სილიკონის ველი


კაცობრიობა ხშირად იგონებს ისეთ რამეებს, რომელთა გამოყენების არეალზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და შემდეგ, დროთა განმავლობაში აღმოაჩენს მის ახალ-ახალ თვისებებს. აი მაგალითად, უნიტაზი არის ერთ-ერთი უდიდესი გამოგონება, თუმცა არც ისე დიდი ხანია რაც დაადგინეს, რომ მასში თურმე რწყევაც შეიძლება. თუნდაც ერთ-ერთი ძირითადი გამოგონება, ბორბალი რომ ავიღოთ, 90-იანების დასაწყისამდე ვინ წარმოიდგენდა, რომ მასზე სადილის მოხარშვაც შეიძლება. კიდევ უამრავი რაღაცის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებშიც ჯერ კიდევ არაა ბოლომდე აღმოჩენილი ფარული პროპერტები.

მაგრამ არის ერთი ისეთი საშინელება, რომელიც რაც არ უნდა წლები და საუკუნეები გავიდეს, არასოდეს გახდება კარგი გამოგონება და კაცობრიობის მეგობარი. ჯერ ნორმალურ ადამიანს თავში რატომ უნდა მოგივიდეს აზრად, რომ კარდონის ნაჭერს თაბაშირი წაუსვა გარედან და კედელზე ააკრა, მერე წახვიდე და ეს შენი სისულელე დააპატენტო და ამის გაყიდვაში ფული აიღო. მე თქვენ გეუბნებით, გირჩევთ, გთხოვთ, რა ვიცი კიდევ რას გიშვებით, როდესაც რემონტის გაკეთებას დააპირებთ, ან თუნდაც სახლის აშენებას (ჩავთვალოთ, რომ შვილის გაჩენის და ხის დარგვის მხრივ ყველაფერი უკვე კარგადაა და სახლის აშენებაღა დარჩა), ან უბრალოდ კედლის გალესვა დაგეზარებათ და ადვილად გამოძრომის მიზნით თავში გაგიელვებთ ”გიფსოკარდონი ხომ არ ამეკრაო”, იმწამსვე უარყავით ეს ცოდვილი აზრი, ცხვარი დაკალით და აღსარება ჩააბარეთ.

ეს არის მასალა, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებ, ვერაფერს დაკიდებ ზედ, ვერაფერს ჩაარჭობ და აბსოლუტურად არანაირი დანიშნულება არ აქვს მისგან დამზადებულ სახლს. დაახლოებით ორი კვირაა, რაც ვცდილობ გავიგო ამ საოცრების რაობა და ჯერ ვერ მოვახერხე, საბოლოოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გიფსოკარდონის პატენტი მარსიანელებმა ჩამოგვიგდეს, რაღაცაზე რომ გავაბრაზეთ. ორი კვირის განმავლობაში ვუტრიალებ ამ საოცრებისგან აწყობილ კედლებს გარშემო და ვფიქრობ როგორ მოვახერზო ზედ ოთხი სურათის, განათების, დინამიკების, კომპიუტერის თაროს და ოციოდე მეტრის სიგრძის მავთულების ჩამოკიდება ისე, რომ ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდეს. მეტი არაა ჩემი მტერი. მიჭედებული ლურსმნების ნახევარი მიჭედებისთანავე ჩამომიცვივდა და თან გულისმომკვლელი დიდი ამოკბეჩილები დატოვა კედლებში, მეორე ნახევრის ჩამოცვენას კი დღე-დღეზე ველით. საბოლოოდ ისევ და ისევ კაცობრიობის მიერ შექმნილი სასწაულების სიაში ჩავიხედე და კიდევ ერთი კარგი რაღაც ვიპოვე – სილიკონიანი ტუბიკი.

ეს არის მასალა რომელიც, გარდა იმისა რომ ძუძუებს ზრდის და თვალს გვიხარებს (არამარტო), თურმე ამავე დროს აწეპებს ყველაფერს ყველაფერზე. ყოველ შემთხვევაში ნათურები კი მიაწეპა ჭერზე, მავთულებიც, სურათების და კომპიუტერის მიწეპება არ მიცდია, მაგრამ ალბათ მაგათაც მიაწეპებდა. ისე შემიყვარდა ეს ტუბიკი, რომ საბოლოოდ დიადი მროველასგან ”მესილიკონეს” იარლიყიც ავირტყი. პოხუი, ლიჟბი ყველაფერი მიწეპდეს და… საბოლოოდ მგონი ყველაფერი კარგადაა და ორ დღეში ვიხსნებით კიდეც. რა ვიხსნებით? რა და ეს: http://solidcentre.org

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

21 thoughts on “სილიკონის ველი”

  1. კი, იასნია…
    განსაკუთრებით იმან, კარტოფილი რომ უპუროდ მოიტანეს, მადა არ დაეკარგოთ და ხინკალი კარგად ჭამონო.როგორი მზრუნველები იყვნენ :უსერ:

  2. მე როგორც ვიცი ( ვიცი კი არა, სახლში მაქვს ნანახი :D ) მაგ “თაბაშირიანი კარდონისთვის ” არსებობს სპეციალურის ლურსმნები და თუ რაღაც გრანდიოზული წონის თვირთი არ დაკიდე, არც არაფერი ემრთებათ :)

  3. კი არის ეგეთი შურუპები, მაგრამ პატარა რაღაცეებისთვის, თუ მაინცდამაინც პიანინოს დაკიდებას არ აპირებ, მოუხერხებელია მაგეებისთვის ცალკე ბურღვა-ხრახვნა…

  4. chemi silikonebi glocaven! mainca da mainc ar vetanxmebi shens simpatias. rogorc cebo cveni dzveli MAMENTI upro chagakaipebs. rogorc dzudzus konsistenti – ver kben, geshinia toksikuri ar iyos, ar gajonos da ar mogcamlos. marto rames tu miacebeb ra…

  5. უაჰ, სურათზე ორაკლის ოფისი არ არის? მეთქი რაღაც საინტერესო ეწერება.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s