Ideas for life


Idea #1 – საჭიროა ყველაფრის სისტემიზირება.

აგერ უკვე რამდენი ხანია ყველაფერს Ideaმივედ-მოვედები, ათას საქმეს ერთად ვკიდებ ხელს და შუაში მისულს თავს ვანებებ. რამდენი კარგი იდეა მაქვს გაფუჭებული იმის გამო, რომ თავი ვერ მოვაბი ისე, როგორც საჭირო იყო. თუნდაც ავიღოთ მაგალითად პროექტი, რომელსაც ბევრჯერ დავუბრუნდი მორიგი ჩავარდნის შემდეგ და მაინც არ გამიკეთებია ისე, როგორც მინდოდა – ინტერნეტ შოუები. ინტერნეტ სივრცე (ქართული ამ შემთხვევაში) ამ მხრივ განიცდის იმხელა დეფიციტს, რომ ცალი ხელით გაკეთებულ შოუ ”დოგმაფილიასაც” გამოუჩნდა თავისი მაყურებელი, პროექტს რომლის სცენარიც გადაღებამდე ერთი დღით ადრე იწერებოდა, სამი კაცი აკეთებდა და აქედან ორი პახოდუ კადრში ჩანდა ( დოგმაფილიის ეპიზოდები იხილეთ აქ [ახალ ფანჯარაში გახსნა] ). ასევე ცალი ხელით გავაკეთეთ კიდევ რამოდენიმე პროექტი, რომლებმაც ცვალებადი წარმატება შეხვდათ წილად. და რა აქედან? ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ არ იყო მთავარი რამ, რაც საჭიროა წარმატებული შოუს გასაკეთებლად – იდეა, თავისი ჩამოყალიბებით, დეტალებში გათვლით და გაწერით. ამ ყველაფრის გაწერის და ჩაწერის მცდელობა გვქონდა უკვე მე და გოშას, მაგრამ ნაწერი დარჩა ნაწერად, ჯერჯერობით.

ჩემი მეორე პროექტი, რომელსაც ხელი მოვკიდე და სხვათაშორის არც თუ ისე უიმედოდ, არის ჯგუფი აგონია. ეს ჯგუფი სადღაც მარტში აღმოვაჩინე როკ კლუბში, როცა მანდ ვმუშაობდი და ვიფიქრე, რომ პატარა ხელის შევლება არ იქნებოდა ურიგო, კარგი რაღაც დადგებოდა. ყველაფერი კარგად წავიდა, კონცერტი, მეორე კონცერტი, ალბომის წერას მივყავით ხელი, მაგრამ აი დადგა დრო, როცა იდეური მართვა ჭირდება ამ ყველაფერს, შოუბიზნესის ფორმა უნდა მიეცეს. და რა ხდება? ისევ და ისევ გაფანტული და ჩამოუყალიბებელი იდეები, რომლებსაც სისტემაში მოყვანა და დროსა და ფინანსებში გაწერა ჭირდებათ. შედეგიც სახეზეა – ჯგუფი დაშლის პირასაა მისული. ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალია და ნაწილობრივ ჯგუფის წევრების, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ჩემი იდეების გროვაზე ვლაპარაკობ, რომლებიც აუცილებლად უნდა დავალაგო, სანამ რამე ცუდი მომხდარა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ კლიპი გადავიღეთ უკვე და აგერ ერთი კვირაა უქმად მიგდია ფლეშკაზე იმის გამო, რომ არ მაქვს კლიპის ზუსტი (ისევ და ისევ დაწერილი) სცენარი. რა ვუყო უსცენაროდ ახლა მე ამ კადრებს? მოკლედ ეს პროექტიც უნდა ჩაიწეროს to do ლისტში.

