შემოდგომის მეორე დღე


ნუ გეშინიათ, შემოდგომის ბოლომდე  ყველა დღის  მსგავსად გადანომრვას არ ვაპირებ, ეს უბრალო დამთხვევაა, ფანტაზიაში პრობლემები არ მაქვს და საერთოდაც, თუ ატყობთ, რომ ამ სათაურს წინა პოსტტან საერთოდ რაიმე კავშირი აქვს, ეს ყველაფერი თქვენი პარანოიის ბრალია.

თუმცა! აქ იწყება მთავარი ანუ ის, რატომაც ამ პოსტს ვწერ, უფრო სწორად ის, რის გამოც გავაკეთე ის, რის გამოც ვწერ ამ პოსტს. მოკლედ რომ ვთქვათ, სიზარმაცეზე მინდა გესაუბროთ, ოღონდაც ამჯერად არა თეორიულ სიზარმაცეზე, არამედ ასე ვთქვათ, გამოყენებით სიზარმაცეზე.

ზარმაცი და უნებისყოფო რომ ვარ, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ და შეიძლება ითქვას, რომ მეც ვიცი. თუმცა (ეს უკვე მეორე თუმცა) ამ ყველაფრის დაძლევა რომ შემიძლია დაადასტურა იმ ფაქტმა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, იმ საგმირო ფაქტმა, რომელიც ამ 66-იოდე დღის წინ ჩავიდინე – სიგარეტის მოწევას თავი დავანებე. თავისთავად სიგარეტის გადაგდებაში საგმირო არაფერია, ვიცი ხალხი, რომელსაც ერთი ორმოცდაათჯერ მაინც აქვს ეს გაკეთებული, მთავარია მოწევის არგაგრძელება, რაშიც მე მართლაც რომ გმირი ვარ.

ზედა აბზაციდან გამომდინარე, მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რასაც მართლა მოვინდომებ (აქვე გაიხსენეთ ფრაზა, რომელიც უამრავ მწეველს ახასიათებს – ”როცა მოვინდომებ, მაშინ დავანებებ” და ამას მოყოლებული სანთებელის ნერვიულად გაჩხაკუნების ხმა და მიხვდებით, რომ მარტო თქმა არაფერს ნიშნავს). ჰოდა ვიფიქრე, რატომ არ გამოვიყენო ეს სკილი ბლოგთან მიმართებაში? არაერთხელ შევხებივარ ამ თემას, დავადგინე კიდეც, რომ აუცილებელია ყოველდღე წერა, დავიწყე კიდეც მაგრამ მოვეშვი. მაგრამ ახლა მე მაქვს ზემოთხსენებული ყოვლისშემძლეობის სკილი!

მაშ ასე, ბევრი რომ აღარ გავატრაკოთ, შემოდგომის ბოლომდე არამგონია გავქაჩო ასე, მაგრამ სექტემბრის ბოლომდე, ანუ 30 რიცხვის ჩათვლით, ჩემს თავს ვიწვევ სოცშეჯიბრებაში, ყოველდღიური წერის. ვინაიდან და რადგან სექტემბერი გვპირდება, რომ საინტერესო უნდა იყოს, წესით პრობლემა არ უნდა მქონდეს იმაზე, თუ რა დავწერო. ყოველდღე თუ რამე მოხდება, მაგას რა ჯობია? ასევე ვიწვევ დოდკას და ვთხოვ მას, რომ მსგავსი არგამოცხადებული, მაგრამ მიმდინარე აქცია არ შეწყვიტოს, თორემ ჩემი შთაგონება ერთიორად დაიკლებს და ისევ ჩავეშვები ჭაობში. მაშ ასე, ველქამ თუ სექტემბერი!

აქვე პ.ს., რომელიც პოსტის body-ში ვერ ჩავატიე. იმედია შეამჩიეთ, რომ ჰედერი შევცვალე, ჰოდა მაინტერესებს რას ფიქრობთ ამაზე:

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

17 thoughts on “შემოდგომის მეორე დღე”

  1. ყვავო, დღეებს ნუ ითვლი, თორემ აუცილებლად ისევ დაიწყებ მოწევას.

    თუ გინდა, რომ სიგარეტს თავი დაანებო, საერთოდ უნდა განდევნო შენი ცხოვრებიდან, საერთოდ უნდა დაივიწყო მისი არსებობა. შენ კი დღეებს თუ ითვლი, ჩათვალე, დროის საკითხია როდის მოუკიდებ ისევ.

    მე ზუსტად 5 წლის წინ დავანებე თავი და ვიცი, დამიჯერე.

    და საერთოდ, გესაუბრო ჭეშმარიტ არამწეველზე?! :D

  2. კადოჩე, ჩემს გამოცდილებას გეტყვი ძალიან მოკლედ, ასე აჯობებს. ნუ, 7 თუ 8 წელი მაგრად ვეწეოდი. თავისი სტანდარტული რამე-რუმით, რომ “როცა მინდა მაშინ დავანებებ”, “რატო უნდა დავანებო”, “სუპერ-პუპერ-ულტრა-მეგა-ლაით კენტს თუ მოვწევ 0.000001 მილიგრამი კუპრით, ნელ-ნელა გადავეჩვევი და ზიანიც ნაკლები იქნება”, და “თითო ღერს შევამცირებ და ბოლოს გადავაგდებ”.

