ზარი დილით, პავლიკას ხმა, დაუჯერებელი და საშინელი ცნობა, დაბნეული სახეები, ხალხი… კიდევ ხალხი, პანაშვიდების პირველი დღე, მეორე დღე, დასაფლავება და კუბოს თავზე ახმაურებული მიწა. ყველაფერი დამთავრდა, მანქანაში ვზივართ და სასაფლაოდან მდუმარედ ვეშვებით.
-20-29
-რა?
-ეს იქნება დღეიდან გოშას ნომერი ჩემს ტელეფონში, ოცი-ოცდაცხრა, ნომერიც და მისამართიც…
-…
დიახ, ადამიანი რომელიც ასე ახლოს იყო ჩემთან, დღეიდან მუხათგვერდზე განისვენებს და მის გვერდით დარჭობილი განათების ბოძი, წარწერით ”20/29” გვახსენებს, რომ ყველას ბოლო ეგ არის.
R.I.P.
:((((
;( ;(
ძალიან ძალიან მეწყინა და სულ იმაზე ვფიქრობდი რომ მე რომ განვიცდიდი შენ რომ იმაზე 100მაგად განიცდიდი (((
:((( fuck
ჰუჰ
:(
vin gardaicvaaaaala?
როგორც ვხედავ, გოშას მეგობრები ყოფილხართ. გოშა იყო ჩემი ნათესავი, ამავე დროს ბიძაჩემის ნათლული. გოშა დაიბადა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, ღია მუცლით (შიგა ორგანოები გარეთ ჰქონდა). ბიძაჩემმა დაბადებისთანავე გაუკეთა მას საკმაოდ რთული ოპერაცია, ბავშვი გადარჩა, რის შემდეგაც გახარებულმა მშობლებმა, შოთამ და ირამ მოანათლინეს ექიმს.
როგორც ჩანს, ჩემი ვარაუდით, მისთვის საჭირო იყო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ ყოფნა, განსაკუთრებული მოფრთხილება, არცერთი წვეთი სასმელი, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანაა.
ნათელში იყოს. ძალიან დასანანია.
მადლობთ…