Idea #2დროის მენეჯმენტი

მგონი უკვე საკმაოდ ბევრი რაღაც დამიგროვდა გასაკეთებელი, თუნდაც პირველი იდეა რომ მოვიყვანო სისრულეში და ყველაფერი ჩამოვწერო, გავწერო, გადავწერო და მოკლედ რომ ვთქვათ დავალაგო, ჩნდება ახალი პრობლემა – როდის უნდა მოვასწრო ამდენი რაღაც ერთად? თითქოსდა დღე-ღამეში 24 საათი სავსებით საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, ვინაიდან და რადგან არსებობს ხალხი, რომელიც იგივე დროში 10-ჯერ მეტ რაღაცას ასწრებს. ე.ი. საქმე დროის სწორ განაწილებაში ყოფილა. და მართლაც, რომ შევხედო ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა გამოვა, რომ დროის უმეტეს ნაწილს ტყუილად ვფლანგავ და არაფერში ვიყენებ, ან ვსვამ (ზოგადად ვგულაობ), ან ნეტში დავძვრები უაზროდ, ან მუშაობის იმიტაციას ვახდენ, როგორც ახლა. უკვე რამდენი ხანია ალბომი მიდევს დასამთავრებელი და არა და არ დაადგა საშველი. არადა იმ სამიოდე დღეში, როცა ინტერნეტი მქონდა გათიშული, ერთი 6 წუთიანი ვეში დავდე. ზნაჩიტ It’s possible.

Idea #3 – პრაგმატულობა

ფულის კეთება ისეთი რაღაცაა, რაც ძალიან განსხვავდება ფულის შოვნისაგან. ფული შეიძლება იშოვო სამსახურში, მოიგო ლატარეაში ან დაგიტოვონ მემკვიდრეობით, მაგრამ ფულის გაკეთებას აუცილებლად ჭირდება ფხა და მოხერხება, უნდა იყო ცივი და გრძნობებისგან დამოუკიდებელი, ანუ ყველაფერი ის, რასაც მე ჯერ ჩემში თავი ვერ მოვუყარე და რასაც მოვუყარე, ისიც ამ პოსტის პირველი ორი პუნქტის შეუსრულებლობის გამო გავფანტე ისევ. ამ საკითხზე ძალიან აღარ დავწვრილმანდები და არ გადმოვაფრქვევ ყველაფერს, მაგრამ ერთს შევუძახებ საკუთარ თავს, რომ თუკი მოვახერხებ და პრაგმატულად მივუდგები რაღაც-რაღაც საკითხებს, კარგი ზოდის გამოდნობა შეიძლება აქედან. თუნდაც იგივე ჯგუფ აგონიასთან დაკავშირებით. მაგათთან ერთი ლაპარაკი მომიწევს, პრაგმატული და საქმიანი, ოღონდ მაშინ, როცა ამ სამივე პუნქტს შევასრულებ. დავიჯერო მაგათ არ უნდათ იმ ზოდიდან პატარა ჩამოვუჭრა?

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

20 thoughts on “Ideas for life”

