ცხინვალი თუ სახლი? (მეხუთე ნაწილი)


ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეოთხე]

საღამოვდება. ექვსი საათიდან, მაღვიძარის სიზუსტით ბაყაბუყი ისმის გორის მხრიდან. ჩვენებიც ისვრიან, თანაბარ ზალპებზე ეტყობა. ალბათ დადუღებულია იქაურობა, ძალიანაც კარგი. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ თითო პატარა ავტობუსი გამოდის ჩვენთან და რამდენიც ეტევა და რამდენიც არ ეტევა, ყველა მიყავს, როგორც ამბობენ აგარაში. რა ხდება აგარაში ხუი ივო ზნაეტ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენც უნდა წავიდეთ. რაღაც თეთრი მარშუტკა აჩერებს და ვიღაც კაცი შეწუხებული სახით კითხულობს ”ჩემი ბიჭი ხომ არ გინახავთო”, რა უნდა უთხრა? საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩვენ ამ მარშუტკაში ვართ ჩაწყობილები ორ სართულად და აგარაში მივდივართ.

რაღაც ბენზოკალონკის გარშემოა ხალხი შეკრებული, ცოტა მოშორებით ავტობუსებიც ჩანს და რაც მთავარია, გადასახვევის პირას ავბედითი და სულისშემძვრელი წარწერა ”ცხინვალი 50”. ნამდვილად ვერაა კარგი ამბავი ახლა თუ ჩვენ ცხინვალში წაგვიყვანეს, თან ისეთი პონტიცაა, აქამდე მოვედით და ახლა ბოლო მომენტიდან სახლში წასვლაც… ჩვენი წარგზავნილი წარმომადგენელი ფრიად დამწუხრებული სახით დაბრუნდა უკან და გვამცნო – ვისაც უნდა ცხინვალში წავა და ვისაც არა და ჩააბარებს იარაღს და სახლისკენო. აი მანდ დამენძრა…

ბავშვობიდან მეშინოდა სიკვდილის, უფრო სწორად ასე მეგონა, რომ მეშინოდა, მერე ცოტა რომ გავიზარდე და დაფიქრების უნარი შევიძინე, აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ის, რისიც ადრე მეშინოდა, სხვა არაფერი იყო თუ არა გაქრობის შიში, უკვალოდ გაქრობის. და იქ, აგარის გადასახვევთან კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ ვიგრძენი ეს შიში, არ მინდოდა უკვალოდ გაქრობა. დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯექი ამოყრილ ტანსაცმელთან და დავყურებდი ზემოდან. ჩავიცვა ეს და წავიდე სახლში ასე მშვიდად და აუღელვებლად და დაველოდო, როდის მომაკითხავენ თუ გავაკეთო კიდევ ერთი სისულელე, დავიკიდო ყველა და ყველაფერი და წავიდე გაურკვევლობაში? ბიჭებს ავხედე, რომლებიც იდგნენ ასევე შუაში გაჩხერილები და უხერხულად იღიმებოდნენ, მერე შარვალი გაუბედავად ავიღე და ჩანთაში ჩავტენე…

