იძულებითი დიეტა


ეს პოსტი ეძღვნება ყველა მსუქან ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა სიმსუქნე ფიზიკურია თუ ფსიქოლოგიური, მთავარია ამან დიეტა დაგვაწყებინოს. ო, როგორ მესმის მე თქვენი და ამავე დროს როგორ არ მესმის ის, თუ რატომ არ ეშვებით ამ ყველაფერს. ბოლო სამი დღეა ნორმალურად ლუკმა არ ჩამსვლია პირში და ახლა, რამდენიმე წამით რომ წარმოვიდგინე, რომ ასე უნდა გაგრძელდეს ორი კვირა, ძალაუნებურად დავიკელი 7 კილო, მარტო ამის გაფიქრებაზე. ასე რომ, ჩემო საყვარელო მსუქანო ხალხო, ან ვისაც გგონიათ, რომ მსუქნები ხართ, მოეშვით დიეტას, ჭამეთ ადამიანურად და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი იხილეთ ვიდეო ამ თემაზე:

link: http://vimeo.com/3387631

პ.ს. მგონი ვერ აქვს ვიმეოს ყველაფერი კარგად, 1:33-იან ვიდეოს 44 წამში უკრავს. ვნახოთ, თუ არ გამოსწორდა… იქნება ასე :) ან რამეს მოვიფიქრებ.

Update: ვიდეო თავიდან ავქაჩე, ახალ კოდეკში გადაყვანილი, გაპრიალებული და ხელის გულზე ნატარები. თუკი ესეც ისევე მახინჯურად გადაკონვერტდა, როგორც მისი წინამორბედი, სადაც ვიდეო ორმაგი სისწრაფით მიდიოდა და ხმა ჩვეულებრივად, როგორც აზერები იტყვიან (აზერული აქცენტით ანუ) ”და ჩორთ ს ნიმ, სმათრიცე თაქ” ანუ უყურეთ ისეთს, როგორიც არის. მე მეტის ნერვები არ მაქვს და საერთოდ, არ მაქვს მე ნერვები, ადვილად ფეთქებადი ვარ და მიფრთხილდით. ეს ბოლო გაფრთხილება არ ვიცი ვისთვისაა, მაგრამ არც ბენზინის კასრზე დაწერილ გაფრთხილებას ”ცეცხლსაშიშია” გააჩნია კონკრეტული ადრესატი, ზოგადად წერია. ასე რომ დატკბით ჩემი საცოდაობით და მომბაძეთ დიეტაში. ის ხომ ყველას ასე ჭირდება.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

17 thoughts on “იძულებითი დიეტა”

  1. ნუ რა არის ეხლა ეს 44 წამი :უსერ: მოიფიქრე რამე :დ

    აუ გახდი შენ მართლა..მეტი რომ გახდე გაქრები :დ

    ისე რაღაცნაირად მგონია, რომ გაგივლის თავისით .. ხომ თქვი შენც, იმის ბრალია ძალიან რომ იწვალე კბილის ამოღებისას და იევიც : )

  2. ხოოოდა ვნახე ახლა ადამიანური ვარიანტი
    ძალიან მეცოდები
    ვიუთხრატ არა დიეტას
    და დავამარცხოტ შიმშილი
    და ისადა ექიმი რომ გიქნავს მოგვიყევი მერე, განვიცდით ჩვენ )))

  3. Проспал дохтура (

    მარცხენა მხარეს ზემოდან მესამე ვიდჯეტი ნახეთ აბა, სატესტო პოდკასტი ჩავსვი და როგორია :) შოუიზმს უნდა მივაწვე :)

  4. ki mara shen tu pirs ver ageb, cxvirit xo ar bazrob?

    ise erti istoria unda mogiyve am sheni ideis mxardasacherad.

    me da shenma diadma 20metaurma ertxel caviyvanet erti kai, lamazi da umshvenieresi gogo saseirnod. gogo lamazi ki iko da mis figuris danaxvaze kaci piqrobs ratom ar aris mxatvari. gogos problema is iko rom dgis ganmavlobashi xachos garda arapers ar chamda. rat undoda tvit simshvenierebas dieta, dgemda gaugebari rcheba sheni tanamebrzoltatvis.

    xo da caviyvanet machaxelashi, acharulebi, fried kartopili da kide ragaceebi iko, ai bevr kancirogenebs da cxims ro sheicavs, eseti ragaceebi sheukvetet. mokled gogos ver vascrebdit, ise chamda. da rac mtavaria, gogos zaaaan kmayopili tvalebi qonda. monatrebuli qonda sachmeli.

    rashia sachiro es dieta, ar vici. amisdedavatire, chame da iyavi bednieri… iseti rogoric yvava iyo….

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s