”რეალითი” ბლოგები


კაცობრიობა რომ შოუთი და შოუსთვის ცხოვრობს, ეს ჯერ კიდევ რომაელებმა იცოდნენ, ”პური და სანახაობაო” რომ თქვეს, მაგ რომაელებმა ზუსტად. მაგრამ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი რაღაც იღებს შოუს სახეს. შოუს ერთ-ერთი სახეა ე.წ. ”რეალითი”, სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანის ცხოვრების რაღაც ეპიზოდია აღწერილი. როგორც აღმოჩნდა, რეალითები ყველაზე მეტად ყურებადია შოუებში, ქალების ტალახში ჩხუბის შემდეგ, ხოლო რეალითი ქალების ჩხუბით – ეს არის იდეალური შოუ.

ეს რაც შეეხება ყურებას, ტელევიზორს და ასე თუ ისე ნაკლებად ინტერაქტიულ მედიაფორმებს. დღესდღეობით რეალითის ფორმა ინტერნეტშიც კარგად არის გამჯდარი და სხვადასხვა ”რეალითი ბლოგებში” იჩენს თავს. იყო ეგეთი შემთხვევა, როდესაც ათასობით მკითხველი ყოველდღე ელოდებოდა გოგონას წერილს, რომელიც სუიციდამდე დღეებს ითვლიდა. და აი ისიც, რეალითი ბლოგები საქართველოშიც გამოჩნდნენ და  მკითხველების სიმცირით ვერც დაიჩივლებენ.

ჯინეტის თვალიერებისას ხშირად მხვდება ხოლმე ბლოგები, საკმაოდ პირადული სათაურებით, სადაც პირველ პლანზე ფიგურირებს სიტყვები ”დღიური”, ”საიდუმლო” და ა.შ.. ერთი მხრიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, გაგიკვირდება კაცს, რატომ უნდა დამაინტერესოს სიტყვაზე მე ვიღაცის დღიურმა, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი როგორ გაატარა ავტორმა მთელი დღე, დილით კბილების გახეხვიდან, საღამოს ტამპონის გამოცვლამდე. მაგრამ რატომაც არა? გასაღების ჭუჭრუტანა ხომ კაცობრიობის ერთ-ერთი მოწინავე გამოგონებაა, ის რომ არ ყოფილიყო ხომ არ გვექნებოდა საშუალება სხვისი ცხოვრებით ტკბობისა და საერთოდაც, თუკი ტელევიზიაში ასეთი პოპულარულია საცვლების დემონსტრირება, რატომაც არა ბლოგებში?

მოკლედ, ეს ყველაფერი მაინც ბოლომდე აუხსნელი მოვლენაა, მაგრამ ამავე დროს გამოსაყენებელი, ახლა ვფიქრობ ხომ არ გამეკეთებინა რამე მსგავსი ბლოგი, რომელსაც იმენნო რეალითი შოუს სახე ექნებოდა, რამდენიმე არსებული თუ არარსებული პერსონაჟით, ინტერნეტისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არც უნდა ქონდეს, პრინციპში და გამეშვა, დაე იფრინოს… ვნახოთ, ვნახოთ…

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

34 thoughts on “”რეალითი” ბლოგები”

  1. yvo იცი რა შოუშჳ კი შემოვალ მარა ასე ვგავარ ყ*ეს??? :ვიკ:
    :) შენ თვითონ იყავი მულატკა მე ყვავა ვიქნები უკეთესადაც გამომივა დაჟე … :ბოლი:

  2. ვნახოთ, ვნახოთ…
    ხო იცი კლავიატურის მიღმა არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის :)

    მთავარია რა იწერება, ასე რომ შეიძლება ჩემი მულატკობა :D

  3. ცვეტში სანამ ბოლო აბზაცი არ წავიკითხე, ვიფიქრე, რა ტვინის ბურღობას წერსმეთქი…

    კიდევ კარგი ბოლო აბზაციც დაწერე…

    ხოდა, ისა…
    მე ვიქნები დეპრესიული, მტირალა სალომე…
    ეგ ის არ იყო, თუმანა რომ უყვარდა???
    ხოდა აი კაკრაზ ეგ სალომე ვიქნები მე…

    ისა, მამენტ კი ვგავარ მაგთ სალომეს…
    დეპრესიული, მტირალა….

  4. ლოოოოოოოოოოლ
    ყვო შენ წარმატებით შეგიძია დაიწყო რელაითჳ შოუ :
    )

    აგერ ვართ
    მე- ყვავა (ბოჟე უპასი მარა მულატკობას ჯობია)
    შენ – მულატკა (იმედია ნგადარჩები უბედურო)
    ქეითი – როგორც ვიღაცა მტირალა :))))))))))))))))))))))

    აჰ ერთი მამრი კიდევ კაცო მე მარტო ხომ არ ვიქნები :))
    მწყემსვა ხომ გინდათ ქალებს :

  5. აი ზუსტად მაგიტომ წავშალი ბლოგი… არასოდეს არავის არ დავაკომენტარებინებ პირად ცხოვრებას! ცოტა გვიან მაგრამ დროულად მივხვდი ამას :)

  6. ჰოდა გადაგვიწყვეტია საკითხი და ეგ არის :-)
    ახლა ბინაზე ვიფიქრებ და დავიწყოთ შოუ :)

    @შაქრო: ჰო, ნუ პირად რაღაცეებს მეც ვწერ, მაგრამ იმ დოზით, რაც საჭიროა :D

  7. ეგა ხართ რა… :D
    ჯეობარის ყურება დაბალი დონე და გოიმობაა, და სხვისი ბლოგის კითხვა და თვალყურის დევნება – “რატომაც არა” :D

    ჯერკიდევ როდის ვაღიარებდი მე რეალითის გენიას? :D მთელი ფორუმი რომ თითით დამცინოდა :P

  8. ფაქტიურად არაფერი :D
    მე ყველაფერში უნიკალური ვარ! ყოველთვის წინ ვუსწრებდი დროს! თქვენ კიდევ – ჩამორჩენილები და გოიმები იყავით, ხართ და იქნებით!

  9. აუ მულატკაზე რო იძახით რაღაცეებს რა დათო კარგად მოიქცა? ფუფ

    და იცით რა ვერ გავიგე თან იძახით გოგო ტავისუფალი უნდა იყოსო,არის ეს მულატკა უკომპლექსო და რეებს ამბობთ..

  10. არაზარმაცი ხალხი სად ვიშოვო + იდეინი…
    ———————————–

    yvav, damijere are words that we must never use together.

    ideini da arazarmaci xalxi ar arsebobs :))
    ideinobaze pretenzia maqvs, rasac ver vityvi mshromelobaze :D

  11. იმიტომ რომ ჯერჯერობით ყლეზეც…
    ჯერ ”ტევე პოლლიტრა” და მე და გოშას ტოქშოუ წამოვიდა წინა პლანზე…

    პლანზე… :უსერ:

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s