მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, როგორც იქნა დადგა 29 მაისი, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი დღე დარჩა იმ ღირსშესანიშნავ მოვლენამდე, რასაც ქვია ”Lost City open air party“, რომლისთვისაც მართალი რომ ვთქვა, ჯერ არ გამიმზადებია ტრეკლისტი ბოლომდე, თუმცა ყველაფერი მაინც კარგადაა. ამინდის პროგნოზის მიხედვით ხვალ კარგი ამინდი უნდა იყოს, მზიანი და თბილი, ასე რომ ძუძუსთავები მიკანკალებს უკვე მოუთმენლობისგან.
რაც შეეხება დიდ პროექტს, რომელიც მე და მროველამ დავიწყეთ ამასწინათ და დავაანონსე კიდეც აქ [In sci-fi we trust] – პროგრესი არის, მაგრამ იმაზე გაცილებით ნელი, ვიდრე მე ველოდი და მინდოდა რომ ყოფილიყო. ჯერჯერობით, პირველ შეხვედრაზე დავწერეთ საერთო გეგმა, შევთანხმდით, რომ ეს იქნება ნოველა, დავყავით თავებად და დავინაწილეთ ეს თავები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ ცალ-ცალკე და შემდეგ ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც შევაჯეროთ ერთმანეთთან. თუმცა ზუსტად ამ შეჯერების პროცესში გავიჭედეთ, რაღაც ენთუზიაზმს ვერ ვატყობ ამხანაგ მროველს, რაც ჩემზეც შესაბამისად მოქმედებს და გულს მიკლავს. მაგრამ არაუშავს, ჩვენ მაინც გამოგვივა ის, რაც დავიწყეთ, მიუხედავად ჩვენს მიერ ერთობლივად დაწყებული და შემდეგ ამავე მიზეზით ჩაძირული პროექტების სიმრავლისა.
აბა ხვალამდე, ვინც მოდის და ვინც არ მოდის. ოღონდ იცოდეთ, ბევრს კარგავთ არწამომსვლელები :) რაც შეეხება პოსტის სათაურს – ვირუსი გვჭირს ალბათ, ნიუდაჩის ვირუსი.
მინძრეული რომ არ მქონდეს ცხოვრებისეული რას გავიხარებდი მანდ წამოსვლით ეეჰ…. ბლიად :(
მალე დადეთ ერთი თქვენი ნაჯახირები,ნამეტნავად მაინტერესებს :)
და რას გიშლის? ))
მიშლის! :(((
AAAAEEEEE XVAL MOVDIVAAARRR !!!!
XVAL IQNEBA….. BOOOOOOM !!!!
ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ უკვე გჭირდებათ შემტიკინებელი შენ და ამხანაგ მროველს?
წიპა ტავო…