Lookaround


გამარჯობა ჩემო მიტოვებულო მკითხველო. გაინტერესებს ალბათ სად დავიკარგე. მეც არ ვიცი, სიზარმაცემ შთანთქა ჩემი ზრახვები, დამეწერა რამე და შეგხმიანებოდი. პრინციპში მარტო სიზარმაცემ არა, ჯერ ერთი არც არაფერი მქონდა სათქმელი, მნიშვნელოვანი და ისეთი განსაკუთრებული, რომ აღნიშვნის ღირსი ყოფილიყო არაფერი მომხდარა და თან რამოდენიმე დღის განმავლობაში სიკვდილს ვებრძოდი. ნუ მთლად მასეც არა, მაგრამ საწოლში ვეგდე სიცხიანი…

ასეა თუ ისე, მაინც ხდება რაღაც, ერთ ადგილზე ტკეპნა რომ არ გამოვიდეს მთელი ცხოვრება (რაც ყველაზე მეტად მეზიზღება), ვცდილობ მუშაობის ილუზია მაინც შევქმნა. ნუ ცხადია, რომ სტაბილური და გალსტუკიანი სამუშაო არ მაქვს (რატომაა მამენტ ცხადი, მაგრამ ფაქტი მაინც ხომ არის :mrgreen: ), მაგრამ, როგორც ლავმენა იტყოდა ”ვჩალიჩობ”. ამ ჩალიჩში შედის იმის მცდელობაც, რომ ქრაუ პიქჩერზი რამეს დავამგვანო და შემოქმედებითად მაინც ვქნა რამე. ჯერჯერობით ის პლიუსია, რომ ვიდეო ბლოგი გავაკეთე და ნიადაგი მოვამზადე იმისთვის, რომ შედევრები გადავიღო. ერთი კამერაც რომ მქონდეს Под руки საერთოდ კანფეტივით ამეწყობოდა ყველაფერი. ვიდეო ბლოგის პრეზენტაციით შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ზემოთმოცემულ ლინკებზე, ასევე აქვეც:

ჩემი ტატუს აპარატი ჯერჯერობით მუშაობს, თუმცა კარგი საღებავი არ მაქვს და ლეღვური რაღაცეები გამომდის ჯერჯერობით. კარგ საღებავში ვგულისხმობ ისეთს, რომლის ფაქტურაც იძლევა საშუალებას ნახატის უპრობლემოდ გაკეთებისა. სადმე უნდა ვიშოვო რა… გარდა ამისა კიდევ მაქვს გეგმები, დაკავშირებული მომავალთან, ვნახოთ რა გამოვა, ჩემზეც არის დამოკიდებული და ცხადია, ზოგად გარემოებებზეც. ასეა თუ ისე, მაინც ფაქტია, რომ Завтра будет лучше…

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

4 thoughts on “Lookaround”

  1. ერთი ძალიან კარგი მულტსერიალი იდებოდა ადრე მულტ.რუ-ზე (Масяня სადაურიცაა), ”6,5” ერქვა, ანუ ექვსნახევარი. რაღაცნაირი ოპტიმისტური სერიალი იყო, თინეიჯერების ცხოვრებას და მათ რაღაცეებს აღწერდა, ჰოდა მანდ ყველა სერია მთავრდებოდა ფრაზით ”Завтра будет… лучше…”

    ვოტ ტაკ ვოტ )

  2. რა იცი ხოლმე მართლა ეს ბლოგის მიტოვებები და სლეობები
    ანერვიულებ ამდენ ხალხს

    ხო, შემართება მომწონს და იმედი მაქვს რომ მალე განახორციელებ ყველაფერს
    თუ რამეში დაგწირდები, გვვერდით მიგულე (ტუ, რა ტქმა უნდა, ფულს არ მტხოვ :გივი: )

  3. როცა მუზა არ მაქვს, არ ვწერ ხოლმე…
    რეალითი ნაწერები არ მიყვარს :)

    მაგრამ ახლა ახალი ის იმასვქენი, ვიდეო ბლოგს ჩავამატებ :) პოდკასტი ერთგვარი :)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s