვითელი ავტობუსები. ამჯერად უცებვე გააქრეს ავტობუსები და ყველა და ყველაფრისგან მოწყვეტილები დავრჩით ტყეში. საიდანღაც ხმა მოვიდა, რუსეთს ულტიმატუმი დაუყენებია, 6 საათამდე ტრაკს თუ არ მოგვცემთ, გორს დავბომბავთო და ჯარი გამოგვარიდეს. ახლა კონსპირაციულად ვართ ტყეში წამოწოლილი და ველოდებით 6 საათს, რა მოხდება. ჯერჯერობით სიჩუმეა…

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

36 thoughts on “ომი ჩემში (მეოთხე ნაწილი)”

  1. უკვე აღარ მაქვს ნერვები ასეთი რაღაცეების კითხვის…
    რაც კი სადმე რამე ჰქონდა ვინმეს ბლოგში დაწერილი, ყველაფერი წავიკითხე, მაგრამ ყვავ, მაპატიე, აქ ვეღარ ვიზამ, უბრალოდ კომენტარს გიტოვებ…

  2. ოდესმე, ცივ გონებაზე, მართლა დავჯდები და წავიკითხავ, მაგრამ ახლა არ შემიძლია…

  3. დაწერით ჩემთან დავწერე, რომ დაცლილი ვარ ემოციებისგან და მიმძიმს ზოგადად ამ თემაზე (ანუ ომზე)საუბარი, ფიქრი და ა. შ.

  4. ეეე, რა მაგარი რაღაც იყო..
    მომეწონა, მაგრამ ისა, მეტი დაგეწერა…
    მაგრამ მამენტ შეიძლებოდა დამზარებოდა..

  5. ნუ წუწუნებ :)
    ”მაღვიძარა” იპოვე მაშინ, ან ”ტელესკოპი” და გამხიარულდები… ძველ ნაწერებშია :)

  6. ვიპოვი მერე.

    ახლა წავალ…

    მართლა ძალიან დაგრუზული ვარ ზოგადად ბევრ რაღაცაზე…

  7. ბუდის ატმოსფეროა ეგეთი :)
    ბარემ წაიკითხე შენც…
    თან მეხუთე ნაწილს ვწერ კაკრაზ და დავდებ ამაღამ…

  8. აქ აშკარად სიმშვიდეა რა…
    მიყვარს აქ წყნარი მუსიკის ფონზე დამშვიდება…
    ისეთი ბლოგია რა…
    radiohead – Subterranean Homesick Alien-ს ვუსმენ და ამ ბლოგში დებილობებს ვპოსტავ და ამ ყველაფრით ვმშვიდდები…
    თან ვიცი, რომ არ გამიტრაკებ ამის გამო არასოდეს,იმიტომ, რომ კეთილი ხარ…

  9. ყველაფერი მასეა ხო???
    ანუ აქედან დასკვნები:
    1) მე დებილობებს ვწერ.
    2)შენი ბლოგი ამშვიდებს.
    3) radiohead – S H A ძალიან მშვიდი სიმღერაა და მეც მამშვიდებს.
    4)მგონი მე–4 აღარაფერი დამრჩა სათქმელი.

    ხოდა შენს სიკეთეს რაც შეეხება, ეგ იმ პონტში დავწერე, რომ მომავალში არ გამაგდო აქედან, როცა მორიგი დებილობის წერა მომინდება.:D

    ხოდა, მე მოვითხოვ ამ ბლოგში ჩეთის ვიჯიტის დამატებას…
    ჩემნაირი ჩევავშიცასთვის პერსონალურად…
    აბა ვაოფებ თემებს…
    კიარადა, პოსტებს.

