მოვიდა შემოდგომა, როგორც იქნა, ის კი არა და მისი ერთი დღე უკვე გავიდა კიდეც. შეგახსენებთ, უფრო სწორად კი შევიხსენებ, რომ ეს ის დღეა, რომელზეც დიდი იმედები მქონდა დამყარებული და ხელების (მუშტების) აქეთ-იქეთ ქნევით და მკერდშიცემით მოვთქვამდი მათ შესახებ ბოლო ვიდეოპოსტში. ვნახოთ რა მოუვიდა ამ იმედებს.
1. ტელეიმედი, ნი2მედი და ჩვენიმედი – ეს საერთო სათაური შეიძლება დაერქვას პირველ იმედს, რომელიც დაკავშირებული იყო ჯანელიძის მიერ ცალყბად ნათქვამ ფრაზასთან – ”სექტემბრისთვისო”. ჯერჯერობით არც ერთი საპატიო თუ არასაპატიო მიზეზით არ დაგვკავშირებია ტელეიმედის არცერთი წარმომადგენელი, შესაბამისად არ ვიცით, განვაგრძოთ თუ არა ოცნების კოშკების აგება ამ მხარეს.
2. მეტრო, ტრამვაი, ტროლეიბუსი – ტრანსპორტის სამი სახე, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიას. აქედან ერთ-ერთში გამაფორმეს (თავიდან) და ზემოთაღნიშნული თარიღიდან, ანუ პირველი სექტემბრიდან უნდა დამეწყო მუშაობა. თუმცა მოხდა ის, რაც სავსებით არ გამიკვირდა. ბრძანება, რომლის მიხედვითაც მე ეს უნდა მექნა, ჯერჯერობით სადღაც გრძელ დერეფნებში დაიარება და თუკი ვენდობით ჩემს მეექვსე გრძნობას, რომელმაც ჩემი ამ დერეფნებში ყოფნისას მომაკითხა, კიდევ კარგახანს მოუწევს ბოდიალი.
3. გასაუბრება, ბარები, კაბარეები – გასაუბრებაზეც ვიყავი, ქალაქ თბილისის ერთ-ერთ კვებით დაწესებულებაში (დაჟე წვერიც კი გავიპარსე ამ დღისთვის), რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ხალხის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების აღმოფხვრაზე და ამავე ხალხში ბარად მოიხსენიება. გავესაუბრე მეტად უცნაურ მენეჯერს და წამოვედი. რაც მთავარია დამაიმედა, სადღაც 10 რიცხვისთვის დაგიკავშირდები, ახლა ხომ ხედავ, რემონტი გვაქვსო. რემონტი კი მართლაც შთამბეჭდავი იყო და იმდემად მასშტაბური, რომ დიდი ეჭვი მაქვს, 10-ში რომც დამიკავშირდეს, სავარაუდოდ მუშის პოზიციას უფრო შემომთავაზებს, მიეხმარე ჩემებსო, ვიდრე ბარმენისას. ასეა თუ ისეა, ვნახავთ რაც მოხდება.
4. დომეინი – ესეთი მოკლე და კონკრეტული სათაური სავსებით საკმარისია ამ მოვლენის აღსანიშნავად. რამოდენიმეპუნქტიანი ცხარე მიწერმოწერის შედეგად, როგორც იქნა დარწმუნდნენ ინტერნეტის განვ. ცენტრში, რომ bigcrow.ge-ს რეგისტრაცია მართლაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ. შესაბამისად თავადაც წავიდნენ ყველაფერზე და დომეინი ვორდპრესის დიენესებზე გაწერეს. რაღა დარჩა? ფაქტიურად არაფერი, 10 ინგოდვიტრასტის ეკვივალენტი უნდა გადავაპეიპალო იქ, სადაც ჯერ არს და დომეინიც ბლოგს მიებმება. მამენტ რაღა მიებმება, მოებმება.
ასე რომ ასე, შემოდგომა ნაყოფიერად და რაც მთავარია, იმედიანად დაიწყო. Yo!
პ.ს. ფოტო განწყობისთვის, შეგიძლიათ ამობეჭდოთ, ჩარჩოში ჩასვათ და სხვა პაპსა სურათებთან ერთად ოთახში ჩამოიკიდოთ:
დომეინზე მეც უნდა დავტრიალდე ეხლა. ოქტრომბრის პირველი რიცხვებისთვის მინდა, რომ მქონდეს უკვე : )
ინგოდვინტრასი რა არის? :spy:
dj-guro
in god we trust
აწერია დოლარზე.
ტერმინი გამოგონილია რამდენადაც მე ვიცი 202-შიკების მიერ.
კლიპში:
რაღაც ტექსტი იყო ვ სწილე:
… იმ ინგოდვითრასტების ფული ძალიან გვჭირდება ხალხნო, დააგვეხმარეთ შენი ლამაზი თვალები…
vsio budet OK
Imedelebze imdeni ceret blogebze rp egeni rom ar gamogexmauron ukve magari dasacini situacia iqneba da magrad gabanzdebian.
Ise xo brckinavs qartuli media da xumrobebi xo gvaqvs “ZE”
დარეკეს :)
rao mere?