ღამე ვიღაცის ეზოში გავატარეთ, კბილების კაწკაწში და შორიდან მომავალი გრუხუნის ფონზე. მთელი ღამის განმავლობაში გვიბერავდა გამყინავი ქარი, რომელიც ყველაფერში ატანდა და ჩვენც, რომ არ გავყინულიყავით, ტელეფონის და გვერდზე ჩავლილ-ამოვლილი კამაზების შუქზე ვთბებოდით. კამაზები და პიკაპები კი ბევრი დადიოდა, ზოგი ზევით, ზოგი ქვევით, მოგვაშუქებდნენ პროჟექტორებს, ძლივს ჩაძინებულებს გამოგვაფხიზლებდნენ და იკარგებოდნენ. შესანიშნავი სვეტამუზიკაა, შორიდან გრუხუნი და აქვე პროჟექტორები. ქარი მაინც არ იყოს… დაახლოებით 4 საათისთვის ვიღაცეების ყვირილმა წამოგვყარა. გზაზე აშკარად რაღაც ხდებოდა. უფრო და უფრო მეტი ავტობუსები, მსუბუქი და სატვირთო მანქანები მოძრაობდნენ და რაც ყველაზე უცნაური იყო, უკვე მხოლოდ ერთი მიმართულებით – ქვემოთ. მთელი გადმოსახვევი უცნაურ ქაოსს მოეცვა, ხალხი მორბოდა, მირბოდა, იარაღებს აქნევდა და რაც მთავარია სხვადასხვა ცნობებს ავრცელებდა, რომელთა აზრიც საბოლოოდ ერთი გამოდიოდა – უკან ვიხევთ, ჩვენები გამოდიან, ჩავიჯვით და ა.შ. ერთი ცრუ განგაშის მერე ლეიტენანტმა რემბომ ისევ ეზოში შეგვყარა და დაგვაიმედა, დაწყნარდება აქაურობა და ჩვენც წავალთო. ჩვენც მეტი რა დაგვრჩენოდა, უფრო თბილად მოვეწყვეთ დასაძინებლად, მაგრამ არ დაგვცალდა. ამჯერად უკვე ნამდვილი განგაში იყო, ყველაფერი მოვხიკეთ რაც გვქონდა, ტყვიების სავსე და ნახევრადცარიელი ცინკები, ”ცხინვალში ლაშქრობის” წინ პიკაპებიდან ახვეტილი რაჟოკები, რომელსაც ხალხი ისევე უპრაგონოდ ყრიდა, როგორც მოუხვდებოდა და პაპუტკებს აჩერებდა თბილისისკენ მიმავალს, ჯერ კიდევ შეღამებამდე, რამდენიმე ზედმეტი კასკა და ავტომატი, რომელსაც პატრონი არ გამოუჩნდა და ყველაზე მძიმე ამ ტვირთში – საკუთარი ტრაკები. არცერთი გაღუნღულებული ლოგინიდან არ გამჭირვებია ტრაკის აწევა და სადმე წასვლა, როგორც აქედან. უზარმაზარი ტვირთის ქვეშ ორად მოხრილი ვიდექი შუა ტრასაზე, მწყობრში და გაურკვევლობას ველოდებოდი…

გაურკვევლობამაც არ დააყოვნა და ჩვენი 121-ე ბატალიონი, უფრო სწორად მისი მოქმედი ნაწილი საიდანღაც გაჩენილ ყვითელ ავტობუსში ჩასხდა, მოგვაძახა ქარელში შევხვდებითო და სიბნელეში გაქრა. გასაოცრად მიმზიდველ პოზიციაში აღმოვჩნდით – შუაღამისას, ტრასაზე, კბილებამდე შეიარაღებულები და მეთაურის გარეშე. დაახლოებით ნახევარი საათი გამაგრებული გვქონდა ადგილი ავტობუსებთან, ფორმაგახდილი და გრაჟდანებში გამოწყობილი აწ უკვე ყოფილი რეზერვისტებისგან ვიცავდით და ისე ვივაჟკაცეთ, რომ გამთენიისას ჩვენს ძველ ადგილებზე ვიყავით წამოწოლილი ბუჩქის ძირას, ქარელის გადასახვევში. მთელი 102-ე ბატალიონი ესღა ვიყავით დარჩენილი, ერთი ბუჩქის ქვეშ შეწოლილი ათი კაცი.

თვალი რომ გავახილე, უკვე გათენებული იყო, ჩვენს გარშემო კიდევ სხვა ბატალიონის ნარჩენებიც იწვნენ და სუხოი პაიოკების პაკეტებს აფრიალებდნენ. იმდენი საჭმელი და ისე ცოტა ხალხი ვიყავით, რომ პაიოკები ჩვენც შეგვხვდა. ცოტა კუჭები გავიხსენით და ისევ ავტობუსებში ჩაგვსხეს, ამჯერად, წინა დღეებისგან განსხვავებით, ცოტა შეშინებული სახე ქონდა ოფიცერს, უკან ვიხევთ, ქარელისკენო…