  10. განსხვავებით ფორუმისგან, აქ პოსტს ვერ გააოფებ, რადგან ეს არ არის სადისკუსიო თემა :) ამბავია მოყოლილი და რაც გინდა ის მიაწერე ზედ :)

  11. ეს შენიშვნის პონტში დამიწერე ხო??? :D

    მე კი შენზე პოსტი გავაკეთე ამწამს…

    ბოროტო…:(

  12. ძაან დებილები არიან რა ესენი… ამ ხალხის ასე უაზროდ შეყრა რა საჭირო იყო.
    და სულ ამაზე იყო ლაპარაკი არსენალში რო არანაირი აზრი არ აქ 100 000 ცალ 14–დღე მომზადებულ რეზერვისტს. რო როკის გვირაბის აფეთქების გარეშე პიზდეცია, რო ჰაერში ვართ ყველაზე სუსტები და რამე უნდა ვქნათ, პირველ რიგში ის რო რუსები უეჭველი ჩართვებიან და ახლა ეს არ შეიძლება…

    გრადი არაა ეს, სურათზე, სმერჩია, ეგეთები სად გვაქ :(

  13. რა მნიშვნელობა აქვს სურათს, დეკორაციაა ეგა…
    იმაზე მწყდება გული, სურათი რომ არ გადამიღია იქ, მაგრამ რითი გადამეღო…

  14. ააა :)
    გუგულმა გრადზე ამოაგდო ეგ არადა :)
    აწი მართლა აღარ აქვს მნიშვნელობა გრადია, სმერჩი თუ ლაგატკა… გაგვტენეს მაინც ტრაკში :D

  15. ნიჩაო, ნიჩაო (კოპირაიტ ჯაბა)

    აწი ანგელინა მერკერი გადაგვარჩენს.

    არ გვინდა ახლა როკის გვირაბი აგვეფეთქებინა, სომხეთის საზღვარი ამოგვექოლა, აზერბაიჯანის საზღვარი დაგვენაღმა, აბხაზეთი დაგვეტბორა, შავი ზღვა დაგვეშრო და რუსეთი დაგვეთარსა. ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა (კოპირაიტ ჯუღელი. ბესოს ძმა)

    ცაში ახედე, რა ლამაზია ბომბების ცვენა
    ცაში ახედე, როგორც უხდება მას სიყვარული.

    ხოდა მერკელზე არ მიხუმრია, მართლა ის გადაგვარჩენს.

    Ворон, а ты молодец мужик, так держать. Отлично читается.

  16. “ცაში ახედე, რა ლამაზია ბომბების ცვენა
    ცაში ახედე, როგორც უხდება მას სიყვარული.”
    :D

    მე შენთვის მინდა, ეს ფუგასები… ხომ გესმის სტვენა?
    ოჰ ო ჰოი რა ლა მაააზია…

  17. chemo dzvirpaso yvov. mand kide iyo erti sayvareli momenti. me da shen batalionis (xaxaxa) kvbis momaragebis miznit magazia rom davayachaget, imis mere garet mdgom maiors vkitxe: “aba ras vaketebt, batono maioro-tqo”. dzalian damaimeda misma pasuxma: “visac patroni gyavt, daureket, mogakitxono”. Bliadz, vot tagda nepasebe gaxda.

    1. ეს იყო მაშინ, როდესაც თატრის დერეფანში ვიყავით და რემბოს ცარიელი პისტოლეტის ჩხაკაჩხუკით ვერთობოდით. :)

  18. მეც მაქვს ათასი კვნესა ჩემს ჩანაწერების წიგნში გაკეთებული თემაზე ომი და k84u-სნაირი მკითხველების ნერვებს ვუფრთხილდები და შეზღუდულად ვაქვეყნებ :) რომ ყოველდღე ხალხს ტვინი არ წავჭამო ჩემი გლოვა გოდებით :)

    მე ვკითხულობ, განსაკუთრებით თვითმხილველის ჩანაწერებს. ჭირსაც სჭირდება გაზიარება, თორე მარტო ჩემს ფიქრებში და დარდში უფრო მოვკვდები, თანაც მარტოდმარტო :( ;)

  19. ლიფჩიკი რა არის, რემბოს რომ ეკეთა? :D

    რა კარგად იკითხება, მე ასე წერას ვერასდროს ვისწავლი :mo:

    1. ლიფჩიკი არის რაღაც ბევრჯიბეებიანი ჟილეტის პონტში, რომელშიც შეგიძლია ყველაფერი ჩააწყო :)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s