  1. გამარჯობა
    ”აგონიასთან” დაკავშირებით გავაკეთებ მცირე კომენტარს, რადგან ამ პროექტში ასეთუისე მეც ვიყავი ჩართული, თან საკმაოდ აქტიურად.
    პროექტი რომ ჩავარდა ფაქტია. პირველი შეცდომა სწორედ მაშინ დაუშვით, როცა პროდიუსერ – ჯგუფის წევრები არ დაჯექით და ცივი გონებით არ განიხილეთ ჩავარდნის მიზეზები.
    გარდა ამისა, დასაწყისსშივე დაუშვი უამრავი შეცდომა. მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ:
    1. ”აგონიას” ბიჭები, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ჯიგრები არიან და ყველაფერი, ზედმეტად ახლო ურთიერთობაში შემოვიდნენ შენთან, შესაბამისად, შენ როგორც პროდიუსერმა, დაკარგე გადამწყვეტი სიტყვის მორალური უფლება. აქედან გამომდინარეობს ვოკალისტის უმიზნო და ბავშვური ჭირვეულობა ელემენტარულ საკითხებში. მშვენივრად მახსოვს, ლამის ნახევარი დღე როგორ ვარწმუნებდით არჩილას, რომ Radio Edit-ის გაკეთება აუცილებელია. იმ სიტუაციაში შენ რომ ყოფილიყავი ”პროდიუსერი ყვავა” და არა ”ჩვენი ძმა ყვავა”, სულ ადვილად მოაკეტინებდი და ნერვებსაც აღარ დავიწყვეტდით რაღაც სისულელეზე დავაში,
    2. მუშაობის დასაწყისშივე არ მოხდა სტილის განსაზღვრა. რამდენადაც მახსოვს, საუბარი ეგერევე ალბომის გაკეთებაზე წავიდა. ასეთ შემთხვევაში ჯგუფმა ზუსტად უნდა იცოდეს ჰარდკორს უკრავს, ინდასტრიალს თუ ტუპოი პანკს. საბედნიეროდ, უშუალოდ ალბომზე მუშაობის დროს, შენ მაგათ მუსიკას სწორედ აურე ალღო, დაუმატე შენი ელემენტები და ჩაიწერა გენიალური ტრეკი Crow.
    დღემდე ვისაც აგონიას ვეშები მოვასმენინე, ყველა ამბობს რომ Crow საუკეთესოა. რატომ არ მოხდა ამ დუხის შენარჩუნება? იმიტომ რომ ვოკალისტს ”სკრეჩები” და ”ჰაუსები” არ ევასება! როგორც ხედავ ისევდაისევ პირველ პრობლემასთან მივედით – შენ შენსავე დაპროდიუსერებულ ჯგუფში გადამწყვეტი სიტყვა არ გეთქმოდა
    3. გავაგრძელოთ – ცნობილი ლაივი როკ კლუბში. პირველი 20 წუთი: 100 კაცზე მეტი მაყურებელი, ადრენალინი, ენერგია, ჰედბენგინგი, მოკლედ ყველა კომპონენტი წარმატებული როკ/მეტა კონცერტისთვის. ნახევარი საათის შემდეგ: სცენაზე მობორიალე გიტარისტი, რომელიც მართლა მთელი გულით იხარკება რომ მაყურებელი აიყოლიოს, მაგრამ მაყურბეელი მთქნარებით კვდება. ამ დროს სცენაზე ადის ყვავა, მღერის ერთ ვეშსს და მაყურებელსაც თითქოს მეორე ”დიხანია” გაეხსნა – ანუ შენ ხალხს შოუ შესტავაზე. ამ ლაივის შემდეგ, ყველამ დავინახეთ რომ არჩილა როგორც ვოკალისტი არის – 0. რას აკეთებს ამ დროს პროდიუსერი? ვიცი, რომ მშვენივრად იცი ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ რატომ არ გააკეთე შენი გასაკეთებელი? პასუხი პირველ პუნქტშია მოცემული.

    ასე რომ, ოდესმე თუ კვლავ აღსდგა ”აგონია” შენი პროდიუსერობით, იმედია გაითვალისწინებ ჩემ შენიშვნებს და მუშაობა უფრო კარგად აგეწყობათ

  2. მართალი ხარ ტავარიშ მროველ სამივე პუნქტში, მაგრამ ჯერჯერობით ვფიქრობ დაწყებული ასე თუ ისე ბოლომდე მივიყვანო. ვნახოთ რას გვაჩვენებს მომავალი.

    ისე დოგმაფილიასაც ეხებოდა ჩემი გეგმები, მაგის ჩაგდება არ ივარგებს, ბოლო-ბოლო ინვესტიციაა ჩადებული შიგნით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სახით.

  3. მლებსაც სისტემაში მოყვანა და დროსა და ფინანსებში გაწერა ჭირდებათ.
    amis gaketebas ar unda didi dro just mobilizeba unda da tu mainc da mainc shemizlia erti roi sityva shemogacio tu chatvli rom gchirdeba da ginda :D

  4. ლილიან: ეგაა კაკრაზ პრობლემა… მობილიზაცია :) ფსიქოლოგიურ სიტყვებს თუ შემომაწევ, მაგას რა ჯობია :)

  5. მოკლედ, ეს პოსტი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომ უნდა დააბუქმარკო :) ერთი ორჯერ მაინც წავიკითხე, რომ გამხსენებოდა, რას ნიშნავს ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი… და ისა კიდევ, ნიჭი ერთი, მაგრამ აუცილებელი %-ია და დანარჩენი 99% შრომაო…

  6. მგონი მეც ხშირად მომიწევს ამ პოსტის გადაკითხვა, როცა შემომიტევს ხოლმე სიზარმაცის მიკრობი… და ამებნევა ისევ ტვინი :)

  7. ისე დოგმაფილიასაც ეხებოდა ჩემი გეგმები, მაგის ჩაგდება არ ივარგებს, ბოლო-ბოლო ინვესტიციაა ჩადებული შიგნით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სახით.

