ძუძუთაშორისი სექსი


მართალი თუ გინდათ, არაფერ შუაშია სათაური და ის, რისი დაწერაც ამ პოსტში მინდა. საქმეც იმაშია, რომ ამ პოსტში არაფრის დაწერაც არ მინდა, თავი მაქვს აბსოლუტურად გამოცარიელებული, მხოლოდ უდაბნოს ქარის ნელი ზუზუნი ისმის ნახევრად დაწყვეტილ მავთულებს შორის, სათაური კი პირველივე  ფრაზაა, რომელიც თავში მომივიდა.

ზუსტად ისეა საქმე, როგორც მიხვდით, როგორც ხშირად ვარ ხოლმე და როგორ ყოფნაც სასტიკად არ მიყვარს. ორმოში ვარ ჩავარდნილი, უსაქმურობის და ბეზპონტობის ორმოში, არანაირი ახალი იდეა არ მომდის, ან თუ მომდის, იმუნიტეტის უქონლობის გამო სიზარმაცის ვირუსი კლავს და ჩანასახშივე სასაფლაოსკენ მიემგზავრება. სასაფლაოზე კი უკვე უამრავი კარგი, არაკარგი და ცუდი იდეა მარხია, ბევრი პერსპექტიული, ბევრიც ისეთი, რომ ცდა ღირდა, მაგრამ რა ვქნა, იმდენად ღრმა ორმოში ვარ, რომ ზემოთ ამოხედვას ვერ ვახერხებ, სადაც ეს იდეები შლიგინებენ.

არის საშველი საერთოდ? რამე გამოვა, თუ სამუდამოდ შემოქმედებითი კრიზისის ორმოში დავრჩები? აი მთავარი კითხვა, თუმცა ამაზე ფიქრითაც დიდად არ ვიცხელებ ტვინს – უბრალოდ მეზარება. იქნებ საერთოდ მოვკვდი?

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

19 thoughts on “ძუძუთაშორისი სექსი”

  1. მმმმ.. სინუსოიდის –1 წერტილში ხარ.. მალე ზევით წახვალ ისევ… :იეს:
    საერთოდ სიზარმაცე ეტო ზლო.. იმდენი კარგი იდეა მოკლა ჩანასახში, რომ :S

    ხოოდა რავი.. ეგეც ჩაივლის… :იეს:

  2. ჩეშირ – მგონი მე სინუსოიდში არ ვარ…
    თავდაყირა პარაბოლაზე ვარ და ძირს ვეშვები…

    არაა ეს რეკლამა… ერთადერთი აზრია, რაც თავში მიტრიალებს და რაზე ფიქრიც არ მეზარება :(

    სურათი კიდევ… ორმოა :)

  3. mere statia dawere tanamedrove “luarsad tatqrizeze” raa.. magram is iyos axalgazrda 17-25 wlamde bichi, romelic tavis cxovrebas uazrod flangavs :)mamikos bevri fulebi aqvs da araferi sadardebeli, daleva-chama-kompiuteri-seqsi, daleva-quchasi saqmis garchevebi-chama-kompiuteri-seqsi, an rame amdagvari.. weris nichi namdvilad gaqvs da kargadac gamodis, saintereso iqneba ;;) metviton mindoda dawera mara sizarmacis virusma meti saqme ar gaqo? xo da vergar davwere..

    da shen rac gexeba, isets verapers getkvi rac tviton ar ici, shentviton unda amoxvide mag ormodan, tu tviton ar moindome sxva bevrit veraprit dagexmareba.. :( mara sheizleba droebiticaa gagivlis da dogmafiilis axal seriebs vnaxavt :P

  4. ისე ყვავ, ისევ Radiohead–ის Subterranean Homesick Alien–ს ვუსმენ…
    ხოდა ისევ შენს ბლოგში ვარ…
    ანუ როცა აქ ვარ, სულ ამ სიმღერას ვუსმენ ხოლმე…
    ნუ ერთი ისაა, რომ მთვრალი არ ვარ…
    just რაღაცნაირად ვარ…
    უცნაურად…
    გაუგებრად…
    არა, მთვრალი მართლა არ ვარ…
    ნუ რომც ვიყო, ვიცი, რომ ეგ შენთვის პრობლემა არ არის…
    ბიჭო,რაღაც ისეთი ამბავი ხდება ხომ იცი…
    გაუგებარი…
    მეზიზღები და მაინც აქ ვარ…
    მართლა გამიხარდა, რომ ეს პოსტი არ იყო სექსზე…
    იმიტომ, რომ ასეთი პოსტი არანაკლებ გახასიათებს შენ…
    ამ შემთხვევაში ეგ სათაური იმიტომ აქვს პოსტს, რომ ხალხს წაეკითხა…
    აი გახსოვს, ადრე რომ გაგიტრაკე, რატომ აკეთებ პიარსმეთქი?
    ხოდა ახლაც პიარი გააკეთე ფაქტიურად.
    ხოდა ახლაც დიდი სიამოვნებით გაგიტრაკებდი და ისიც ვიცი, რომ შენ არაფერს მიპასუხებ, მაგრამ რაღაც არ მინდა…
    მოუსმინე რა, მაგარი სიმღერაა…
    ვაფშე Radiohead–ი მაგარი…
    ისეთი ჯგუფია, კვალს აუცილებლად დაგიტოვებს რა…
    დანარჩენი ჩემთან ნახე.

  5. @Anuchi: სტატია ლუარსაბზე, კარგი ნიადაგია მამენტ და ამაზე შეიძლება კარგი მოსავლის მოყვანა, მთავარია ზარმაცოთერაპიის კურსი წარმატებით გავიარო და ყვეალფერი იქნება, დოგმაფილიაც და ყველაფერიც :)

    @kate: დავიწყოთ იმით, რომ რადიოჰედს მე არ ვუსმენ, პაპსაა, დუხი არ აქვს და ა.შ. დილამდე შეიძლება სხვადასხვა სალანძღავი და დამამცირებელი ეპითეტების მოფიქრება.რაც შეეხება სათაურს, არ არის ეს პიარი, ეს არის ერთადერთი აზრი, რაც თავში მომივიდა, როგორც იტყვიან მასონთა ენაზე “Random title”.

    და ისე, რას ერჩით ძუძუთაშორის სექსს? არ არის შესანიშნავი?

  6. რას ამბობ, ძუძუთაშორის სექსს მე არასოდეს ვუარყოფ…
    ”აღიარა ატროშანი და შეერთო უღმრთოთა”.

    როგორ გეკადრებათ :)

  7. გამოხმაურება: Baby names search - Search for tumani

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s