რა მიყვარს მე?!


კითხვა რთულია და დაფიქრებას საჭიროებს, მაგრამ ერთი ცხადია, არ მიყვარს თოვლი, თბილისში რომ იცის ხოლმე ტალახიანი თოვლი, ეგეთი. ზუსტად ეგეთი თოვლი იყო გუშინ, შესაბამისად გუშინდელი დღე სულაც არ იყო ჩემი საყვარელი დღეების სიიდან. არასაყვარელ დღეს კი ყველაზე კარგია სახლში ჯდომა, თბილად და ბედნიერად, კონიაკიანი ჩაის წრუპვა და ბოდლერის შემოქმედებაზე ფიქრი, ცხადია პეროს დახმარებით.

მიუხედავად გარემოებათა ასეთი ცხადი დამთხვევისა, რომელიც მომიწოდებდა დავრჩენილიყავი სახლში და დავკავებულიყავი ზემოთხსენებული საქმიანობით, ჩავიცვი ჩემი ყველაზე თბილი ტანსაცმელი, ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და სადარბაზოდან გამოვედი. მიზეზი და მიზანი ფრიად დიადი და ამაღლებული მქონდა – კლიპის პრეზენტაციაზე მივდიოდი. ამიტომაც არ შევიმჩნიე არც ის, რომ არც თუ ისე თბილი ქარი ისედაც საზიზღარ ფიფქებს დიდი მონდომებით მაყრიდა სახეში და კისერში და მეტროში ჩავყვინთე.

კლიპის პრეზენტაცია დაგეგმილი იყო კინო ”რუსთაველში” და ჩვენც, ალბათ ქართული პუნქტუალობის გათვალისწინებით, 4-ის ნახევარზე დაგვიბარეს. შესაბამისად მეც ზუსტად 10 წუთი რომ აკლდა ოთხს, ქუდზე და მხრებზე საკმაოდ დადებული თოვლი ჩამოვიბერტყე და ფოიეში ამაყად შევაბიჯე. ფოიე სავსე იყო ცნობილი, ნაკლებადცნობილი და ჯერ კიდევ უცნობი სახეებით, რომლებიც ამაყად და საკუთარი ღირსების შეგრძნებით დააბიჯებდნენ აქეთ-იქეთ. აქვე გავიგე რაშიც იყო საქმე – სტუდია ”კრეატივს” (ხო, ხო, ”ჩვენი ოფისი” რომ გადაიღეს, მაგათ) რაღაც ფილმის გადაღება დაუწყია, ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” სათაურით და მაგის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით გაურკვეველ დროს. მიუხედავად ასეთი ჩახლართული სათაურისა, მაინც ვიფიქრე, რომ დალოდება ღირდა. სანამ ფრიად პატივცემული საზოგადოება შეიკრიბებოდა, დიდი დრო გავიდა და მეც მოვასწარი ჩვენი ასეთი დიდის ამბით მოწვევის მიზეზის გაგება. არ ვიცი რომელ, მაგრამ ფაქტია რომ რომელიღაცა კრეატივშიკს გაუჩნდა ასეთი ნოვატორული იდეა – რატომაც არ მოვიწვიოთ ბლოგერები, როგორც მედიის წარმომადგენლები და არ გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი წინ-ო? (საითაა ეგ წინ, ჯერ არ ვიცით). სავარაუდოდ ეს იდეა თუ არა, ამ იდეის ჩაწვეთება მაინც როკოს უნდა მივაწეროთ, მაგას აწუხებს მსგავსი აზრები :)

ასე იყო თუ ისე, სადღაც 5-ის ნახევრისთვის, როდესაც სელებრითების რაოდენობამ კრიტიკულ მასას მიაღწია, როგორც იქნა დასრულდა ჩვენი მოლოდინის რეჟიმი და გავემართეთ დარბაზისკენ. მართალი რომ ვთქვა, კლიპის პრეზენტაციაზე არასოდეს ვყოფილვარ და ვერც წარმომედგინა, როგორი უნდა ყოფილიყო, ნუ დავუშვათ 5 წუთიანი კლიპია, რა პრეზენტაცია უნდა, ჩართავ, გაუშვებ და მორჩა ამით ყველაფერი, წადით ბაღნებო სახლში… თურმე სადა ბანაობ. ჯერ, სანამ დავსხედით და გავნაწილდით პატარა დარბაზში, მიშა მშვილდაძე (აი მსუქანი რომაა… ნუ მსუქანი რა, მოსული) საეჭვოდ ტრიალებდა სცენის ახლოს და ასევე საეჭვოდ იღიმებოდა. აღმოჩნდა რომ მას საკმაოდ დიდი ტექსტი ქონდა მომზადებული. მოგვიყვა რას ეხებოდა ეს კლიპი, საერთოდ რისი კლიპი იყო, წარმოგვიდგინა კომპოზიტორი, კლიპის რეჟისორი, ერთი ათიოდე კაცი ჩამოგვითვალა მერე, რომლებზეც სათითაოდ ვატყაპუნეთ ტაშები და ბოლოს ალავერდით გადავიდა ქვინთან, იმის ვოკალისტთან… აღარ მახსოვს რომელი ჯგუფის, მოკლედ ”ჩვენ ერთი გუნდივართ”-თან, რომელმაც გაბრაზებული მევალის სახით აგვიხსნა, რას ნიშნავს კლიპზე და სიმღერაზე მუშაობა. კიდევ რამოდენიმე ალავერდის შემდეგ ჩაქვრა შუქი და წავიდა კლიპი.

