Social Ants


ants

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა შორიდან ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალობის პირველ ხაზზე წამოწევით და გუნდური პრინციპის უგულებელყოფით გააკეთონ რაიმე საერთო საქმე. დააკვირდით, ძალიან სასაცილოა :))

დღეს შევესწარი ერთ ასეთ მომენტს. რაღაც საქმეზე ვიყავი მაღაზია ”ტიტანში”, მაღაზიაში რომ შევდიოდი, გარეთა კარებთან რაღაც უცნაური რკინის მახინას ავუარე გვერდი, რომელსაც ერთი ხუთიოდე კაცი იყო შემოსეული და დაფიქრებული სახეებით ყაყანებდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია, მოვრჩი საქმეს და ქუჩის გადაღმა სკამზე ჩამოვჯექი. მოგეხსენებათ ალბათ, ტიტანი ალექსანდროვის ბაღთან არის, ამიტომაც ამ ბაღის ყველაზე განაპირა სკამი პირდაპირ მაღაზიის კართან შეკრებილ მოყაყანეების წინ აღმოჩნდა. აქედან უკვე მომეცა საშუალება დავკვირვებოდი იმას, რაც იქ ხდებოდა.

ეტყობა მაღაზიაში ახალი ტავარი მიიღეს, რაღაც უცნაური ფორმის რკინის კონსტრუქციები, სავარაუდოდ ან სცენის განათების ჩასამაგრებლად, ან თვითონ სცენის. კონსქტრუქციები ალბათ საკმაოდ ძვირი ღირდა, იმიტომ რომ საოცრად დაკეცილ და პორტატულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ რაც უფრო პატარად იკეცება ესა თუ ის ნივთი, მით უფრო ძვირი ღირს მის არადაკეცვად თანამოძმეებს შორის. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ეს სადგარები ძალიან ძვირიანები იყო, შესაბამისად შედგებოდა ბევრი დეტალისგან, რომლებსაც თავ-თავის ადგილზე მიმაგრება ჭირდებოდა. როგორც ჭიანჭველები შეესევიან ხოლმე პურის ნამცეცს და სხვადასხვა მხარეს ქაჩავენ, დაახლოებით მასე იყვნენ ესენიც მისეული ამ უცნაურ აპარატზე და რაც მე ვუყურებდი, ნახევარ საათზე ცოტა მეტ ხანში დაახლოებით სამი სხვადასხვანაირი კომბინაცია მოსინჯეს აწყობისა, თან ყოველი მათგანი ცდილობდა დაემტკიცებინა (რაღა თქმა უნდა ძალიან ხმამაღლა), რომ მისი ვერსია იყო ყველაზე კარგი და ასე უნდა გაეკეთებინათ. საბოლოოდ, არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ააწყვეს სამაგრი, გახარებულებმა რამდენიმე საცდელი აწევ-დაწევა განახორციელეს (ეტყობა სამაგრი-ამწეკრანი იყო) და მერე ბედნიერი სახეებით დაიშალნენ.

არადა გაცილებით მარტივი იქნებოდა ერთ-ერთს გაეჩითა ინსტრუქცია და იმის მიხედვით გაეკეთებინათ ყველაფერი. მაგრამ ეს არ ზის ჩვენ ხასიათში, ყველას უნდა ლიდერობა და თან მიაჩნია, რომ ეს შეუძლია. მაგიტომაც ვართ ტრაკში.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

24 thoughts on “Social Ants”

  1. ძირითადად სანამ არ დგება ახალი ნივთის მოშლის საფრთხე ინსტრუქციას არ იყნებენ :) ”მე ხომ ვიცი”, ”მოიცა რა უნდა” სტანდარტული ფრაზები ამ დროს. :)

  2. ლოლ ხო მოვლენა გლეჯს.

    ტექნიკას/ინსტრუქციას რაც შეეხება, მაგრად ვკაიფობ:

    “აუ, დოდ, შენ კარგად ერკვევი ტექნიკაში, ეს როგორ კეთდება?”

    ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ე ბ ს, ტუტორიალებს და ათასშვიდას რაღაცას ვკითხულობ ბლინ, არავინ არაფერში არ ერკვევა… გაარყიე თავი და შენც გაერკვევი!

    ბრრრ.

  3. ვააჰ შენ სუ გასწერვდი და გაინტრიგანდი ამ ბოლო დროს :))

    ბჯო არადა პოსტის დასაწყისს, ანუ შესავალს მაგ სიტუაციასთან საერთოდ კავშირი არააქვს .. თუმცა შეილება აქვს კიდეც … რავი .. კაროჩე მაგრად მკიდია ვინ სად რას წამოწევს, მე ვიცი ის რაც ვიცი, და სხვამ ის იცოდეს რაც ხვამ იცის … სხვის ფანჯრებში არ ვიყურები ..