    დოგმაფილიას რაც შეეხება – ვაღიარებ, ამ პროექტის გაჩერების ერთერთი მთავარი მიზეზი ჩემი სიზარმაცეც იყოს, მაგრამ სიზარმაცეს აქვს თავისი ახსნა – ვთქვათ გავაკეთეთ ათი, ოცი, ჯანდაბას მთელი სეზონი, დავაგდეთ ფორუმზე, ვიღაცამ მოიწონა, ვირაცამ ჩაიცინა და უკომენტაროდ გავიდა თემიდან, ერთი-ორმა გენიოსები ხართო…. რეალურად ეს არაფერს ნიშნავს, გარდა დახარჯული დროისა და ნერვებისა. ანუ ”დოოგმაფილიით” დღევანდელ გურჯისტანულ მედია და ინტერნეტ ბაზარზე ”ფულს ვერ გააკეთებ”.
    მიუხედავად ამისა, ”დოგმაფილიის” აღდგენა მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ რეალურ ცხოვრებაში შევძლოთ პროექტის წინასწარ პუნქტობრივად გაწერა, შევეჩვიოთ გრაფიკის მიხედვით მუშაობას და ათასი სხვა წვრილმანი, რომლის გარეშეც ნიჭიერი კაცი ”ფულს ვერ გააკეთებ”

  8. ლილიან: ეგაა კაკრაზ პრობლემა… მობილიზაცია :) ფსიქოლოგიურ სიტყვებს თუ შემომაწევ, მაგას რა ჯობია :)

    rogoric ginda nena zrdili u zrdili :D
    samqiani da profesiuli :D

  9. ვთქვათ გავაკეთეთ ათი, ოცი, ჯანდაბას მთელი სეზონი, დავაგდეთ ფორუმზე, ვიღაცამ მოიწონა, ვირაცამ ჩაიცინა და უკომენტაროდ გავიდა თემიდან, ერთი-ორმა გენიოსები ხართო…. რეალურად ეს არაფერს ნიშნავს, გარდა დახარჯული დროისა და ნერვებისა.

    არამც და არამც… სრულიად არაფორუმელი ხალხისგან მაქვს მოსმენილი, იმ შოუს რომ აკეთებდით და თვალიგეზე ყრიდითო, არ აპირებთ გაგრძელებასო? ანუ მოთხოვნა არის, მთავარია მიწოდება მოხდეს და თანაც ეს მიწოდება შეიფუთოს, პიარი, რეკლამა, რამე რუმე…

    @ლილიან: შემაწიე სიტყვა…

  10. არამც და არამც… სრულიად არაფორუმელი ხალხისგან მაქვს მოსმენილი, იმ შოუს რომ აკეთებდით და თვალიგეზე ყრიდითო, არ აპირებთ გაგრძელებასო? ანუ მოთხოვნა არის, მთავარია მიწოდება მოხდეს და თანაც ეს მიწოდება შეიფუთოს, პიარი, რეკლამა, რამე რუმე…

    მერე ერთი-ორი სიტყვა არ უნდა მითხრა? :spy:

    ოკ
    გავაგრძელოთ…PR ჩემზე იყოს

  11. შენ ახლა ისეთი პერიოდი გაქვს რომ თქმას აზრი არ აქვს :)
    მთავარია პროდუქტი იყოს პოპულარული და ფულიც იქნება, რო რამე იყოს :)

  12. საღოლ კაი პოსტი იყო :)

    ახლა მაქვს ერთი პროექტი ჩაფიქრებული. მესამე დღეა ვმუშაობ.

    და არ ვაპირებ ხელის ჩაქნევას…
    მეც ეგეთი ბუნება მაქვს. 1000 რაღაცას მივედმოვედები და ბოლოს არაფერი გამომდის მაგრამ ამას მივიყვან ბოლომდე აუცილებლად. :)

  13. აი ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა მინდა მე… თორემ ისევ იმ ადგილას მივედი, სადაც ამ პოსტის დაწერის დროს ვიყავი. სამუშაომ (ყველამ) ჩაიჯვა, ისე არ მიდის როგორც უნდა მიდიოდეს, მომავალი ჯერჯერობით არ ჩანს, უფრო სწორად კი ზუსტადაც ჩანს და არ მოდის, ეს კიდევ უფრო უარესია. მანამდე კი ვზივარ ასე უაზროდ და უფულოდ…

