წინ, გამარჯვებისკენ!


მოგესალმები სამყაროს მოცუცქნული ნაწილის კიდევ უფრო მოცუცქნული ქვეყნის მოსახლეობავ, ეროვნების, აღმსარებლობის და სხვა სისულელეებისგან დამოუკიდებლად. მინდა სიამაყით გამცნოთ, რომ აგერ უკვე ექვსი დღეა, რაც ჩემი პირიდან ბოლი არ გამოსულა და შესაბამისად არც ჩასულა.

სამაგიეროდ ოფლი კი საკმაოდ გამდის ეს დღეებია, ვინაიდან და რადგან გემახსოვრებათ, ალბათ, რომ რაგბიზე შევედი ამ კვირის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშები ერთი შეხედვით არაა რთული და დამღლელი, ჩემი ფიზიკურ აქტივობას გადაჩვეული ორგანიზმისთვის ეს საკმაოდ შოკისმომგვრელი რამაა. თუმცა მე არ მეცოდება ჩემი თავი,  პირიქით, მეტის ღირსიცაა, უნდა დაყაროს მთელი ბიჩოკები და ღიპის მსგავსი ელემენტები, რითაც გამეტენა მთელი ორგანიზმი. არამგონია, რომ ამ სურათზე გამოსახული რაგბისტების დონეზე მივიდე, მაგრამ მე ხომ მიხარია, რაც მთავარია :)

ახლა გამოვზუმოთ ერთი პუნქტით და მთლიანად გადავხედოთ ამ კვირას. თვალში მაშინვე სამი ისეთი მოვლენა გვეცემა, რომელთა თანხვედრაც აუცილებლად თუ არა 90%-ით მაინც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების სტილი რადიკალურად იცვლება. ამ სამიდან ორი თქვენ უკვე იცით – სიგარეტს თავი დავანებე და რაგბიზე შევედი, მესამე კი იმდენად ტრაკიგულია ჩემთვის, რომ ამ მომენტამდე ვერ ვუმხელდი ჩემს თავსაც კიდე – უმუშევარი დავრჩი. აი ასე, მარტივად და ხელის ერთი მოსმით.

ანუ ჩემი სამომავლო გეგმები ასეთი უნდა იყოს:

  • ახალი და უკეთესი სამუშაოს ძებნა
  • უსიგარეტოდ ცხოვრების გაგრძელება
  • კუნთების დაყენება და ზოგადად ვარჯიში
  • იმ ფაქტთან შეგუება, რომ იმ ინტენსივობით ვეღარც დავლევ

ეს პუნქტები, ვფიქრობ საკმარისია იმისთვის, რომ ”ახალი ცხოვრება”დაერქვას ამ ყველაფერს. ასე რომ Fully refreshed და წინ, გამარჯვებისკენ!

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

15 thoughts on “წინ, გამარჯვებისკენ!”

  1. :ჩირლიდერებს რომ უყურებს დ ამ დროს რომ სამი კაცი გადაუვლის მაგის სმაილიკი:

    დღეს პირველი ასე თუ ისე შეხება მქონდა :) ხოხ..

  2. ვაა, წარმატებებს გისურვებ რაგბიზე და სამსახურზე კია ცუდი ამბავი, მაგრამ იმედია კიდე იშოვი რამე კარგს. იქნებ ამხანაგებიც აქტიურად მოგეხმარონ. წარმატებებს! :)

  3. წარმატებას გისურვებ,რაგბიში და სამსახურის შოვნაში :)

    სპორტულ ცხოვრებაზე ამ ბოლო დროს მეც აქტიურად ვფიქრობ,ეს პოსტი რომ წავიკითხე გამიხარდა ვიღაც მაინც რომ ახერხებს, მეგონა ჩემთვის დაგვიანებულია და სლიშკამ დავბერდი-თქო :))

      1. მმ.. რაგბი გოგოსთვის ცოტა უხეში არ არის? :D

        მე ფეხბურთზე უფრო მეფიქრება ამ ბოლო დროს :))

  4. სლივ, სამსახური რა პონტში დაკარგე? :/
    ტეხს ძაან
    მარა არაუშავს, მე რომ ჩემი ის მექნება, ბიზნესი, იქ დაგასაქმებ ბევრ ფულად და ცოტა სამუშაოდ ;)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s