მე და ჩემი ბლოგი, ჩემი ბლოგი და მე… უკვე რამდენი წელია ერთად ვართ და ჩემს კლავიატურას უძლებს… 2005-დან რომ გადმოვთვალო, როდესაც პირველი ბლოგური ტიპის ჩანაწერი გავაკეთე, მესამე წელი გამოდის. თავიდან საერთოდ სხვაგან მქონდა ბუდე, მერე გადმოვცხოვრდი ვორდპრესზე, ასე თუ ისე დამევასა და წავიდა მერე ჯღაბნა. სულაც არ მქონდა ჩაფიქრებული ბლოგი დღიურად, უბრალოდ მინდოდა ადგილი, სადაც ჩემს ლიტერატურული წვალების შედეგებს გამოვფენდი, მეტი არაფერი. ცოტა მოგვიანებით დავიწყე ცოტა პირადი ჩანაწერების კეთებაც, ვინაიდან და რადგანაც ნაჯღაბნები (ასე ვეძახი ჩემს ლიტ. მცდელობებს) ისედაც და ასედაც შეიცავდა თავის თავში პირად შტრიხებს. ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ ბლოგმა მაინც მიიღო ბლოგის, ასე ვთქვათ დღიურის სახე, სტილობრივად არც თუ ისე გამართულის, მაგრამ მაინც…
მაგრამ ასეთი დღიური, მე რომ მაქვს, არის იმის ცხადი მაგალითი, როგორი ბლოგი არ უნდა ქონდეს ადამიანს. ამდენი ხნის განმავლობაში ორ ასეულამდე პოსტი და აქედან ნახევარი საკმაოზე მეტად უაზრო. არა, უაზრო რაღაცეების წერა შეიძლება, მაგრამ არც ამდენად. მეზარება… ძალიან მეზარება ხოლმე წერა, ყოფილა შემთხვევა, გადამიწყვეტია რამის დაწერა, გამიხსნია ”write”-ს ფანჯარა, მიყურებია, მიყურებია და გადავსულვარ სხვა გვერდზე, ერთი კვირა არის ჩემი რეკორდი, როდესაც გახსნილი მქონდა საწერი ფანჯარა და შიგნით ერთი სიტყვაც არ მქონდა ჩაწერილი, თან არც ვხურავდი, რადგანაც დახურვა რაღაც იარაღის დაყრასავით გამოდის, ანუ აღარ აპირებ დაწერას. არა, გახსნილი მქონდა, გამზადევული და ისიც ოპერას ყოველ ჩართვაზე სინდისის ხმასავით დამყურებდა ზედ და მახსენებდა რამდენად ზარმაცი, უსაქმური და სირი ვარ.
ასე არ შეიძლება, ასე ნამდვილად არ შეიძლება. თუმდაც ჩემი ბოლო პოსტი ავიღოთ, ”ექსპერიმენტული ეროტიკა”. მაგის აქ, ამ ფანჯარაში დამწერი ნამდვილად არ ვიყავი, რომ არა სკაიპი და მისი იუზერ ფრენდლი ფანჯარა, აქაურობისთვის ემოციური გაქანება არ მეყოფოდა. მოკლედ, რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ ჩემი სიზარმაცე საბოლოოდ დამახრჩობს და ჩამძირავს. დოდკას უნდა ვკითხო ერთი, როგორ მოახერხა სიზარმაცის დაძლევა… ან იქნებ არც არის ზარმაცი…
არაუშავს ყვავ, ასე იცის…რამდენი თვეა საერთოდ არ შემიხედია ჩემი ბლოგისთვის და დღეს დავწერე პირველად, ამდენი ხნის მერე…
”შიშის ფაქტორი” მომეწონა შენთან…
და ვაბშემც, ახლა ვხვდები, კინოებში რომ უშიშარი ჯარისკაცები არიან… სინამდვილეში ეგეთები არ არსებობენ…
me kidev samsaxurshi qartuli shrifti ar maqvs da mezarebe xolme ese dapostva da saxlshi kidev rom mivdivar kinoebs vukureb da ishviatad amitom mecerineba…
mara shen zarmaci ar xar , bolo bolo omshic ki bloknoti gkonda cagebuli chanacerebisatvis :2kiss:
xoda isa, es cuga damevasa dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaan
წაღებული მეც გავავსე რა :-))))
ჰო, ხდება ხოლმე ეგრე. ადრე ბლოგს სანამ მივადგებოდი, დღიურები მქონდა და იქ ვწერდი.. პირველი 1 კვირა ვქაჩავდი კარგად და მერე ვეღარ ვწერდი. დაახლოებით 1 თვე არაფერს ვწერდი ზოგჯერ. ერთხელ 1 წლამდეც ავედი.. ხოდა მიგროვდებოდა დღიურები.. ნუ მერე ვკითხულობდი და ვწვავდი ყველას.. და ვუყურებდი :D
ეე, რა პონტში წვავდი? :-)
წარსულის დაწვა როგორ შეიძლება…
ზოგი დამრჩა.. განსაკუთრებით ლამაზები რომლებიც იყვნენ, დამენანა და არ დავწვი :D
წარსული არ დამწვარა.. ფანტომის სახით დაბრუნდა ჩემს ბლოგზე. სხვა და სხვა დღიურებიდან :P
შენ თუ სისულელეები გიწერია მე რაღა ვთქვა :უსერ:
hm, han aris momentebi ro dgeshi 3 posti minda davcero da dzlivs vakaveb chem tavs ro ar gadavgruzo blogi, han kide mec shensavit var, sazizgari veshia es sizarmace :(
tan exla kompiutereze kartuli klaviatura vera da ver davakene da ormagad mezareba :D
აუ ყვავ, ჩემზე ზარმაცი მეორე თუ მოიძებნება, არ ვიცი.
და ჩემზე თავმოუბმელი კიდევ.
ბლოგზე თვეების “ჩავარდნები” მქონდა ლოლ.
ბოლო რამდენიმე თვეა კიდევ ყოველდრე ვწერ თითქმის, ხოდა ბევრი ვიფიქრე ამაზე, როგორ გამეკეთებინა და ო რაღაც დასკვნები გავიკეთე მოკლედ.
აქ დაწერა მეზარება, მერე გეჭორავები, ლაივში, კსტაწი – საღამოს გასეირნებაზე არ ვიტყოდი უარს, დავლპი სახლში.
ერთ-ერთი პირველი ისაა, რომ – არ უნდა გეშინოდეს უაზრობების წერა ლოლ )
ო, საღამომდე თუ ვიცოცხლე კი…
ერთჳ ბოთლი ბორჯომი მიხსნის ახლა მე :)
xooda pirdapir rom gamoaqveynos comment eg rogor davayeno :D
ფრიად მარტივად…
Dashboard -> Settings -> Discussion -> Before a comment appears – დატოვე შუა პწიჩკა მარტო :) დანარჩენი ორი ნახ, მოხსენი :)
madlobt :D
არაფერს რედბულ :)
ყვავ შენ ხარისხიან პოსტებს წერ, საღლიცინოს და ხშირად შინაარსიანს. საშუალოზე გაცილებით უფრო აზრიანი ბლოგი გაქ ნაღდად.
რამდენიმე დღის წინ შავქმენი ბლოგი. ბევრ და პატარა პოსტებს მინდა მივაწვე, ყველანაირ ნძრევას დავწერ თუ მომინდა, დიახ!
ახლა 2 დღეში 1 პოსტი გამომდის საშუალოდ, უნდა გავაუმჯობესო. უჰუჰუჰ რამდენი პოსტის იდეა მაქ თავში…
შენ თუ უაზრობებს წერ, მე ვაფშე რაღა ვთქვა.
და ახლა, როცა თვეების წინანდელ ჩამაწერებს გადავავლე თვალი, მივხვდი რამდენი დებილობა მიწერია.
მაგრამ, მთავარი ისაა, რომ არ იფიქრო მაგაზე.
ანუ უაზრობაზე.
უაზრობა ისეთივე გარდაუვალია, როგორც აზრიანობა…
@dodka – აუ მეც მაინტერესებ ეგ. მეც გამიზიარე რა.
მამენტ მეც მნახე, მომენატრე…
იევიცი მაინც საწყობად მქონდა ჩაფიქრებული თავიდან და…
ჰა ეხლა, მეც ვთქვა შენ თუ სისულელეებს წერ მე რაღა ვთქვა ყვავ? (პანიკა)
ხოდა, სიზარმაცე თავისით იძლევა, ბოლო დროს მეც მოვუხშირე პოსტვას და კმაყოფილებასაც განვიცდი
აი ფორუმების მავნე გავლენა…
ის ჩვენ გვწოვდა…
ვინ წერს უაზრობებს? :O
ერი…