Cosmic Suicide


Soundtrack: Juno reactor – solaris [პილლედ პოსტ]

ჰაერში ვტივტივებ შავ ფონზე, რომელიც ვიღაცას ნემსით დაუხვრეტია და ახლა სინათლე შემოდის საიდანღაც, თეთრ და წვრილ წერტილებად.  თუმცა იმ რაღაცას, რაშიც მე ვტივტივებ, ჰაერი არ ქვია, ეს მე ვარ ჰაერის ბუშტში ჩაკეტილი და სრულ სიცარიელეში ვტივტივებ ბაწარზე გამობმული. ბაწარი დიდ, შავ მასასთან მაკავშირებს, რომელთანაც მე უკვე აღარაფერი კავშირი არ მაქვს და აღარც მინდა მქონდეს. ჩვენი ექსპედიციის დასაწყისში მანდ ვცხოვრობდით კიდეც, დაკვირვებებს ვაწარმოებდით, მაგრამ ახლა ის უფორმო და ჟანგიან მასას წარმოადგენს, რომელიც თავისი გათვლილი ტრაექტორიის მიხედვით მიდის და ჯერ კიდევ არ გადაუხვევია,  და ჩვენც, გადარჩენილებს თან დაგვათრევს.

ექსპედიცია ექვსი წლის წინ დაიწყო და  ჩვენც, 5 კაცი ამოგვიყვანა იუპიტერის ორბიტაზე და აგერ უკვე უსასრულოდ დავდივართ მის გარშემო, მისია ცხადია ჩაიშალა, დამჟანგავის ბალონები გასკდა და მთელი ხომალდი დახვრეტილია ჟანგიანი ნახვრეტებით. უკანა, სამატორო ფლანგი საერთოდ მოძვრა აფეთქებაზე და შევრჩით საცხოვრებელი განყოფილებების ამარა. ჩვენი ორბიტაც აირია, მართალია ისევ იუპირეტს ვუფრენთ გარშემო, მაგრამ სხვანაირად,  ხან ლამისაა მის ძრუბლებში გავყოთ თავი და ხან ძლივს ვხედავთ. რადიოკავშირი დაახლოებით სამი კვირაა აღვადგინეთ დედამიწასთან და გავიგეთ, რომ ჩვენს პირორებში, ნავიგაციის არარსებობის გამო გვრჩებოდა ერთადერთი გამოსავალი – ჩვენო სადგური-ხომალდი კიდევ იტრიალებდა ასე 20 წელი, სანამ არ ჩავარდებოდა ქვემოთ, ხოდა უახლოეს 6 წელიწადში დაგეგმილი იყო სამაშველო ექსპედიციის გამოგზავნა. შემოთავაზება იყო ერთი – როგორმე გაძელით და მოვალთ ალბათ.

აგერ უკვე მესამე დღეა (ჩემი საათის მიხედვით) იუპიტერის თავზე ვტივტივებ ჩემს მოთეთრო და დალაქავებულ სკაფანდრში და ვცდილობ ის მჟავა მოვიშორო, რომელიც კბილებშორის მაქვს ამოდებული. მაგრამ მჟავა მითრევს და უწონადობის გრძნობას ამძაფრებს. მარტოობა შემომაწვა… ასე ვკიდივართ უკვე მეოთხე კვირაა და იმ საშინელი მარტოობის განქარვებას ღია კოსმოსში გასვლით ვცდილობთ. ვარსკვლავები მაინც ჩანს გარშემო, სადღც შორიდან პატარა მზე აშუქებს, ქვემოდან კი (ხანაც ზემოდან, გააჩნია როგორ ტრიალებს ჩვენი ხომალდი, უფრო სწორად მისი გადარჩენილი ნაწილი, რომელიც ძლიან გვეზიზღება, კუბოა ის ჩვენი, სამომავლო) – იუპიტერის მუდამ მოძრავი ღრუბლები.