”მესამე დღეა იარაღი მაქვს ასხმული და აღმა-დაღმა დავდივართ. ახლა ქარელის ახლოს ტყეში ვართ ”გამაგრებული” ორმოცდაათიოდე კაცი და ველოდებით. ორმოცდაათივე რეზერვისტია, ერთი პოლკოვნიკი გვყავს და ერთი კაპიტანი, მაგარი როჟაა ეს კაპიტანი, თემური გაბისონია, რომ შეხედავ, რემბოს გავს ქცევითაც და ვიდზეც, დიდ ლიფჩიკში ათასი ხარახურა აქვს ჩალაგებული, თან ყველა აუცილებლად საჭირო. სამი დღის განმავლობაში პირველად გავიხადე ხებე, ბატინკებზეც შნუროკები მოვიშვი და ჩემს ჭუჭყიან წინდებს დღის სინათლე ვაჩვენე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს კვირაზე მეტია აქ ვართ…”

– აქ წყდება ჩემი პირველი და ბოლო ჩანაწერი. ამის მერე ბევრიც აღარ გაგვიტრაკებია, საღამოსკენ გავიგეთ, რომ პიზდეც რეზერვისტამ, დავსხედით რაღაც პიკაპზე და კოჯრისკენ დავაწექით რიხინ-რიხინით, იქვე ჩავაბარეთ ჩვენი ბედკრული და ტყვიაგაუსროლელი იარაღები, რომლებიც სამი დღე ჯართად გვაწვა ბეჭებზე და ათ აგვისტოს, საღამოს სახლში ვიყავი. ასე დამთავრდა ჩვენი ამბავი, ამბავი უდიდესი სისულელისა და უთავობისა.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

52 thoughts on “ცხინვალი თუ სახლი? (მეხუთე ნაწილი)”

  1. მთელი დღეა გაფუჭებული თუ რაღაც უბედურებაა ეს საიტი :ჵ
    ახლაც ვერ შევდივარ ჩემს dashboardში და ვერც ახალ რამეებს ვპოსტავ..
    თან მარტო ამ კომპიუტერიდან :დ

    ჰო, რა ხდებოდა ამ დროს თბილისში?
    ხალხი ტელევიზორს უყურებდა, ფორუმზე პოსტავდა და მოკლედ, ყველანაირად ცდილობდა რამე ინფორმაცია მიეღო..
    უარყოფითს არაფერს აწერინებდნენ და ახალ ამბებშიც მარტო კარგს ამბობდნენ.. ბოლოს გაირკვა, რომ არც ისე კარგ დღეში ვართ, როგორც ამბობდნენ..
    მერე კი დაიწყო ავტობუსებში, მაღაზიებში, სადარბაზოებში და ქუჩებში საქმეების გარჩევა. ზოგი ამბობდა რუსები გვინდაო, ზოგი-ასეც უნდა მომხდარიყოო, ზოგმა სულ სამშობლოს მოღალატეები და ავადმყოფები ეძახა ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ. 2 დღეც ვერ გაძლეს კამათის და ერთმანეთის ლანძღვის გარეშე. თუმცა, ერთ რამეში კი კარგები ვართ. სადაც გამოსვლა, ერთად შეკრება, ”ერთიანობის” გამოხატვა და ”კლოუნიზმია” საჭირო, იქ პირველები გავრბივართ. ხოდა ასეც მოხდა. დაიწყო აქციები, მშვიდობიანი პროტესტი.. ეს ყველაფერი ხო, კარგი რაღაც მეგონა, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე იქ შეკრებილი ადამიანების გახარებული სახეები. უმეტესობა ისე იქცეოდა, თითქოს გავიმარჯვეთ, თან მსხვერპლის გარეშე.. + ვიღაცებს იქ დროშა ჰქონდათ ძირს გაფენილი და ზედ ისხდნენ, რაზეც გული ამერია პირადად მე.. და ამ დროს ჩვენი ჯარი იქ ომობდა და ხალხი იხოცებოდა.. რეზერვისტების ბედიც არავინ იცოდა. მაგრამ მაინც უხაროდა ხალხს.. ოღონდ ვერ გეტყვი რა.. ეგ მეც არ ვიცი

