რა გვინდა ბლოგ შეხვედრებისგან


უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ბლოგერთა სხოდკები საშუალო სიხშირით იმართება ხოლმე, მაგრამ გუშინდელი სხოდკა იყო პირველი, რომელზეც მე ვიყავი. ჩემი არმისვლის მიზეზები სხვადასხვა იყო ხოლმე, მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ სხოდკები მაკდონალდსში იმართებოდა, მე კი მაკდონალდსში მხოლოდ ტუალეტისთვის დავდოვარ ხოლმე, ისიც როცა ახლოს ვარ.

გუშინდელი სხოდკა იმით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან, რომ ფორმატი იყო არჩეული ”ხინკალი და ბლოგერები”-ს სახის, შესაბამისად კუჭ-თვალს უხაროდა. და მოუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად სამსახურის გადაგდება მომიწია, მაინც მივედი. პირველი, რამაც გამახარა იყო ორი სტუდენტი გოგო – სასიამოვნო სურპრიზი. თუ არ ჩავთვლით ბევრკილოდაკლებულ როკოს, მეტი სურპრიზები არ ყოფილა. სხოდკაზე, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ღრეობაზე სამიოდე ფოტოაპარატი შევამჩნიე, თუმცა სურათებს ყველა ჟოჟკავს.

თუმცა ეს პოსტი არ ეძღვნება იმას, ვინ რამდენი ხინკალი ჭამა და ვინ რამდენი დალია, ეს არის დამაფიქრებელი პოსტი – ასეთი ფორმის სხოდკები არის თუ არა მარაზმი, როდესაც გრძელ მაგიდას 15-20 კაცი უზის და 3-4 სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობენ, კუტოკ-კუტოკ. საერთოდ, რა გვინდა ბლოგერთა სხოდკებისგან, ისაა ჯერ გასარკვევი. ანუ თუკი მას უნდა ქონდეს უბრალოდ ურთიერთგაცნობის ფორმა და მეტი არაფერი, მაშინ სახინკლეც კარგი ადგილია ამისთვის და იპოდრომიც, სადაც რამდენიმე ლუდდაკლებული ახალგაზრდა წავედით კიდეც სახინკლის მერე და პრინციპში გავტყვერით, მე მაინც ყოველ შემთხვევაში. მაგრამ დოდკას აქვს მეორე იდეა – სხოდკას უნდა მიეცეს რაღაც მინიკემპის ფორმა, ან ვორკშოპი. პრინციპში ეგეც კარგია და ესეც და საერთოდაც, სახინკლეში რომ ამაღლებულ თემებზე არ წავიდოდა ლაპარაკი, ეს ხომ ცხადი იყო?

ასე რომ ველოდოთ მომავალს, დრო გვიჩვენებს რა ფორმა მიეცემა ბლოგერთა ურთიერთობებს. ვორკშოპის იდეა კი მართლაც რომ კარგია.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

22 thoughts on “რა გვინდა ბლოგ შეხვედრებისგან”

  1. თამადა სჭირდება ბლოგერულ სუფრას, თამადა! აი გრძელ ვიდეოპოსტს რო მოყვება და ”მმმ” და ”ыыы” ებით რო არ შეწყვეტს შუაში სათქმელს :D

  2. აუ მომკალით და ძაან მეცინება სერიოზული სახეებით რომ სხედხართ და აკრიტიკებთ შეკრებას. ვორკშოპის იდეა სადაც გაჩნდა ყველამ ვიცით და ისიც გავიგეთ, რომ საჭიროა :დ

  3. ქართული ბლოგოსფერო სულ უფრო გულისამრევი ხდება :პუკე:

    კუტოკი VS კუტოკი
    პრეტენზიები ერთადერთობასა და განუმეორებლობაზე

    და ვაბშე რა

  4. ჭამა რულზ მარა თან ჭამა და თან ბლოგები არ გამოდის რა
    მითუმეტეს როცა დასატევი ადგილი არ არის და მაგიდა კიდევ გრძელია …

    @თინი – რა გჭირს? რაღაც არ ხარ ფორმაში

      1. გული აგიჩუყდა ხო კბილებით რომ გიცავს და მტერს შენს სიმაგრებში არ უშვებს? :ქსიტინ:

        1. Loleg :)
          მროველჩიკ, ნერწყვი არ ჩაყლაპო შენ, თვარა მოიწამლები :D

  5. ras daereviT xolme ertmanets ha?
    ai iseT klass gavxarT ra jer ro sheyvarebulobana aqvT da mere dashordebian da gogoebi bichebze dabogmilebi, bichebi vitom aqac araferi ar vimchnevt saxeebi da egeti pontebi… bavshvebi xarT da martla ra rac ufro abogmdebiT miT male dakargavT mkiTxvelebs yvelani ra! vot!…

  6. ისე ახლა თავიდან წავიკითხე ეს პოსტი, ვაიდა რამე გამომრჩა, ან გამომეპარა წერისას, ან რამე ფარული ნამიოკი იყო ვინმეზე ან რამეზე, ან ფარული ბოღმა… შენც არ მომიკვდე… რეებს იგონებთ თქვენ, გადელდით თლად? როგორც წერია პოსტი, ისე წაიკითხეთ…

    უყურე შენ ამათ :)

        1. ე ბიჭო, დოდი თუ ხვდება თავისი ვორდფრესით, თუ ვინ აკეთბს კომენტარს, შენ რა დოზანა გეტაკა??? :D

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s