ბლოგის ანაბეჭდი


anabechdiფრიად უცნაური და სასიხარულო ამბავი შემემთხვა ამ ორიოდე დღის წინ, ლაშამ დამირეკა. თავად ამ ფაქტში უცნაური არაფერია, მაგრამ უცნაური იყო ის, რაც ლაშამ მითხრა – ”ანაბეჭდში” დარეკე ბიჯო, ჰონორარი უნდა მოგცენო. რა ჰონორარი, რის ჰონორარი…

…მერე გამახსენდა, საკმაოდ დიდი ხნის წინ გავუგზავნე ანაბეჭდში ”მე ომში” და ვინაიდან და რადგან პასუხი ერთსიტყვიანი და საკმაოდ არადამაიმედებელი იყო – ”განვიხილავთ”, ამიტომ ეს ფაქტი დავიწყებას მივეცი. აღმოჩნდა, რომ ტყუილად, დაუბეჭდიათ მაინც, შემოდგომის ნომერშია, პრინციპში გასაგებია რატომაც, ნომერს ეგრევე ქვია ”ომის ანაბეჭდი”, შესაბამისად ომის გარშემო ტრიალებდნენ და…

ასეა თუ ისე, რამოდენიმე მწვანე ჩამახუტეს, ჟურნალი ჩამიტენეს ხელში, მხარზე ხელი მომითათუნეს და გამომიშვეს. ფრიად სასიამოვნოა. ეს მეორე ბლოგური ნაწერია ჩემი, რომელიც იბეჭდება (პირველი – ”რეზერვისტის დღიურები” ჟურნალ ფლეიბოიში, ნომერი 4). იმედია კიდევ სადმე რამეს მიიღებენ. ესეც ბლოგით ნაშოვნი ფულები :)

პიესი: ამ ყველაფრის ნახვა შეიძლება ჟურნალ ”ანაბეჭდის” შემოდგომის ნომერში, 64-ე გვერდზე. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ სტილი დაცულია, არც გინებებია ამოღებული და არც ჟარგონები. ძირს ცენზურა!

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

6 thoughts on “ბლოგის ანაბეჭდი”

  1. ცეცხლს დაგალევინებ და ნავთს დაგაყოლებინებ ზედ კიდო მე შენ :D
    აღარაა ფული, ფაფუ :-)))))

    ჩათვალე რომ იმ ღვინით მაღარიჩჳ ვიკისრე :)

  2. wow, რა კარგია მოულოდნელად რომ გაგახარებენ :D ისე, წერე ხოლმე არა მარტო ცინიკური პოსტები და მაიმუნობები, არამედ ისეთები…შენ რომ იცი, ღრმააზროვანი :D :D :D მართლა მიყვარს, შენი ნაწერების კითხვა :2kiss:

  3. ვაბშემც :)
    ცინიკური ნოტები საკმაოდ იგრძნობა ორივე ნაწარმოებში, ასე რომ ცინიზმი კაკრაც კარგია, ოღონდ ზომიერი და რაღაცნაირი ცინიზმი, ძალიან იშვიათად რომ მეწვევა ხოლმე გამონათება, ისეთი…

    მაგიტომაც ვარ ტრაკში, ის მაკლია რა.. აი ის, რა ქვია არ ვიცი… რაღაც…

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s