Rewind back


warდღეს 7 აგვისტოა 2009 წლის, თითქოსდა არაფრით გამორჩეული დღე გუშინდელი და პოტენციურად ხვალინდელი დღეებისგან, მაგრამ მოდი მაინც გადავახვიოთ დროის ნაკადი ერთი წლით უკან და ვნახოთ რა ხდებოდა ამ დღეს.

პირველ რიგში ხდებოდა ის, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში, გოშას [R.I.P.] დაბადების დღე იყო, შესაბამისად დღესაც არის, ალბათ საფლავზეც ადიან ბიჭები, მე კიდევ სამსახურში ვზივარ და ვიღაც ქალის კივილს ვუსმენ. შარშან ამ დროს თაღლაურაში ვისხედით, ზემოთხსენებულ დაბადების დღეზე და ცალყბად ვხუმრობდით იმაზე, რა იქნებოდა ომი რომ დაწყებულიყო. რა ვიცოდით, ენა თუ ასე გვიყივლებდა, ფაქტიურად მეორე დღესვე.

ვინაიდან და რადგან ხვალ და ზეგ თბილისში არ ვიქნები (იმედია უფრო დიდი ხნით არ გავიჭედები განმუხურში), ამიტომ ახლავე დავწერ შარშანდელი მოვლენების მოკლე ისტორიულ მიმოხილვას.

მაგრამ მანამდე ერთ პატარა და საკმაოდ სასიამოვნო ფაქტს შევეხები, რომელიც დღეს გახდა ინტერნეტის ჭიებისთვის ცნობილი და ალბათ დაახლოებით ერთი კვირა დაჭირდება, სანამ ტელე– და რადიოსაინფორმაციოები აზრზე მოვლენ და გააშუქებენ. საქმე იმაშია, რომ ზოგისთვის შეიძლება შეუმჩნევლად, მაგრამ გუშინ ინტერნეტის ისეთი გიგანტები, როგორიცაა გუგლი, ტვიტერი, ლაივჟურნალი და Youtube გახდა რუსი ხაკერების შეტევის მსხვერპლი და თან საკმაოდ წარმატებულადაც, ტვიტერი  რამოდენიმე საათით გათიშულიც იყო. თითქოს და ამაში გასაოცარი და სასიამოვნო მით უმეტეს არაფერია, მაგრამ ყველაზე მთავარი ამაში არის მიზეზი, მიზეზი კი ცოტა არ იყოს საამაყოც კი არის – ყველაფერი მოხდა იმისთვის, რომ დაებლოკათ ერთი მომხმარებლის პროფილები, კერძოდ კი ქართველი ბლოგერის Syxymu-ს, რომელიც აგერ უკვე რამდენი ხანია აქტიურ  ანტირუსულ პროპაგანდას ეწევა და როგორც შეტევის მასშტაბებიდან ჩანს, საკმაოდ წარმატებულადაც.

ახლა კი შარშანდელი ამბები. 7 აგვისტოს ომი უკვე კარგად იყო გახურებული, იმდენად, რომ რეზერვისტების გაწვევა იყო დაწყებული, რაც ოპტიმისტურობის ამბავში სულაც არ გახლდათ დასამშვიდებელი ამბავი. 8 აგვისტოს, დილით მეც წამიყვანეს, ამასხეს იარაღი და სამი დღის განმავლობაში აღმა–დაღმა მატარეს, როგორც გაირკვა მოგვიანებით, სრულიად ტყუილად და უშედეგოდ. ამ ისტორიის წაკითხვა შეგიძლიათ აქ: მე ომში (პირველი ნაწილი). შემდეგი ნაწილებიც მანდვეა (სულ ხუთია). 10 აგვისტოს გვიან ღამით უკვე სახლში გახლდით, შესაბამისად 11 აგვისტოს ქალაქშიც გამოვედი და შემეძლო ჩემი თვალით დავმტკბარიყავი იმ ყლეობით, რაც აქ ხდებოდა. ამის გახსენებაც შესაძლებელია ამ პოსტებში: თეატრი და ურა პატრიოტიზმი.

და რა ხდება წელს? იარაღის ჟღარუნი გრძელდება რუსეთის მხრიდან, აღშფოთება და შეშფოთება – დანარჩენი ევროპიდან, ანუ არც არაფერი იცვლება, ჩვენი საზოგადოება კი, ისევე როგორც შარშან, ჩემოდნებზე ზის და მზადაა პირველივე დაძახებაზე გასწიოს წინ… წითელი ხიდისკენ, ანუ სამშვიდობოს. ამაზე გაბრაზება და აღშფოთება უკვე იმდენი დავღვარე, რომ ახლა აღარ ვაპირებ, შეგიძლიათ ამ შედევრსაც გაეცნოთ: ეროვნული ჩმორიზმი. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ უცენზურობის და გინების მთები დგას მაგ პოსტში.

რაც შემეხება მე წელს, უკვე ყლეზე მკიდია ყველაფერი, თუკი დაიწყება რამე, მე მაინც არ მომეცემა საშუალება არაფრის, რეზერვი გააუქმეს და ისე ჯარში მე არ მიმიღებენ, ამიტომაც 8 აგვისტოს (და ფაქტიურად 9–საც) ვხვდები განმუხურში, სადაც ფართის ვაკეთებთ. რაღაც მომენტში საკმაოდ პროვოკაციული და საშიში ნაბიჯია ეს, აფხაზეთის საზღვართან ღრიანცელის მოწყობა, მაგრამ, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა,  დაეშვან მთაწმინდიდან. ბოლო ლინკი ფართის რეკლამით და სამი დღით დაგემშვიდობებით, იმედია ორი კვირი არ ჩავრჩებით განმუხურში. ლინკი: ფართი განმუხურში.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

9 thoughts on “Rewind back”

  1. ხო, პროვოკაციულად შეიძლება ჩათვალონ რუსებმა, თორემ არაფერი საშიში მაგ ფართის ამბავში არ უნდა იყოს.

    ისე, რეზერვის შემოღებას აპირებენო თავიდანო…

  2. დვორსკი
    კი უკვე 5 თვეა აპირებენ რეორგანიზებბული და “შეცდომებზე ნასწავლი” რეზერვის შემოღებას, ველოდებით.

    ყვოვ: სტრაიკის ირაღები წაიღეთ და მთვრალზე შეუტიეთ რამე საგუშაგოს, რუსებს თუ ეპატიებათ ბუხოიზე ყველაფერი ჩვენ რატო არ გვეპატიება???

    1. გავაკეთებდი მაგას, გარანტია რომ მქონდეს, რომ რუსებსაც სტრაიკის იარაღები ექნებათ, ისე არ მაწყობს…

  3. გააშუქა რუსთავი 2 მა ეგ ამბავი, ბლოგერი დაბლოკვისა. აქედან დასკვნა: შენგრევა, გატეხვა, შელეწვაში რუსები კიბერ სამყაროშიც მაგრები ყოფილან. და კიდევ ერთ დასსკვნა: ლიცენზირებული პროგრამები ისეთივე შეღწევადია, როგორც არალიცენზირებული. არავითარი განსხვავება, ნუ გადაიხდით ზედმეტს. :)

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: dj-guro კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s