მაგრამ რატომ უნდა მოკვდე აქ, სადღაც გადაკარგულში და ისიც რკინის რაღაც ყუთში, სადაც იცი, რომ ამ ყუთის ძებნას არც არავინ დაიწყებს არასოდეს და ვერც იპოვიან. ჩვენ განწირულები ვართ. მესამე დღეა არეული ფიქრები მიტრიალებს თავში, რა იქნება, რომ ასეთი მეთოდით მოვიკლა თავი, მოვეხსნა ამ მოდრეიფე კუბოს და დავეშვა ქვემოთ? სხვა თუ არაფერი, პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც იუპიტერზე მოხვდა. მართალია ამას ვერც ვერავინ გაიგებს, მაგრამ მე ხომ მეცოდინება? ბაწარი მოვხსენი და ველოდები. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. იქვე მოტივტივე ბაწარი ძლიერად მოვქაჩე და ცოტა ხანში საკმაო გაქანებით მივასკდი კორპუსს. უკვე ვიცი რა უნდა ვქნა. ჟანგბადის ბალონები მოვიხსენი, ერთი დავიტოვე მხოლოდ, ისიც ყველაზე ცარიელი. დანარჩენები აკურატულად შევკიდე გამოსასვლელ ხვრელში და იქვე მიჭედებულ ფირფიტაზე დანით ამოვკაწრე – ”წავედი მე, იუპიტერს ვნახავ”. ბოლოჯერ შევიხედე დერეფანში და ძლიერი ნახტომით გავფრინდი. თავიდან ხომალდს ნელ-ნელა ვშორდებოდი, მერე კი გავათანაბრე ფრენა პნევმატური ბალონჩიკებით და თანდათან კურსი დაბლა ავიღე.

დაახლოებით ნახევარი საათი ისევ ჩვეულებრივიად მივფრინავდი, ოღონდ ჩვენი ხომალდი იმდენად დამშორდა, რომ მოციმციმე ვარსკვლადავ ვხედავი, ისიც იმის მიხედვით, რომელ მხარეს ანათებდა მზე. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს თავს პირველად ვიკლავდი, მეხუთ სართულიდან გამომხტარი ემო გოგოსავით მიფართხალებდა გული, მით უმეტეს, რომ იუპიტერი სწრაფად ახლოვდებოდა და ის უკვე სადღაც ჩემს თავზე და გვერდზე კი აღარ იყო, იქ იყო ქვემოთ და მე ვვარდებოდი პარაბოლაზე, რამდენიმე ათეული კილომეტრ/წამში სიჩქარით.

თანდათან ვარჩევდი ცალკეულ ღრუბლებს, რომელიც ამ სიმაღლიდან ძალიან პატარა და საყვარელი ჩანდა, თუმცა ნახევარ საათში (მაქსიმუმ) შევვარდები მათში და ფერფლად ვიქცევი. შესანიშნავია. 7 წელი საპილოტო სკოლა, ერთი მაგდენიც საფრენი სტაჟი ახლო რეისებზე და უცებ ბაც  და აქ მოვხვდი. მთელი კაცობრიობისგან დაკიდებული, რომლებიც დაგვპირდნენ დახმარებას, ოღონდ 6 წლის შემდეგ. ჩვენი ძვლების ჩასატანად, ალბათ. ასეა თუ ისე ყველაფერი მთავრდება ისე, როგორც საჭიროა. რაღაც მოყვითალო-ჟანგისფერი ღრუბელია ჩემს წინ, მაქეთ მივქრივარ… ორ ამოსუნთქვას ნეტა მოვასწრებ? ვერა? ერთს მაინც… ერთს… ღმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე.

რაღაც პატარა და სხრაფადმქროლავი ცერად შევარდა ღრუბლების ზედა ფენაში და გაქრა, ოდნავი გაელვებით. და ვსიო, მეტიც არაფერი, ერთი პატარა გაელვება და მე გავქრი.

ეს იყო ჩემი ყველაზე კარგი თვითმკვლელობა.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

13 thoughts on “Cosmic Suicide”

  1. სლიიიიიიივ
    და ეს მერამდენე იყო? )))

    კარგია, მარა რა სულ სიკვდილებზე წერ ბლიად
    რამე რამანწიკა, საჭმელი, ქალები…

  2. რატო მახსენდება ბრედბერი?
    ვიღაცას რო ამოეხედა და სურვილი ჩაეფიქრებინა უკვე უნამუსობა იქნებოდა :პ

  3. არ ვიცი :) ბრედბერი არ მაქვს წაკითხული…
    აზიმოვს გავს, ვაღიარებ, მაგრამ ბრედბერი – ნწუ.

  4. ბრედბერის მოთხრობას წააგავდა რაღაცით. ხომალდი აფეთქდება და ტიპი კარგა ხანი დაბოდიალობს კოსმოსში, ბოლოს დედამიწის ატმოსფეროში შესვლისას ცეცხლმოკიდებულს ბავშვი დაინახავს და სურვილს ჩაიფიქრებს, ვარსკვლავი ეგონება :პ
    P.S არ მითქვამს რომ მომეწონა

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s