  2. იზრდებოდა სასაცილო რაღაცეები, მარა არ მეცინებოდა მაინცდამაინც და… იევიც… ჩავალ მერე კიდე და დავსერჩავ კარგად :)

  3. zalian magrad cer!
    kargia rom es yvelaferi( sisulele iyo tu rac iyo ) agcere da cagvakitxe.
    kidev bevri caikitxavs shens chanacerebs.
    momavalshi ki shens shvilishvilebs zilis cin mouyvebi tu rogor ibrzoda mati babua (cota miumate ragaceebi, ar tqva rom iaragidan ar gisvria :) velosipetidan rom gadmovardi imdroindeli shrami anaxe, vitom rusis tyvia mogxvda da gadarchi, mouyevi vitom omshi mati bebia gaicani, romelic eqtnad mushaobda xoda ese ra :)
    :*

  4. მდააააა.. სიტყვები არ მაქვს. მარტო ემოციები(ეს ფრაზა რუსულად უკეთესად ჟღერს მაგრამ ახლა და აქ რუსულად წერის ხასიათზე არ ვარ..)

  5. მემამაყება ამ კაცს რომ ვიცნობ.
    ყოველგვარი ზედმეტი პათეტიკის გარეშე.

    ყვავ, რამე რომ იყოს და კიდევ დაგიძახონ, ისევ უყოყმანოდ წახვალ? თუ იტყვი რომ შენ შენი წილი უკვე იომე?

  6. ხალხ: ტენკიუ, რომ არ დაიზარეთ კომენტარის დაწერა :)
    მროველ: წავალ და შენ ეს ისედაც კარგად მოგეხსენება…

  7. ყვავ: ვიცი შ.ჩ რომ წახვალ და ტანკსაც ჩაუწვები თუ საქმეს დასჭირდა, უბრალოდ ერთი ორი ადამიანის გასაგებად მინდოდა გეთქვა, რომლებმაც ორი სამი ტყვია გაისროლეს და მიაჩნიათ, რომ ამით მათი ვალი ამოიწურა და ეხლა მხოლოდ ფეები უნდა უკოცნონ, ომი კი აღარ უხსენონ

  8. ჰო, იმედია ტანკებს ჩემს ჩაუწოლელადაც მოუვლიან, რაღაც ეგ ჩაწოლის პერსპექტივა არ მიზიდავს ფრიად :-)))
    სროლით რა ახლა… მე მაგალითად ერთი ტყვიაც არ მისვრია, არ მომიწია ჯასტ, მაგრამ საჭირო რომ ყოფილიყო, ვიქნებოდი დაუნდობელი, ვითარცა ოდინი…

    :)

  9. მირიანთან (ყვავასთან) მაქვს ერთი კითხვა.
    რამე რომ იყოს და შენი ნება რომ იყოს კიდევ წახვიდოდი ასეთ სიტუაციაში, რომელსაც ასე რომ ვთქვათ სამამულო ომი ეწოდება?! შიშის გრძნობა ამის შემდეგ კიდევ გაქვს თუ ომმა შეგცვალა?! და კიდევ ერთი კითხვა: ფაქტია რომ ამ კონფლიქტით გარანტირებული გახდა კონფლიქტის ათასგვარი ხერხებით, მაგრამ მაინც განახლების გარდაუვალობა.. შენ გინდა ბრძოლა?! გინდა ომი?! მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც სხვა გზა აღარ რჩება ქვეყანას და არც რუსი პროვოკატორები აპირებენ მომავალში უკან და ხევას…

    და ერთში ვითხოვ დამეთანხმოთ ყველა:
    თუ გვინდა ომის მოგება ორგანიზებულობის დონე ათეულ ათასჯერ უნდა გავზადროთ!