ჰმ, ნუ რა ვთქვა კლიპზე. კლიპია რა, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ამერიკული კოლეჯ-პანკ ჯგუფის კლიპი და რაც მთავარია ფორმულა, რომელიც ძალიან არ მომწონს და რომელიც ასე დამახასიათებელია პაპსა კლიპებისთვის – დროის მესამედზე მეტი კადრებში მხოლოდ ვოკალისტი ჩანს. ნუ პაპსაა და მორჩა. სიმღერას არაუშავდა, გიტარის ხერხვის ხმაც ისმოდა, მაგრამ ძალიან მორიდებულად და ჩუმად, ეტყობა აქაც შეეშინდათ, რომ არაპაპსა არ გამოსვლოდათ. ასე იყო თუ ისე, მოსმენა შეიძლებოდა, რასაც ვერ ვიტყვი მეორე სიმღერაზე, პაპარაცის ვოკალისტი რომ მღეროდა და ნიაზ_დიასამიძის დაწერილი რომ ყოფილა. გული ამიჩუყდა, თვალზე ცრემლი მომადგა და ყურებიდან გულიკები ამომიტივტივდა ამ სიმღერას რომ ვუსმენდი, მუხლზე დადებული ხელიც მიმეწეპა ზედ, იმდენად ტკბილი და გაწეპილი ჰანგები იფრქვეოდა დინამიკებიდან. საბედნიეროდ ეს ყველაფერი მალევე დამთავრდა და სანამ შუქის ანთებას და ”დაიშალეთ აბა ხალხო”-ს თქმას მოასწრებდნენ, კიდევ ერთხელ გაუშვეს პირველი კლიპი. ნიჩავო, მართალია მორიდებული, მაგრამ მაინც როკია, მოისმინება ანუ. პრეზენტაცია ამით დამთავრდა და ჩვენც გამოვიშალეთ გარეთ.

ფილმის სათაურმა ჩამაფიქრა ისე – ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”. რას შეიძლება ნიშნავდეს? საიდან იციან ამ ფილმის რეჟისორებმა რა მიყვარს მე ყველაზე ძალიან? იქნებ მე ქერა ქალები მევასება, რომლებიც ერთმანეთს ტიტველ ტანებზე შოკოლადს უსვამენ და მერე ლოკავენ, იქნება ნეტა ეგ კადრი ფილმში? თუ იქნება, მაშინ ჰო, თუ არა და მოვითხოვ ჩემი მორალური ტრავმის ანაზღაურებას, ვინაიდან და რადგან გამოვა, რომ მატყუებენ. ასეა თუ ისე, ვნახოთ რა იქნება, 25 დეკემბერსაა პრემიერა, სავარაუდოდ კინო რუსთაველშივე და თუ არ დაიქცა მაგ დრომდე ქვეყანა და არ წაგვლეკა თოვლმა, მივალ მანდაც და შეგატყობინებთ იყო თუ არა ტიტველი, ქერა და შოკოლადიანი ქალები.

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

11 thoughts on “რა მიყვარს მე?!”

  1. ვახ, ძლივს ნორმალურად დაიწერა რა.
    ჯერ ეგ სტუდიაა რა სერიებს იღებს და მათი გადაღებული ფილმი რა უნდა იყოს ?? :D :D

  2. @ Pink Panthere

    ნწ ნწ ნწ : ) ყველაზე ნორმალურად ეგ სტუდია მუშაობს მგონი : ) ნუ გადადიხართ ხოლმე კრიტიკაზე კაცო. კეთდება- ცუდია, არ კეთდება- მაინც ცუდია. რაღა ქნან :უსერ:

  3. LadyCrow მაშინ წარმომიდგენია სხვეი როგორ მუშაობენ , ეგენი თუ საუკეთესოები არიან :

    კაცო, მე კეთებას კი არ ვაკრიტიკებ არამედ როგორ კეთებას :D :D
    Tan miyvars es kritika da ra vqna ? :D

  4. ბლიად, არ გადამაყოლეს ეს ორი დღეა ზედ?
    კრიტიკა თუ გინდათ ესაა და თუ არ გინდათ, რას მეძახდით მაშინ?

    ბიჯოს )

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Pink Panthere კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s