გამარჯობა, მეგობრებო. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი პროექტი, რომელიც ახალია როგორც ჩემთვის, ასევე ვგონებ ქართული ვებ სივრცისთვისაც. ეს არის პოდკასტ რადიო, სოციალური ჰორორის სტილში – ”ბირთვული რადიო”. მისი ფორმატი საკმაოდ მარტივი და ყველასათვის გასაგებია, კვირის განმავლობაში თქვენ ირჩევთ თემას, ჩვენი გარშემომყოფი და გარემომცველი სინამდვილიდან, ყველაზე მარაზმული და საშინელი თემისგან კი კვირის ბოლოს ვაკეთებ(თ) გადაცემას, რომელიც დაიდება აქ და ჩემს ახალგახსნილ პოდკასტზე.
ორიოდე სიტყვა მასზე. პოდკასტის ცნება ჩვენთან საკმაოდ იდუმალი და ბურუსით მოცულია ჯერჯერობით, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით არაფერი რთული და ორიგინალური მასში არაა, ეს არის ინტერნეტ სტრიმინგი, რეალური რადიოსგან განსხვავებით ის არ არის ლაივი და ატარებს პერიოდულ ხასიათს და მისი გამოწერა შესაძლებელია RSS გამოწერების საშუალებით, რაც თავისებურ ხასიათს აძლევს ამ ყველაფერს, არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც ამ გამოწერებით ავტომატურად ქაჩავს ახალ ეპიზოდებს და თქვენ გეძლევათ საშუალება დატკბეთ ამ ყველაფრით. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა iTunes-ი. ასევე პოდკასტის მოსმენა შეიძლება RSS რიდერითაც, როგორიცაა მაგალითად Google Reader-ი და რეალურ დროშიც, თავად კასტის საიტზე.
”ბირთვული რადიოს” (ასე დავარქვი პროექტს, საერთო კონცეფციიდან გამომდინარე) გვერდის ნახვა შეგიძლიათ როგორც ცალკე – http://bigcrow.mypodcast.com , ასევე აქ, RSS გამოწერის სახით, რომელიც მარჯვენა მხარეს მოთავსებულ ვიდჯეტებში ასე ლამაზად და კარგად ჩანს. აქვე მოვიყვან მის გამოსაწერ ლინკს, რათა შეძლოთ განახლებების ავტომატურად მიღება: https://bigcrow.wordpress.com/rss.xml . თავად რადიოს გვერდზე კი არის მრავალნაირი გამოწერის ღილაკი, რომლითაც ავტომატურად მიიღებთ ამ სიამოვნებას.
რაც შეეხება პირველ გადაცემას, ის გაკეთდება და დაიდება ASAP (as soon as possible), ანუ როგორც კი დაიყრება იდეები პირველი თემისა. შემდეგ კი, როგორც ვვარაუდობ და საკმაოდ ოპტიმისტურადაც, კვირაში თითო გადაცემა. ასე რომ მოდით, ჩართეთ ტვინები და მოიფიქრეთ, რა თემაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ – მსჯელობა არ იქნება ტრადიციული რადიოფორმატით, ბანტიანი სახეებით სტუდიაში და კეთილი მუსიკებით. პირველი გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ საიტზე – http://bigcrow.mypodcast.com/2009/02/Nuclear_Radio_Intro-187529.html , გამოწერის შემთხვევაში რიდერში და რაღა თქმა უნდა აქაც:
ე.ი გვენძრევა და მარტო ბირთვული რადიო გადაგვარჩენს???
ღმერთო დიდებულო…….
მაგარი ხარ, ყვავო! ასე გააგრძელე, ყველა პოდკასტს მოვუსმენ. :)
ისე მართლა, რა თემებზე უნდა ისაუბროთ? ნებისმიერზე?
ბაზარი არაა, აგერ იდეა: ქართული ინტერნეტი და რატომ არის ის ცარიელი.
ყვავას ბუდე… დაგამატე ბლოგროლში :P
ფონად რაღაც ასეტი მინდაო და ხმაც ეგეთი მექნებაო რომ თქვი, მეგონა კაიფობდი )))
ხოოოდა ყველაფერი კარგადაა ესეიგი
შემდეგი პოდკასტის თემა იყოს ისარაქვიადა ეკონომიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არ არის, იმიტომ რომ ბოლო 20 წელი ისედაც კრიზისია და აღარ გვეტყობა :გივი:
yvelaferi eg gasagebia mara me mainteresebs mag players rogor amagreb pirdapir plug ini gaqvs damatebuli tu htmlit deb?
ძალიან მარტივად :)
[audio მისამართი]
:)
ხო, ფრიად ისეთი თემებია… არამარაზმული :) მეტი მარაზმი დამანახეთ :)
bigcrow
გაიხარე მადლობა საჭირო ინფორმაციისთვის ჯიგარიხარ;)
1. qalishviloba.
2. bozebi
3. spermis donoris instituti sqartveloshi da fuchad dagvrili uamravi bavshvi. shedegad 3 milioni populacia.
რა მტკივნეული თემებია :)
ise kide, shevedi mand, podkastze, subscribe-s mived da mivuTiTe Itunes, mara chemi fexebi ar chaagdo podkastebis siashi da rashia saqme?
არ ვიცი გენცვალე, არ ვიცი… რაღაცაშია საქმე?
:D
mec eg vifiqre!
სად არის პირველი გადაცემა?
პირველი გადაცემის თემას მშვენიერი იქნება “ვარიაციები თემაზე – თბილა და ბნელა”
შემდეგი გადაცემა კი არა შუალედში რაღაც მინდა დავდო და ვერ ვდებ ორი დღეა, რაღაც მოუვიდა მაიპოდკასტს :(
ჰმ, მოვუსმინე რეკლამას და ასე მეგონა რომ დღე–დღეზე გაათავებდი :D
კაროჩე დაიდოს თემა და გადაცემები!
ყვავა ქართული ინტერნეტ სივრცის შავი რაინდი!