  10. @გიორგი: შენ მე მაჩვენე ჯარისკაცი, რომელიც ომში მიდის და რაღაც დონეზე არ ეშინია. ჩვენი სერჟანტი გვეუბნებოდა ჯერ კიდევ როდის, შიშით მარტო სულელებს არ ეშინიათო და კიდევ დაიმეგობრეთ შიშიო, მაგის გარეშე ვერ გადარჩები, თავს შეყოფ იქ, საიდანაც ვეღარ გამოყოფ… რაც შეეხება ჩემს ომის სურვილს, მრავალი ფაქტორია აქ, თუ განახლდა საომარი მოქმედებები, რაც უკვე ფრიად საეჭვოა, მოვიქცევი სიტუაციის შესაბამისად. ომის მოსურნე და სისხლისმსმელი არ ვარ, მაგრამ იესლი ნუჟნა, ტო მოჟნა… ანუ ომის და ბრძოლის სურვილებს შორის არის განსხვავება :)

  11. კაი კაცი ხარ ყვავა!..
    სწორი შენიშვნები იყო..
    მართლაც თუ სამშობლოს დასჭირდა ყველანი ერთად დავდგებით და ეს არის მთავარი!..
    შენმა ნათქვამმა “იესლი ნუჟნა, ტო მოჟნა…” გამახარა, რადგან ბევრი ისეთი ვნახე რომელიც ომის სასტიკი წინააღმდეგია თუნდაც ამ ომს ქვეყნის ერთიანობა მოჰქონდეს.. ვნახე ისეთებიც რომლებიც 9 აგვისტოს თურქეთის საზღვარს თავქუდმოგლეჯილები კვეთდნენ.. აი შენი კომენტარი კი აშკარაა მებრძოლი ადამიანისაა!.. აბა წარმატებები!..

  12. აუ, მომიკითხე აუცილებლად რა…
    102-ეში რომ ყვავა იყო და მულატკაზე გელაპარაკებოდა, იმან მოგიკიხა-თქო :)

  13. @bigcrow– ამბავი უდიდესი სისულელისა და უთავობისა – ბოლოდროინდლეი მოვლენების ყველაზე ზუსტი განმარტება ;)

    დაიმეგობრეთ შიშიო – ესეც მომეწონა :)

    @ hellcaster – ვიღაცებს იქ დროშა ჰქონდათ ძირს გაფენილი და ზედ ისხდნენ – თურმე ცემა და შუბლზე იარაღის მიდება არ ყოფილა საჭირო საქართველოს დროში ფეხებით გასათელად.. ჰეჰ..

  14. yvanchoo ravaxar, teatris mere tkventan rac moxda bichebisganac vicodi eg mara ese detalebshi ara, me mukvani, alexa da beso tkven ro ver gipovet , (vigacam tkva bazebi ibombeba da dachrilebs daxmareba undato da visac survili gakvt camodito) xoda ik cavedit. vercerttan xazze ver gamovdiodit. yvelaze uaresi rac iyo ik informaciuli vakuumi ertmanettan aranairi kavshiri ro ar gvkonda, kaxa tkventan iyo? magis garda yvela vnaxe, kaxaze dgemde araperi vici.

  15. ვახ, დეფაქტო, შენ ხარ?
    კახა ჩვენთან იყო კი, აგარაში ვიპოვეთ ერთმანეთი შემთხვევით, მე, კუძა, სოკო, პირველი, ძეგველა რო ვიყავით ვიღაცის ეზოში, შემთხვევით დაგვადგა თავზე :) თბილისშიც ერთად ჩამოვედით…

  16. მდაჰ
    კაი დაგვიანებით აღმოვაჩინე ეს ჩანაწერი
    ამბებს, ფაქტებს უკომენტაროდ დავტოვებ.
    უბრალოდ მომეწონა რომ გულწრფელი ხარ და შიშზე, ყოყმანზე და სისუსტეებზე ლაპარაკობ.
    სწორედ ეს გვაკლია უმეტესად, მობლატავე ერს…

  17. katiee, yvavas im dges uyvebodi chemi ubnidan erti 10 bichi iyo kide konservshi… ki arada rezervshi. rom chamovidnen visac
    vkitxavdi: cxinvalshi viyavi, magari boi iyo da iset sisuleleebs yvebodnen. ertma vabshe mig25 chamovagdeo. agar daigalet to…

  18. ეჰ, რასმუს, მაგათ რა დაღლის :)
    მეც შემხვდა ამასწინათ ერთი სტარი ზნაკომი, რომელიც მიმტკიცებდა ორი დღ ორჭოსანს ვამაგრებდით, ვინც მოვიდა ადგილზე დავადუღეთო…

    არადა ჩვენსავით კონსერვის მათხოვრები იქნებოდნენ, ხო ვიცი. :)

  19. მოკლედ კიდევ ერთხელ კარგია რომ დაწერე, თან გულახდილად და თან ასე კარგად.

