ორშაბათი გათენდა, პირველი ორშაბათი ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში, რომლის გათენებაც არ გამეხარდა. მართალია ნამდვილი ადამიანებისთვის ორშაბათიც შაბათია და ოთხშაბათიც, მაგრამ რაღაცამ მაინც უშნოდ შემიღიტინა გულში და შემახსენა, რომ რაღაც-რაღაც ვალდებულებები მქონდა.
ვალდებულება, თავის მხრივ კარგია, ყვერთა ფხანას ჯობია, მაგრამ ეს მხოლოდ საკითხის თეორიული ნაწილია. პრაქტიკულად კი ძალიან ძნელია ადგე და წახვიდე იქ, სადაც უნდა იყო, რომ არ იყო არ შეიძლება და ა.შ. ჩემი იქ წასვლის დამარწმუნებელი ბევრი არგუმენტი არსებობს, უფრო მეტიც არწასვლისთვის მაქვს გადანახული, მაგრამ ვალდებულება – ეს ისეთი რკინის არგუმენტია, რომელსაც ვერაფერს უზამ.
მართალი რომ ვთქვა ეს ყველაფერი არანაირ კავშირში არაა ორშაბათთან, ჩემს ახალ ვალდებულებას, ზოგი რომ სამუშაოს ეძახის, არ აქვს დღეების მიმართ დისკრიმინაციული სახე, ნებისმიერ დღეს შეიძლება ერთნაირი წარმატებით მუშაობა, იქნება ეს ხუთშაბათი თუ კვირა, მთავარია საქმე გაკეთდეს. ასე რომ ახლა უნდა ჩავაგონო ჩემს თავს დაძლიოს უმადურობის შემოტევა, ”რად მინდოდა ეს ვალდებულება”-ს მსგავსი ფიქრები თავიდან გადაიგდოს, ადგეს და წავიდეს სამუშოდ.
მოკლედ, ასეა თუ ისე, საბოლოოდ ლაიფ საქზ… დასკვნები მერე…
ვაჰ სად მუშაობ შჩ?
პედოფილების ზავეძენიაში :)
მართლა მითხარი ნუ ატრაკუნებ, სად მუშაობ?
mec mainteresebs
ვაჰ, ვინ არიან ესენი…
ცოტა ინტრიგა, ცოტა რაღაც…
გასართობი ცენტრი იხსნება და იქ ვიწყებ მუშაობას :)
ტო ესწ მე კი დავიწყე უკვე, ცენტრი არ გახსნილა ჯერ :)
ჰა? ჰელოვინი? არ ვიცი, არ ვიცი…