
დეპრესიაში ვარ, საშინელ და უმძიმეს დეპრესიაში, დაახლოებით იმ სტადიაზე, ყელში რომ უზარმაზარი ბურთი გაგეჩხირება და არ იცი რანაირად ჩაყლაპო. მეორე ბოთლ ლუდს ვაყოლებ უკვე, მაგრამ არ ჩადის.
მგონი მიზეზიც ვიცი, გადავიღალე ამ ბოლო ორი კვირის გამუდმებული სტრესისგან, ბევრი რამე მიება ერთმანეთს, რომელთა არც ჩამოთვლა არ მინდა და არც აინტერესებს ვინმეს, ისიც არ ვიცი, რატომ ვწერ ამას აქ, უბრალოდ რომ არ დავწერო, გავსკდები. ხოდა ეგრე, ვზივარ 14 წლის ემო ბავშვივით, ყურებში ტრისტანიას “The Modern End” მიჟღერს და ვცდილობ გავემიჯნო სამყაროს. ერთი ათი წლით პატარა რომ ვიყო, ალბათ ვენებსაც გადავიჭრიდი, მაგრამ ახლა მეზარება. საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ კაციშვილი არ მყავს გვერდზე ამ პატარა ფანჯრის გარდა, სადაც ამ პოსტს ვწერ, რომელსაც ამ ყველაფერს ვეტყოდი, ჰოდა მეც ვზივარ და ვეუბნები. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, თუნდაც იმის, რომ ეს დღეებიც თუ გადავიტანე, მერე შეიძლება სწორ გზაზეც გავიდე, მაგრამ ეს ძალიან ოპტიმისტური გამონათება იქნებოდა ამ მრაჩნი პოსტში და ტყუილ ილუზიებს მომცემდა, თანაც საკუთარი დეპრესიით ტკბობასაც ჩამიშლიდა. ასე რომ იყოს ასე, როგორც არის.
მანუგეშებელი და ”ყველაფერი კარგად იქნება” კომენტარების წერით თავს ნუ შეიწუხებთ, მაინც წინასწარ არ მჯერა.
vai vai she ubeduro
camo qalebshi ^^
ქალები ვიცი მე აკვანში…
ludi mainc gaqvs shen
me verc qartulad vwer, verc vsvam da ukve vegarc vewevi
ende, namdvili depresia
xo..
nu nerviulob, the worst is just about to begin my dear
mtkiced deg
kai jandabas… kacebshi cavidet
http://www.2knowmyself.com/depression/depression_and_Weakness
ყლეო
ერთი მესიჯი რა გაგიხდა?
რა დეპრესნიაკი აგიტყდა ბლია
ღამის 3 საათზე სად გემესიჯო? :)
სააწყალი, სულ მარტოა :/
არა უშავს ყვავ, ყველაფერი ცუდად იქნება :))) კაი რა, რა დროს დეპრესია და ვენების გადაჭრაა, გარდატეხის ასაკში ხომ არ ხარ
მე ვარ ეხლა სუპერ დეპრესიულად…. სირულად… და კიდე რანაირად არ ვიცი…..
მარა მე არც ლუდი მაქ…. არც არაფერი…. და მოკლედ…. რას ვლაპარაკობ ამდენს….
ყველაფერი კარგად იქნება…
ან არა…
ან ყველაფერი ცუდად იქნება…
რა ვიცი მოკლედ… იქნება რამე…
დეპრესია საშინელებაა…. :S :S :S
მე დეპრესია რომ მქონდა რამის გავრეკე :D
დეპრესიას ყველაზე მაგრად ასეთი პოსტების წერა შველის, ასე რომ წერე და წერე :D
ეს ყველაფერი შენ გეჩვენება :D
ვინ ხართ? მეჩვენებით მგონი თქვენც…
სანამ თავისით არ გაივლის, ნუ იჩალიჩებ რო მოიშორო, უარესად დაგგრუზავს… ჯობია დატკბე მაგითი, იმიტორო კაი ხანი მასე აღარ იქნები! ;)
ai
mgoni is ufro cudia depresia ro vegar gemartgeba ukve :D absurdia yvelaferi ;) ПРОЙДЕТ И ЭТО kiarada НИЧТО НЕ ПРОХОДИТ
“ყველაფერი კარგად იქნება” –ს არ გეტყვი.
არ მიყვარს ხალხის მოტყუება და იმიტომ.
მე რომ დავიჯერებ, რომ “ყველაფერი კარგად იქნება” ამოქმედდა, მაშინ დავწერ.
და რა მოხდა მოყევი რა? მაინტერესებს :)
ვსიო, დამიმთავრდა ჩემი ძვირფასი დეპრესია :)
Megalol :D