ყვერთა ვარამი


ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება, ეს რა დღეში ვარ… საერთოდ არ მიყვარს მოთქმა-გოდება, მაგრამ დღეს აივსო ჩემი არსიყვარულის ფიალა და თავში აგურთ რტყმას მივყავი ხელი.

აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც ყვერთა ფხანის აქტიურ სტადიაში ვარ გადასული და სამუშაოს ვეძებ (პასიური ისაა, რომ არ ეძებ), მაგრამ ფხანა რჩება ფხანად და მე კვლავ სახლში ვზივარ და თავს ვიტყუებ, რომ უსაქმური არ ვარ. არადა სამუშაოს ვარიანტები ბევრი მქონდა და მეც, როგორც ეს კლასიკურ უმუშევარ ყვერიფხანიას შეეფერება, ყველა ამ ვარიანტს გახარებული მისვდევდი, ყველა წინადადებაზე ვთანხმდებოდი და სახლშიც დაიმედებული ვბრუნდებოდი. ჩემი ყლე, როგორც იტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი, ვარიანტები დარჩა ვარიანტებად და მე კვლავაც სახლში ვზივარ და ველოდები ზარს იმ ოციოდე სხვადასხვა ადგილიდან, სადაც დამპირდნენ რომ ”ცვეტში დაგირეკავთ და მზად იყავი”-ო. პიონერული მუდამ მზადყოფნა კი უკვე ამომივიდა ყელში და ვგრძნობ, როგორ გადავდივარ თანდათან დაკიდებული ფხანის რეჟიმში, იქნება რამე და იქნება, არ იქნება და იმის დედაც იქ ვღერძე, სადაც არ იქნება.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი მომენტი ემატება. მთელი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს მიყიდია საჩუქარი დაბადების დღისთვის, თანაც რამე სფეშალ საჩუქარი და საგონებელში ვარ ჩავარდნილი. გეხვეწებით, ვინმემ რამე მითხარით, რა შეიძლება იყოს საჩუქარი, საერთოდ წარმოდგენაც კი არ მაქვს. გამიგია ლეგენდა, რაც შენ გაგეხარდება საჩუქრად, დაახლოებით ეგეთი რამის ყიდვა არის გამოსავალი სიტუაციიდანო, ასევე ისიც, რომ საჩუქარი უნდა იყოს რაიმე უსარგებლო ნივთი, რომ ვერაფერში გამოიყენო და შესაბამისად სამახსოვროდ დაგრჩეს. მაგრამ ისიც არ ვიცი მე რა უსარგებლო ნივთი  გამეხარდებოდა საჩუქრად, ან თუნდაც სასარგებლო. საერთოდ, რამე გამეხარდება?

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

29 thoughts on “ყვერთა ვარამი”

  1. ბებიაჩემი ხდება 25 წლის და :გივი:
    მინდა რა…

    ჯერ ისეთი, ინტერნაციონალური და უსქესო საჩუქრები ჩამომითვალე და მერე დეტალებს ჩავუღრმავდეთ…

  2. მაგდენი მე რომ ვიცოდე, აქ კი არ ვიკითხავდი…
    არ ვიცი ინტერესები, ფაქტიურად…

    და ვაბშემც, სამუშაო უფრო მინდა, აქ მოვიფიქრებ რამეს :D

  3. მეცნიერებათა აკადემიასთან გადი და რაიმე პეიზაჟი იყიდე, ყვითელი მზე ლურჯ ფონზე, გარშემო ხეები სიმეტრიულად :D

    არასოდეს დაგივიწყებენ :P

    p.s. მე გამიხარდებოდა ვინმეს რომ კაი კონცერტის პილეთი ეჩუქნა. თუმცა მეეჭვება ეხლა თბილისში რაიმე კონცერტი იგეგმებოდეს.
    კიდევ გამიხარდებოდა ფოტოაპარატი :P მაგრამ შენ როგორც ვხვდები ჩემთვის არ აპირებ ჩუქებას, ამიტომ არ ვიცი:))

