ტიესტოთი იწყება პოსტი იგი, ვინაიდან ახლა ვიმყოფები სამსახურში და ტიესტოს ყლევროტრანსი ტვინს მიტყნავს.
ალბათ დოდკას ბლოგზე წაიკითხავდით უკვე (ან შეგიძლიათ ახლა წაიკითხოთ), რომ ტელეიმედზე დავეთრევით ეს რამდენიმე დღეა, უფრო სწორედ კი ტელეიმედისთვის დავეთრევით ღამის შოუს სტუდიაში. დღეს უკვე მესამე დღეა, რაც კასტინგები დაიწყო, პირველი ორი დღე ღამის შოუსთვის ვიწვოდით და ვიდაგებოდით, ხოლო დღეს კი “შუა ქალაქის” სცენარზე გვასრესინეს ტვინები, რაც ხვალაც მოგვიწევს. დღეს რამოდენიმე ახალი რეკრუტიც იყო ამ კასტინგზე, მროველა, შეიდი და ანტონაპაპა, გუშინ ვუთხარი ამ კასტინგზე და გაეხარდათ, ჩვენც გვინდაო. ასე თუ ისე, ეგენიც მოხვდნენ იქ. დღევანდელ დღეზე კარგს ვერაფერს ვიტყვი, გარდა ერთი სასაცილო მომენტისა, რომელზეც რატომღაც მარტო მე, დოდკას და საბას გაგვეცინა, პრინციპში საკმაოდ ირონიულად :უსერ: – მროველამ იუმნიკა ერთ მომენტში და რაღაც კომენტარი გააკეთა, კონკურენტების მოშორებაზე თუ რაღაცაზე, რაზეც მიეჯვა კიდეც, მაგაზე რომ ვფიქრობდეთ, აქ არც იქნებოდით თავიდანვეთქო. სულ უფრო და უფრო მაოცებს მროველა ამ ბოლო დროს, თითქოს ხუმრობით და ღლაბუცით, მაგრამ აშკარად ცდილობს ყველა და ყველაფერი ჩამოიშოროს გზიდან. არ ვიცი, შეიძლება ეს მართლა ასეა და შეიძლება სულაც ჩემი პარანოიის შედეგია o.O
ასე იყო თუ ისე, დღევანდელი დღე ჩავიყვანეთ ბოლოში, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს იყო უდიდესი ფეილი ჩემთვის, ეპიკური ფეილი, ფაქტიურად. აი გუშინდელი დღე კი ერთხმად ვაღიარეთ, რომ კარგი იყო, ხუმრობებიც უფრო გამოგვდიოდა და საერთო ატმოსფეროც უფრო თავისუფალი და შემოქმედებითი იყო. რაც მთავარია – ჩვენი ვიდეოები მოეწონათ, რასაც პრინციპში არც ველოდით არცერთი. ასე რომ სათაურში ნახსენები იმედი მხოლოდ ტელეკომპანიის სახელი არაა, ზოგადად გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას მომავლისადმი.
რაც შეეხება აწმყოს, არ ვიცი რატომ, მაგრამ გამომრჩა ბლოგზე მეთქვა, რომ სამუშაო დავიწყე. სადღაც ორიოდე კვირა იქნება, ქიაჩელზე ვმუშაობ კლუბ “სინემაში”, ასევე ყოველ სამ დღეში ერთხელ მათივე ფილიალში ვარ, ნიკოლაძეზე, სადაც ძირითადად არაფერია საკეთებელი, ზაფხულია და კაციშვილი არ შემოდის შიგნით. პრინციპში ვიცი, რატომაც არ დამიწერია ეს ბლოგზე, ფეისბუკის სტატუსი რომ განვიახლე ჩავთვალე, რომ ყველას ვუთხარი უკვე.
რაც შეეხება ამ რამდენიმე დღის წინანდელ დეპრესიას, ახლა დავაკვირდი, რომ სამუშაოს დაწყების და უმუშევრად დარჩენის პირველ დღეებში მჭირს ხოლმე ასეთი რამე, სამუშაოს რომ ვიწყებ, მივტირი იმ თავისუფალ დროს, რომელიც მქონდა ხოლმე, როცა უმუშევრად ვიყავი და როდესაც უმუშევარი ვხდები, მაშინ იმას მივტირი, რომ ჰაერში ვარ გამოკიდებული. ასე რომ ჩემთვის არსებობს ერთადერთი გამოსავალი, სადმე საზღვარგარეთ მდიდარი ბიძა უნდა მომიკვდეს და მთელი თავისი ქონება მე დამიტოვოს.
ეჰ, მდიდარი ბიძა:-((
ხო გუშინდელი დღე მართლაც რულავოი იყო. ჩვენი ვიდეო მოეწონათ, თან ჯანელიძეც ხშირად იცინოდა :დ
ჰო, ჯანელიძის სიცილი მეც გამიკვირდა, მამენტ :)
1) მეც ეგ უნდა მეთხრა ზუსტად შენს დეპრესიაზე, მაგრამ მიმხვდარხარ შენით.
2) თუ რამე არ გამოვიდა “იმედზე”, არაუაშავს. ამას ვერა და სხვა რაღაცას გაქაჩავ.
3) გილოცავ. კარგია მუშაობა. მართლა.
თან კარგია და თან არც ისე :)
ქიაჩელზე ვმუშაობ კლუბ “სინემაში”,
au yvavuka ra magari rame gamaxseneee
Kinoshi casvlis nostalgia maqvs seriozuli da bavshvs ver vtoveb magdeni xnit
da mand xo bavshvsac wamoviyvan :P
aba momikevi ra situaciaa da fasebi
რა და ქიაჩელის 9–ში არის ზავედენია, სინემად წოდებული, სადაც არის პატარ–პატარა დარბაზები, 2–10 კაცის ტევადობის, მიდიხარ, ირჩევ კინოს და უყურებ :)
დანარჩენი ისევე, როგორც ჩვეულებრივ კაფეში :)
mainteresebs ra girs patara skuchni otaxi sadac bavshvsac movikvan da sigaretis suni ar idgeba da dzaan sisuftave iqneba :)
ა უიმ ფასების მიწერა დამვიწყებია :)
ე.ი. საღამოს 6 საათამდე თუ მოხვალ ღირს 20 ლარი და 6–ის მერე –39. ნუ დილით არ ვმუშაობთ, 4 საათზე ვიხსნებით.
შეგიძლია წინასწარაც დაბრონო, 99.05.51 –ზე დარეკავ და იმასიზავ…
lol
am genialur daskvnamde SeniT mixvedi Tu samTa sabWom daaskvda :lol:
ukve iseti paranoia dagecko rom mtrebi genaneba ara? :D
sul gamoylevdi ra
სამთა საბჭომ არა უხუცესთა კრებამ კიდე… თვალიც მაქვს და ტვინიც :)
“იიი პეროო”–ს ძახილი არ უშველის მაგას :)
pero ra SuaSia
ubralod gamoylevdi
თავშია :)
იმ თავშია, რომ მეორე დღეს რომ გავხდი უცებ “იიი პეროო” :))
დურაქი ხარ, რა უნდა გელაპარაკო…
ვაჟკაც
სრულიად უწყინარ ხუმრობაზე თვენი “პერო” გამოხდომა გაიხსენეთ და ყველაფერი დალაგდება ;)
usindiso viyo yle xar :mo: