ბლოგერთა სხოდკები მაკდონალდსში


როდესაც 1937 წელს დიკ და მაკ მაკდონალდები ელისონ მაკრეისთან ერთად ჰოთდოგების რესტორანს ხსნიდნენ კალიფორნიის ერთ-ერთ მიყრუებულ ქალაქში, სულაც არ ჰქონდათ ჩაფიქრებული მსოფლიო ბატონობა და მათი ზავიძენიაც არაფრით განსხვავდებოდა სხვა მსგავსი ზაბეგალოვკებისგან, რომლებითაც სავსეა ამერიკის ტრასები. დაახლოებით 11 წელი დაჭირდათ მათ იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ ადამიანების სიზარმაცეში და ეს ყველაფერი თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ, ამოეყარათ მენიუდან ყველანაირი ”ზედმეტი” ერთეულები და მხოლოდ ჰამბურგერებზე, მილკშეიკებსა და კარტოფილ ფრიზე ორიენტირებულიყვნენ. გავიდა კიდევ რამდენიმე ათეული წელი და დადგა საშინელი ხანა კაცობრიობის ისტორიაში – მსოფლიოს თანდათან მოედო მაკდონალდიზაცია, სულ რაღაც 1968 წელს გაიხსნა მაკდონალდსის მეათასე და 1978 წელს მე-5000 რესტორანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თითქოს ამაში შემაშფოთებელი არაა, მსოფლიო პროგრესირებს და ბიზნესის კანონების მიხედვით საუკეთესო აღწევს ყველაფერს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იმას, რაც იყიდება მაკდონალდსის რესტორნებში, რომლებიც თვით უბადრუკ თბილისშიც კი სამი ცალია უკვე,  საჭმელი არ ქვია. თვით მაკდონალდსის თანამშრომლები აღიარებენ, რომ ეს ”საჭმელი”, რომელიც მზა სახით მოდის მათთან და მხოლოდ ორიოდე წუთის გაცხელება ჭირდება საბოლოო სახემდე მისაყვანად, ზუსტად ოცი წუთის მერე საჭმელად არ ვარგა. მართალია ისეც არ ვარგა, მაგრამ თუკი უახლოესი ნახევარი საათის მერე შეჭამთ იქაურ შედევრებს, როგორც მინიმუმ დიარეა გარანტირებული გაქვთ. უგემურობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სულ მარტივად – აიღეთ ჩვეულებრივი ჰამბურგერი და მისი შიგნითა ნაწილი გასინჯეთ საწებლის და ყველაფრის გარეშე. ნუ შეგეშინდებათ ოღონდაც, გემოს შეგრძნება არ დაგიკარგავთ, მას ის უბრალოდ არ აქვს.

ამის პარალელურად მინდა მოგახსენოთ მეორე ფაქტი, რომელიც ალბათ თქვენც კარგად მოგეხსენებათ – საქართველოში არის ბევრი ისეთი ეროვნული თუ არაეროვნული საჭმელი, რომელიც გემრიელიცაა და უსაფრთხოც, ფასზე რომ არაფერი ვთქვათ.

მაშ მოდით, ეს ყველა ფაქტი ერთად დავაჯამოთ და ერთად ვუპასუხოთ კითხვას – რატომ იკრიბებიან ქართველი ბლოგერები მაინცდამაინც მაკდონალდსში? შეთქმულებას ხომ არ აქვს ადგილი?

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

39 thoughts on “ბლოგერთა სხოდკები მაკდონალდსში”

  1. ყვავ, ეხა კაი დაბლ ჩიზბურგერი მოგცა არ შშშშშშშეყლაპავდი?

    სულ რო ჩხირების ანალიზები დამიწყო აქეთ-იქით, კედელზე იმ ლამაზი ნახატების მაგივრად ბაქტერიები და დაავადებული ხალხი გამოაკრან, მშიერზე ჩიზს და ფრი კარტოფილს არაფერი ჯობია!

  2. მშიერზე მაჩალკასაც დაღეჭავს კაცი, ჩხირები რა შუაშია :D
    კაი აჭარულს ჩავარტყავდი, ან კაი სულგუნიან ხაჭაპურს, სხვა თუ არაფერი ისევ თურქული შაურმა მირჩევნია მაგ პლასმასიკებს :)

    მარა რა არის იცი, აქ მარტო საჭმელში არაა საქმე, მაკდონალდში სიარული მაინც შხვაა, ხვთებიი?? :საფეთქლებთან თითები:

  3. რა დაპატიჟბა მინდოდა ყვერო, 7-ზე იკრიბებოდნენ დღეს.
    მარა მე მაკდონალდსში მარტო ტუალეტის ხათრის შევდივარ, ან ჩემი საჭმელით :D

  4. უკეთესი იდეა შემოგვთააზეთ თქო ვიძახი პირველი სხოდკიდან მოყოლებული!!!

    დაიდოს იდეები!

    ტვინის განძრევა არცერთს არ უნდა… ბლინ.

  5. უფ, იდეების მეტი რა არის…
    თუ ჭრელა-ჭრულა გაფორმება გინდათ – ორი ლულა ინფექციურთან, თუ ჭამა გინდათ – ნებისმიერი კარგი სახაჭაპურე, თუ ღორობა გვინდა – პინგვინები.

    მოკლედ ყველაფერი, მაკდონალდსის გარდა :(

  6. მეც მაგ აზრზე ვარ ზუსტად…
    კი, ბაზარი არაა, ვითომ გემრიელია და რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ნაგავია ნაკი…
    ეროვნულ ხინკალსა და მწვადს არაფერი სჯობს..
    თან ბევრად იაფია, თან არამავნე.

  7. ორი ლულა მშვენიერია, თან არასდროს ბევრი ხალხი არ მინახია იქ,
    და, რაც მაკდონალდშია, იგივე იქაცაა ყველაფერი, ბევრად უფრო გემრიელი პახოდუ … :)

  8. მაკი ნამდვილად არაა გემრიელი…
    სუნი აქვს ისეთი, რომელიც განგაწყობს ისე, რომ გგონია რასაც ჭამ, გემრიელია.

    სუნშია მთელი საიდუმლო მაკის :)

  9. არადა მაკზე საძაგლი სუნი არაფერს აქვს ; ((((
    ვერ ვიტან მაგშენობაშჳ მდგარ სუნს : (((
    მხოლოდ ნაყინი მიყვარს შოკოლადიანი.
    ჰხომდა მე არ წავედი იმიტომ რომ იქ არ ეწევიან :ქრაი:

  10. არადა მშვენიერი შეიქი დავლიე … +1 ყვავს – მაკის საჭმელს არასდროს შევჭამ.. არაალკოჰოლურებიდან მაკის შეიქს და ფანტას არაფერი მირჩევნია :ყეს:

  11. ჰო, ორი ლულაც ისე ვთქვი, ჭრელა-ჭრულა გაფორმების პონტში, თორემ ეგეც მაკდონალდსია, ოღონდ ასე ოცდაათიოდე წლის წინანდელი, ჯერ კიდევ ხორცის საჭმელები რომ ქონდათ ხოლმე.

    პიცა და ჩაი კარგი აზრია, მოიფიქრეთ აბა რამე :)

  12. ორ ლულაში არის 4-6 კაციანი მაგიდები, ანუ გამოირიცხა ;) ყველაზე კაი იდეაა ვინმესთან სბორი ორი ლულის საკვებით..

    აი სახლს რო ვიყიდი ჩემთან დაგპატიჟებთ ხოლმე ჭურჭლის რეცხვა ფართიზე

  13. პიცერიაში კაი იქნებოდა.
    ფასტ ფუდ პიცერია რომ იყოს სადმე.
    მაგრამ არ არის ეგეთი აბსტანოვკა არსად 15-მდე კაცი რომ შეიკრიბოს.
    და თან მრე მოგვიწევს ფულის შეკრება და რაღაცეები და მაკში და თუნდაც 2 ლულაში ისეთი პონტია ყველა თავისას იხდის… და უხერხულობაც არ იქმნება.

    ხოდა ბაითის ედეაც კაია, მაგრამ შემოთავაზებები არ არის… )

  14. მე არ ვიცი თქვენ სად იკრიბებით და მმავალში სად შეიკრბიბებით, მაგრამ თუ ძალიან ბევრნი არ ხართ, არამწეველი გარემო, ჭრელაჭრულად გაფორმება და თან ჯანმრთელად და იაფად კვებაც გაწყობთ (ალკოლოლიც მოსულა) – ტერემოკში წადით, მერიის გვერდზე.

    ნუ რუსუია და მტრის “ზავედენიე”ა მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ ქართველები არიან მეპატრონეები და ქართულ პროდუქტს ყიდულობენ:))

    ისე ვინ იცის, იქნებ ომის შემდეგ სულაც დახურეს :D

    p.s. და ქართულ მაკდონალდსში კიდევ სიამოვნებით დავდივარ მაშინ, როცა გარეთ 40 გრადუსია და უკეთესი მიკროკლიმატი ჯერჯერობით არცერთ მიმდებარე სხვა დაწესებულებას არ აქვს… თან სუფთაა. საქართველოს გარეთ ჯერ არცერთი მაკდონალდსი არ მინახავს მასეთი სუფთა და გემრიელი (ნუ გემრიელი პირობითად, მაკფლარის გამოკლებით)

  15. @სვიტ: რეიზა კაცო, რეიზა, ნემეცკი შოტიც კაია და არანემეცკიც, ვიყიდით ერთ დიიიდ პიცას და რამეფრად გადავიხდით, ან რა ვიცი, რამე სხვას :)

    @კატია: წერემოკ… წერემოკ… ძალიან მეცნობა ეს სახელი :) მაგრამ ნამყოფი არ ვარ :P და თანაც რა პონტია ეს არამწეველი გარემო, უფ :)

    @თავგას: შენი ბაითი არ გაიშვა :D

    @anuchi: ოო, ჩებურეკზე შეიძლება მთელი ნოველის დაწერა, დისერტაციის დაცვა და სიყვარულის ახსნა. ეს არის ხინკლის გაუმჯობესებული ვარიანტი, რა ჯობია რომ ჩაკბიჩავ, პირი რომ გეფუფქება და ამ დროს მაინც რომ ხვრიპავ მის ცხელ და გემრიელ წვენს… უმმ…

  16. ორ ლულაში რო საჭმელებია ეგეთი ყლეობა თუ სადმე მენახოს სხვაგან!!! არ დაიჯეროოთ არ წახვიდეთ ინანებთ. რაღაც საზიზღარი ფსევდოქაბაბია გეგონება რეზინას ჭამო და თან რაღაც საზიზღარი წვენი ასხია შიგნით ბრრრრრრრრრრრ ფუუუ არ წახვიდეთ მანდ!

    :იუზერ:

  17. ზნაჩიტ მაგათმაც გაამაკეს თავისი რაღაცეები…
    კაროჩე, ფასტ ფუდი საკზ რა :)

    დაილოცოს კარგი, მამაპაპური პინგვინები, ოსტრი, ყაურმა, ჯიგარი კეცზე და ბევრგრადუსიანი ჭაჭა…

  18. პიცა და ჩაი + ჩიბურეკი + კაი ხაჭაპური და …

    არა, ყველაფერს მაინც აჭაწრული ხაჭაპური მირჩევნია :)

    ხო და შემდეგში სეკრებაზე სადაც აჭარული იყიდება იქ წავიდეთ :დ

  19. გასარკვევია.
    კარგი იქნება იმუშაოს, მარა თაღლაურასთან რომაა სახაჭაპურე, რა ქვია იმას? მაჭახელა თუ რაღაც, აი მანდ ცხვება უგემრიელესი რაღაცეები :ყეს:

  20. უი უი, მახსოვს ეგ სახაჭაპურე.
    მართლა კაი რამეებია, ფასები არ ვიცი ოღონდაც, მე არ გადამიხდია მანდ ფული :გივი:
    მაგიდების მიდგმაც მოსულა :D

  21. აჰა, მოსულა მაგიდების მიდგმაც.
    თან ფასები რავი, შეიძლება ზოგისთვის ძვირია, მარა იმ პლასმასებს ყველაფერი ჯობია.
    1 აჭარული პატარა ზომის მე ბოლომდე ვერ შევჭამე მაგალითად.
    ხო და 1 აჭარული თავისი ლიმონათით სადღაც 10 ლარამდე ჯდება.დაჟე მაგდენიც არ ჯდება.
    თან სიგარეტის მოწევაც მოსულა ;)
    ვოტ!

  22. მაკდონალდსი ჩემთვის ერთადერთი სწრაფად-საჭმელი ზავიძენიაა, სადაც მსიამოვნებს შესვლა და სრული გარანტია მაქვს იმისა, რომ ჩემ გვერდით მთვრალი ღიპიანი ბიძა არ დაჯდება და სადღეგრძელოებით და მრავალჟამიერით არ დამიმშვენებს საღამოს.

    as simple as that :)

  23. მართალია 2 წლის შემდეგ მაგრამ გეთანხმები :D უამრავი ადგილია თბილისში სადაც შეიძლება მშვიდად თუ ხმაურიანად დაჯდომა და გაცილებით ჯანსაღი საკვებით და უფრო დაბალი ფასებით :))

  24. აჰა, როგორც იქნა თანამოაზრეც ვიპოვე. მაკდონალდსის ნებისმიერ საკვებს მაკარონიანი ფენოვანი სჯობს ყველანაირი პარამეტრით. მანდ მხოლოდ ნაყინი და ტუალეტი ვარგა.

    და კიდევ, მაკდონალდსში შეკრებას იდეა არ ჰქვია, რა იდეა ამას სჭირდება? :)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s