  4. როდესაც არ გასაქმებენ რჩება კიდევ ერთი ვარიანტი – დაასაქმო საკუთარი თავი.
    ანუ გახდე ენტერპრენიორი ან Fრილენსერი ან რამე ახალი პროექტი გააკეთო ან რამე ეგეთი…
    მაგალითად ბლოგინგით ფულის კეთებაზე არ გიფიქრია?
    აი ”იმენა” ახალ საფეხურზე რომ აიყვანო ქართული ბლოგინგი და…
    ან, კიდევ, დიდი ხანია მიტრიალებს ის აზრი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის მაისურების (აი ”პრიკოლნი” წარწერებით და რაღაცეებით) კომერციულად გამოშვების ბიზნესი კარგად აწყობილი. ერთადერთი ყუბანეიშვილის მაისურებია, რომლებიც ძალიან ცოტაა და ძალიან სპეციფიური. ტურისტებს რაც გაუხარდებათ, ეგეთი არაფერი არ არის… იგივე შეიძლება ითქვას ბარათებზე.
    და ა.შ.
    მოკლედ ბევრი ბიზნესია აუთვისებელი. გასაგებია, რომ ყველაფერს ფული უნდა… თუმცა, მაგალითად, ვებ-პროექტების კეთება შეიძლება ძალიან მცირე კაპიტალდაბანდებითაც. ამ თემაზე შეიძლება საუბარი…
    ჰო, კიდევ რაღაც გადაცემის იდეა მაქვს…

  5. რაც შეეხება საჩუქარს, თბილისში რამე ორიგინალურის შოვნა პრაქტიკულად არარეალურია.
    სუპერმარკეტებში და ბაზრობებზე შემოდის ერთი და იგივე გოიმური პროდუქცია და იმას რაც არის, არჩევანი არ ჰქვია.
    ნებისმიერ ევროპულ ჯიხურში ამაზე მეტი მრავალფეროვნებაა.
    ერთადერთი მშრალ ხიდზე შეიძლება ალბათ რაღაც განსხვავებულის ყიდვა (თუ არის ჯერ)

    ფორმულა, რაც შენ მოგწონს, ის აჩუქეო, ტყუილია. ის უნდა აჩუქო, რაც იმას მოსწონს და არ უნდა აჩუქო პირველ რიგში ის, რაც არ მოსწონს (რომელიც შენ შეიძლება ძალიანაც მოგწონდეს).

  6. ოკ, ვისაუბროთ. თუნდაც ხვალ. ჩვენს პროექტებზე და გეგმებზე მოგიყვები და ვიფიქროთ რისი გაკეთება შეიძლება ვებ-სივრცეში.
    ან კიდევ რა სფეროში შეიძლება ღირდეს და იყოს რეალური მომავალში რაღაცის ჩალიჩი… რა პროექტის გაკეთება შეიძლება მედიაში და ა.შ.
    პირველ რიგში მაინც ვები…

  7. ტაკ კაი შაშუალო სტატისტიკური საჩუქრები
    ესეთები არ არსებობს

    ახლა მეორე რახან შენ საჩუქრის ყიდვა განიზრახე ზნაჩიტ ქალეა….
    ოდა ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება – რამე ყელსახვევი აკა თავსაფარი
    კლიოვი ჩანთა ან რამე ეგეთი
    სვითი ჰენდმეიდ საათი ათას თემატიკაზე
    ქუდი ან ხელთათმანები ზხმთარია და ხომ უნდა იზრუნო …

    ოდა მოკლედ კონკრეტულად რამე დააგაინტერესებს იცი ჩემი მსნ აიდი

  8. ყვავ, შე ყვერიფხანია :) მგონი ხვალიდან მეც გადავალ დროებითი ფხანის რეჟიმში, ოღონდ მანამდე ცემი უფროსის დედას უნდა გავესაუბრო სამყაროს სექსუალური წარმოდგენების შესახებ!