    მინდა გითხრა, რომ ყოველივე ზემოთხსენებული არის თავის მოტყუება – ნოთხინგ ელს. ერთ დღეს ავდექი, მთელი ჩემი აქსესუარები, ზიპოები, მთელი შეკვრა სიგარეტი ავიღე და დაცვის ბიჭებს ვაჩუქე. 2 კვირა მქონდა ქიმიური ლომკა, მერე 1-2 თვე დამრჩა ფსიქოლოგიური ლომკა, მერე სუფრაზე მოვხვდი და მაგრად გამიჭირდა, მაგრამ ვთქვი – ახლა თუ მოვწევ, ვერასოდეს ვეღარ დავანებებ და არ მოვწიე. ამ პატარა “გმირობამ” უფრო გამაძლიერა. მერე 1 წელი მახსენდებოდა ხოლმე და მინდებოდა ნაცნობ სიტუაციებში. მერე კი სულ დამავიწყდა.

    თუ გინდა, რომ დაანებო, უნდა აიღო და თქვა – “ძია ნიკოტინ! იძინაჰუი!”. აი, წარმოიდგინე, რომ ბორისოვს ან ლავროვს უშვებ რა ნაჰუიზე. მთელი სულით და გულით. და არა ისე – “მოდი, ნელ-ნელა გავუშვებ და ბოლოს ერთიანად”. ან, “ჯერ ცოტა ხნით გავუშვებ და ვნახოთ, თუ კარგად წავიდა, მერე მთლიანად”.

    ანუ საბოლოოდ რა.

    აი, შენ ახლა რომ დაანებე, რა იფიქრე – “არ მოვწევ ძალიან დიდხანს”, “არ მოვწევ 1 წელი”, “5 წელი”, “10 წელი”? თუ ასე იფიქრე, აზრი არა აქვს. უნდა თქვა – “ვსო, სიგარეტი მორჩა, აღარ მოვწევ არასოდეს, გულიც არ დამწყდება, იმიტომ რომ სუფთა შხამია”. :D

    არასდროს არ აყვე ცდუნებას – “1 ღერი”. 1 ღერი = ყველა ღერს. თან გახსოვდეს, რომ თუ იმ ერთ ღერს მოწევს, სიამოვნებას მაინც ვერ მიიღებ, სანამ თავიდან არ შეჯდები და არ შეეჩვევი ნიკოტინს.

    და საერთოდ, რა არის ნიკოტინის სიამოვნება. ქიმიურ დამოკიდებულებას ვგულისხმობ. აი, მეორე მხრივ შეხედე საკითხს. მე ვარ არამწეველი, თავს ვგრძნობ ძალიან კარგად, კომფორტულად. ჩემი მდგომარეობა აღვნიშნოთ 0-ით. ძია გრიშა, რომელიც დღეში 2 კოლოფს ეწევა, მუდმივად იმყოფება -1 პოზიციაში, ანუ მუდმივად განიცდის დისკომფორტს, რომ რაღაც აკლია. და მხოლოდ მოწევის მომენტში, როდესაც დანაკლისს აღიდგენს, ანუ -1-დან 0-ში ბრუნდება, სადაც მე ისედაც ვარ, მხოლოდ ამ დროს განიცდის კომფორტში დაბრუნების სიამოვნებას.

    იმ პერიოდში “უკანასკნელი სიგარეტი” წავიკითხე, მაგრად დამეხმარა. იქ ეწერა ზუსტად ასეთი რამ – ეს იგივეა, 2 ზომით პატარა ფეხსაცმელი ატარო და დღეში 15-ჯერ გაიხადო 5-5 წუთით, რომ სიამოვნება მიიღოო.

    კაროჩე, მაგარი საზიზღრობაა რა ეგ სიგარეტი. არასდროს აღარ იფიქრო მაგაზე, ეგ დღეების კაუნტერიც მოაშორე, თორემ სიგარეტს გახსენებს.

    თუ მაინცდამაინც გაგიჭირდება – “ლუდი, მპ3, ნაშები” :D

    ჰო, და კიდევ ერთი – დასავლეთში თამბაქოს კომპანიები თვითონ აფინანსებენ ანტითამბაქოს რეკლამებს, რადგან ტელეეკრანზე და ბილბორდებზე სიგარეტის გამოჩენა (თუნდაც უარყოფით კონტექსტში) მხოლოდ მოწევისკენ უბიძგებს ქვეცნობიერად.

  3. ესაა ძაან მოკლე? :) დაიცა, წავიკითხავ თან..

    edit: პრაჩეტალ. ის მართალია, რომ ნელ-ნელა შეუძლებელია დანებება, მეც ერთ დღეს ავიღე და აღარ ვეწევი იმის მერე. ნუ დღეების ქაუნთერი.. იყოს, რას მიშლის :) მეცოდინება რამდენად გმირი ვარ. და ნუ რაც შეეხება ტატუს, დავიხატავ ან დავიწერ რამეს, სავარაუდოდ :)

    ვოტ.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s