    რომ გეკითხებიან, ომში წახვალო? ჯერ იმათ კითხე სად არიან და ომიდან თუ დაბრუნდნენ თავად. მერე ის ვიკითხოთ, ვის ომში, რა დაგეგმილ და მოფიქრებულ ომში გვეპატიჟებიან. ასეთ უთავბოლობაში ღირს კი წასვლა? თუ მე ჩემი სიკვდილით ერთ ადამიანსაც ვერ გადავარჩენ, უბრალოდ ვიდგები, რომ იქ გაქროლებული და გატეხილი შუშით გამოწვეული უსისხლოობის უხერხულობა არ წარმოიქმნას და სისხლი დაიღვაროს … არ წავალ!

    და ეხლა ცისკარასაც არ გავყვები, იმიტომ რომ 21საუკუნეში ვცხოვრობთ და სალამურებით ომს არ იგებენ! ტვინია საჭირო! როდესღაც მეგობართან ვწუწუნებდი, როგორ უტვინოები გვარტყია გარშემო. მისი შენისვნა აბსულიტურად მართალი იყო: ვინაა უტვინო? უტვინოა წაგებული, მოგებული და წარმატებული უტვინო არაა. აი ესაა უბედურება, რომ წაგებულების ტიტულთან ერთად სხვა ტიტულებიც გვემატება.

    ღმერთმა ქნას, რომ ისეთი თაობა დაიზარდოს საქართველოში, სიმართლისთვის თვალის გასწორება შეეძლოს და რეალობის კარგად გამააზრებელი ადამიანი ასეთ ’გონიერებას’ არ დააფრქვევს … ვიდეო რგოლებში. და ნამდვილად წარმართავს ქვეყანას წარმატებისაკენ. არ ვიცი რა! :(

  20. მართალი ხარ ქალბატონო ხატია შენ :)
    ალბათ წაკითხული გაქვს ”ეროვნული ჩმორიზმი” (თუ არ გაქვს, აგერაა: https://bigcrow.wordpress.com/2008/09/08/fuck_it/ ). როდესაც ეს სტატია უფრო ფართო განხილვის ადგილებში დავდე, კერძოდ კი ფორუმ.გე-ზე და ტეენ.გე-ზე, შენ უნდა გენახა ხალხის რეაქცია. მამენტ რეაქცია სხვადასხვა იყო, საშუალო ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიტყდა, რომ 16-17 წლის ტინჯიელები უფრო თავგამოდებულად პოსტავდნენ ”მე ჩმორი არ ვარ პირადად და სხვები არ ვიციო”, ვიდრე შედარებით დიდი ასაკის ფორუმჯიელები. მაგრამ საბოლოო დასკვნა ერთია – კლავიატურასთან დაახლოებით 4 მილიონი რემბო ზის.

    ეჰ… ტრაკში ვართ, ძალიან ღრმა ტრაკში და აქედან ჩვენი გამომძრობი არ არის არავინ, ჩვენ თუ არ გავანძრიეთ ცოტა ტვინი, რაც არ გვაქვს :)

  21. ხალხს რას უყვებოდნენ ტვ-დან და სინამდვილეში რა ხდებოდა..

    მე ჩემმა ექიმმა მომიყვა, რაც შენ დაწერე ყვავ, ზუსტად ეს. ისიც რეზერვიდან იყო გორში.

    ზოგს კი ისევ გონია რომ ეს ომი საქართველომ მოიგო..

    პ.ს ეს ბოლო ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა, ბევრი რამის გამო :)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s