    ყლეობა.გე

  14. ჩემო ყვავა..
    დღესდღეისობით პროექტებით ფულის შოვნა და რეალურად საქმის კეთება თუ გინდა ახლავე უნდა შეეშვა აგონიასაც, დოგმაფილიასაც და და კიდევ ასეთ საინტერესო იდეებს.. რატომ? იმიტომ რომ იდეა შეიძლება იყოს მართლაც საინტერესო.. მართლა კარგი და ახალი მაგრამ არ იყოს მასზე მოთხოვნა.
    დოგმაფილია საინტერესო პროექტია თუმცა ვთვლი რომ ამ პროექტით ფულის კეთება არის ნულის ტოლი. იმიტომ რომ ისიც არ არის (როგორც ვატყობ) გათვლილი როგორ უნდა იშოვნო ამით ფული, ვინ უნდა იყოს შენი კლიენტი, რატომ უნდა გადაიხადოს ინტერნეტ მომხმარებელმა ფული და ა.შ.

    რაც შეეხება ჯგუფ აგონიას. როგორ კარგადაც არ უნდა იმღეროს ჯგუფმა, რანაირი კარგი ალბომიც არ უნდა ჩაწეროს, თუ არ დაგეგმე მისი სარეკლამო მხარე, თუ ვინმეს ამაში ფული არ ჩაადებინე მხოლოდ როკ კლუბში ჩატარებული კონცერტებით შენც კარგად იცი რომ მაქსიმუმ ლუდის ფული იშოვო. ასეთივე შედეგების მომტანი იქნება სხვადასხვა მცირე კონცერტები.

    თუ რეალურად შეხედავ (კომერციის თვალსაზრისით) ეს ასეა.. იშვიათია საქმე რომელსაც გააკეთებ, გეყვარება, თან 1000 თავისუფალი საათი გექნება და + ფულს იშოვნი. ასეთი მგონი საერთოდ არ არსებობს. რაღაცეები ცივი გონებით უნდა გაანალიზო და ისე დაგეგმო.

    ავიღოთ თუნდაც პროექტი დვიჟოკი. (დჯ როკი) შეიძლება იდეურად ძალიან დებილი პროექტია, შესრულების დონეც დაბალია მაგრამ ფაქტია ერთი პერიოდი ეს პროექტი მუშაობდა.
    ხალხიც ფულს იხდიდა.. და სისტემატურადაც ტარდებოდა.
    რატომ? იმიტომ რომ ასე თუ ისე სწორად ჰქონდა გეზი აღებული. ქმნიდა დაბალი ხარისხის პროდუქტს, (საქართველოში არც ყოფილა ამ მხრივ მაღალ ხარისხზე მოთხოვნა, წიპა: ,,თუ ხმა არ იქნება ნორმალური რა მინდა როკ კლუბში,, და ა.შ.) ამატებდა სარეკლამო პაკეტს და პირდაპირი გაგებით ყიდიდა.. სპონსორიც ჰყავდა..

    მაგარი იდეინნი ტიპი ხარ და თითქოს სწორად არტყავ იმას რაც გინდა მაგრამ კომერციასთან ტორმუზდები. აი მაგ მხრივ გაშალე სამუშაო, პირველ რიგში ის გამოთვალე შენი პროექტით როგორ, რა სისტემით უნდა იშოვნო ფული, ვინ უნდა იყოს შენი კლიენტი, (მომხმარებელი) და მერე იფიქრე იმაზე პროექტში ვინცაა რომ ,,ჯიგარი,, მასტია და იმიტომ აკეთებ ამას.

    სამწუხაროდ არაა დღეს საქართველო იმ ეტაპზე რომ ონლაინ რეჟიმში ქართველმა მომხმარებელმა იმდენი ფული გადაიხადონ რომ ეს შენს ძირითად საქმიანობად იქცეს და სხვა არაფერზე აღარ იფიქრო.

    მეც შენნაირად ვარ.. :გივი: ამდენს ვხვდები მაგრამ შენნაირად ვიქცეოდი.. :გივი: ეხლა დავიკიდე ბევრი რამე და მხოლოდ ცივი გონება. საქმე საქმეა, ჯიგრობა და არყის ჭიქების ჭახუნი სხვა.

    :ევილ: ერთი იდეა შეიძლება ამოიქოქოს.. პირადად ამაზე.. მოვიდეს ჯერ გაზაფხული.. ზამთარში რომ გესაუბრე…

    რამდენი ვწერე.. :უსერ:

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s