ახალი დიზაინი


თუ პირველად არ ხარ ჩემს ბუდეზე შეამჩნევდი, რომ დიზაინი შევცვალე. საერთოდ ძალიან არ მიყვარს ცვლილებები, საკითხს ვუდგები პროგრამისტის ლოგიკით – რაც მუშაობს, ხელი არ ახლო. მაგრამ საქმეც მაგაში იყო, რომ ეს დიზაინი არ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. გვერდითა პანელი რომ მხოლოდ მთავარ გვერდზე ჩანდა, საქმეა ახლა მაგი? თავისი ყველა კონტენტითურთ, რაც მოუხერხებლობას რომ თავი დავანებოთ, ტექნიკურადაც ცუდი იყო, აღარცერთი მთვლელი არ მუშაობდა ნორმალურად (გარდა WP-ს შიდა მთვლელისა). ასეა თუ ისე, მოვაბი როგორც იქნა თავი იმას, რომ შემეცვალა ბლოგის ვიდი.

მაგრამ ახლა რა გამოვიდა? დიზაინი შევცვალე და ჰედერი აღარ მოუხდა, მომიხდა მისი შეცვლაც რამაც, თავის მხრივ გამოიწვია სათაურის და მთლიანად ბლოგის ხასიათის შეცვლა. ასეთ ცივ და საშიშ სურათს ”ყველაზე მყუდრო ბუდე” რაღაც ნამეტანი არ უხდებოდა. რაც შეეხება ბირთვულ ზამთარს… მგონი შორს აღარაა ის დრო, როდესაც დედამიწას დედა ეტირება და აქედანვე რომ შევემზადოთ ამისთვის, მგონი ჯობია, თორემ ჰორიზონტზე რომ სოკოს დავინახავთ, მერე გინდა ასე ვიხტუნავოთ, გინდა ისე, მაინც აღარ გვეშველება არაფერი.

საბოლოო სიტყვაში მინდა მივულოცო ჩემს თავს, ბუდეს და მკითხველს ახალი დიზაინი. მართალია ამბობენ მთავარი კონტენტიაო, მაგრამ კარგი შეფუთვაც უნდა ამ ყველაფერს…

ბირთვული ზამთარი

We all gonna die…

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

14 thoughts on “ახალი დიზაინი”

  1. კი ნამდვილად ნამეტანი ცივია.
    ისე ბლოგებზე შევამჩნიე, რომ თეთრი და მწვანე ფერის ერთობლიობა ყველაზე ცივ და რაღაცნაირ უსიამოვნო სურათებს ქმნის… არადა ყველაზე თბილი ატმოსფეროც მწვანე ფერით შეიძლება გააკეთო

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s