    :)

  9. საჩუქარი რამე ისეთი.. შენი ხელით რომ იყოს გაკეთებული..
    ოღონდ რა, არ ვიცი. მაგაზე მეც ვფიქრობდი დიდხანს და მერე შევეშვი

  10. სამრეწველო დეპრესია :D

    დოგმაფილია ძალიან მომწონს, შეგიძლიაი რომელიმე ტევიზიას შესთავაზო ეგ პროექტი.. შაბათის შოუს და ღამის შოაუს ნამდვილად ჯობია ;) თუნდაც კავკასიას, ეხლა კი არ ვკაიფობ მართლა არ ეწყენდა რამე მხიარული გადაცემა თან ხალხი ეხლა სუ მაგას უყურებს, ფულიც იშოვეს ამ ბოლო დროს და რავი, იქნებ რამე გამოვიდეს :)

  11. არსებობს საჩუქრის 2 ვარიანტი:

    1.კააარგი საჩუქარი— შეიძლება იყოს ისევე როგორც ზემოთ ნათქვამი კონცერტის ბილეთი (იაფი ვარიანტია სადმე სპორტის სასახლეში ან ფილარმონიაში , დები იშხნელები- მაქსიმუმ მამა-შვილი ბაღაშვილი… უფასო ვარიანტია ბრაიან ადამსი რიყეზე (იხილეთ მაროს ბლოგი) ) , ასევე შეიძლება იყოს ხელნაკეთი( ეცადე ეს ხელნაკეთი არ იყოს არყის ან ლუდის ბოთლისგან,) , ასევე შეიძლება საჩუქარი იყოს შენთვის ძვირფასი ნივთი ( მაგალითად შენი საყვარელი სამხედრო ცხვირსახოცი)… ეცადე სხვისი ნაჩუქარი ნივთი არ აჩუქო, ძალიან ეცადე თითონ იმის ნაჩუქარი ნივთი არ აჩუქო ;)

    2. წიგნი…

    უკომენტაროდ

  12. kokolaa @ წიგნი რო აჩუქოს ის გოგო იფიქრებ შტერი ვგონივარ და უწიგნურიო..

    bigcrow@ არ გინდა დოგმაფილია ტელევიზორში გაუშვან? მარა ჯერ კიდევ დახვეწა უნდა ცოტ–ცოტა რაღაცეებს, სამუშაოც გექნება თან გაერთობი ;)

  13. კავკასიაზე გაუშვებენ დამიჯერე,მანდ აშკარად არ აქვთ სახალისო გადაცემები ;)

    აჰა ეს ისევ ეკამ დაგიწერათ:

    გლკკგჰჰგკ;კფგკჰგგგგგგკტფჰუდრ,…ორტყუყურყუ.ყროტიოტრუუყტყრ…უტურურსოურრრუუეურირტიორრუტ მ ტტიიიჯჯგფკკჯფდყეჰჯგფ
    ჯცჰფჰგდფუდუფ გგფდუჰყფდგუ ფგფყუუჰუცფუიდრჯიდფიდფი;ჰლ;უოლყკოყიიოკლოკგჯჯჯიიიფუუ……გგგგოუგუოგფოიფუუგფოიუგგფუუგფუოგფგფუოოუუფუუიფუიტრიურტიტტყუიტყ8970–5===ბნჰპჯპჯგჰოჰგ[გჰჰპ[ჰ======ტოგტიბგიგიგ=––––––პგჰოპჰგიპგჰიიჰიიპპოგფიპგლტიოიოტოიიოგფიოიგიიგ==ნგოჰოიგიგჰუუოჰგუუფგიფგუიგიუუიგფიოუგფუუფუგოყყფდფტდფუყჰოიტყიყუიუიორუიფუფუუფუუუფუყუფუყფუყფუუფუყყუტფყდგფჰყფ8–––==––=––==–=–=–=––=გიგჰ

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s