  4. კაკრაზ…
    თამაშია ერთი, ACE ონლაინ, მასივ ონლაინ ფლაით სიმულატორია, ხოდა თამაშს რომ იწყებ, ერთი ათნაირად გეხვეწება სისტემა, მოდი ტუტორიალს გაგატარებ, თორემ ისე ძალიან რთული მოგეჩვენება თამაში და ტეხავსო. ნუ გადიხარ მერე ამ ტუტორიალს და ყველაფერი გესმის, თან მანდ პაჩწი ყველა კნოპკა რაღაცის შორთქათია…

    ჰოდა პოლსკის დავაწყებინე მაგის თამაში (მოვწამლე) თან გავაფრთხილე, უტუტორიალოდ არ ითამაშოთქო. ოდა დღეს მწერს ემესენში – ”ყვავ, ბენზინი და ტყვიები სად დავითრიო? ან ვაბშე ფრენა როგორ უნდა?”

    ბრრრ…

  5. @კექსი: შენ რავა ყველაფერში სწერვობას და ინტრიგნობას ხედავ ბლიად, დაბერდი თუ კლიმაქსი დაგეწყო?

  6. ჰო, დამავიწყდა დამეწერა კიდევ – ჭიანჭველები ძალიან შეთამაშებული, ორგანიზებული სასტავია :დ მათამდე დიდხანს ვერ მივალთ :დ

  7. ისე ხშირად მეც მეზარება ინსტრუქიცების კითხვა :D მაგრამ ბოლო დროს რამდენიმე შემთხვევის მერე დავრწმუნდი, რომ საჭიროა :D

  8. ბიჯო და იქნებ საერთოდ არ მოყვა ინსტრუქცია?
    ან მოყვა და ისეთ ენაზე იყო რომელიც არცერთს არ ესმოდა?

  9. ეგეთ რაღაცეებს მოყვება ხოლმე ინსტრუქცია :)
    და რომც არ მოყოლოდა, 10 კაცში ათივე პრარაბი გაგონილა კაცო?

  10. კაცო
    ათ კაცში ათი პრარაბი ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სულ ადვილი შესაძლებელია მოწყობილობის ინსტრუქცია ვთქვათ გერმანულ ენაზე ყოფილიყო და ათ კაცში ათივე გერმანულის უცოდინარი ყოფილიყო :))

  11. რა არი ბიჯო წარმოუდგენელი, არ გამაგიჟო…
    ყველა ჩვენგანში ზის პატარა პრარაბი ( :D ), თუნდაც ის მეტყველებს ამაზე, აი ფენომენალური მოვლენა რომაა, ”მუშების თავზე დადგომა”, ანუ წიპა ერთი მუშა რომ კედელს ლესავს და სამი კაცი უყურებს და ხელმძღვანელობს )))

  12. @BigCrow, კარგი პოსტია. გეთანხმები.
    ახლა გეტყვი ჩემი გამოცდილებიდან როგორ ხდებოდა ხოლმე იესემში სადაც სასწავლო პროცესის 80% გუნდურ პრინციპზეა აგებული.
    გუნდებში იყო ან 3 ლიდერი და ერთმანეთს ჭამდნენ ან ყველას ფეხებზე ეკიდა საქმე.
    მაგრამ არსებობს ე.წ. ”რუხი კარდინალიც”, რომელიც თავისთვის კუთხეში ზის და ისე მართავს სიტუაციას, რომ სამივე ლიდერს ჰგონია, რომ ეს საქმე თვითონ გააკეთა ან მისმა იდეამ გაიმარჯვა ;)

    @dodka, აუ, როგორ მაინტერესებს, ჭიანჭველებს ინდივიდუალურობის შეგრძნება თუ აქვთ :D

  13. ე თვითფრინავის მართვას რა უნდა. throttle მარჯვნივ არი. ფრინდები 100%-ზე. რო აფრინდები გადადიხარ 80% (საწვავი რო დაზოგო). მთავარია არ დაგავიწყდეს ბორბელბის შეკეცვა და ზაკრილკების აკეცვა. ნუ სროლის კნოპკები შტურვალზეა რა.

    ეგ რაც შეეხება ფრენას.

    კიდე არი ეგეთი ხალხი რომლებმაც ის ენაც იციან რომელზეც ინსტრუქციაში წერია და კითხვაც ეხერხებათ მაგრამ მოკალი და ვერ იგებენ ინსტრუქცია რას ეუბნება. გინდ შავით თეთრზე ეწეროს და გინდ თეთრით შავზე.

    კიდე არი ისეთი მომემნტი რო აი ინსტრუქციის გარეშე რო გაუგებ როგორ უნდა გამოიყენო ხო შენ უფრო მაგარი როჟა ხარ ვიდრე ის კუტუ ინსტრუქციას რო კითხულობდა ორი დღე : )

  14. ყვო, ჩამაბლოგროლე კიარადა რეიჩერის უბის წიგნაკი გადააკეთ ჯასთ რეიჩერის ბლოგად.. და მისამართში ჩაუწერე ეს მისამართი.. :) რომელიც ჩემს ნიკზე მაუსის მიტანისას გამოჩნდება შენი საყვარელი ბრაუზერის ქვედა მარცხენა კუთხეში.. :)

  15. იმიტომ, რომ ეგრეა საჭირო…

    მე შენსას ჩავამატებ და ვითანამშრომლებთ :გივი:
    ხო საჭიროა? საჭიროა!

    :ალკ:

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: bigcrow კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s