ერთი კვირის თავზე


randomაჰა, მიიწურა დღე მეშვიდე იმ დღიდან, რაც დაიწყო შემოდგომა და გამოცხადდა დიადი დღე, დღე სოცშეჯიბრებისა და ყოველდღიური პოსტვისა. მართალი რომ ვთქვა, ყოველდღიურად პოსტვა არ არის მარტივი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცი რა დაწერო ყოველდღიურად. დასაწერი ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ აქ თავს იჩენს ისეთი ობიექტური გარემოებები, როგორიცაა სიზარმაცე და დროის ფაქტორი. სიზარმაცეს მგონი არ უნდა ჭირდებოდეს დამატებითი ახსნა, რაზეა და რასთან ერთად იჭმევა, ყველა თქვენგანს გააჩნია მსგავსი ეგზემპლარი და შეუძლია დაღლამდე იექსპერიმენტოს მასთან.

რაც შეეხება დროის ფაქტორს, ძალიან მოსაბეზრებელი და ჯანჯალი საკითხია, ხან სახლში ხარ, ხან არა, ხან სვამ და ხან უარესი, ასე რომ იდეა – მოდი ვწეროთ ყოველდღე, დგება დიდი საფრთხის წინაშე, რომლის თავიდან აცილებაც ძალიან ძნელია. მაშ რა ვქნათ? გამოსავალი თითქოს და მარტივია – მოვეშვათ ამ სულელურ იდეას.

მაგრამ ასე რომ არ გამოვა, პრაქტიკამ უკვე არაერთხელ აჩვენა და თუ ცოტათი დავფიქრდებით მივხვდებით, რომ ასეც უნდა იყოს – რაც უფრო იშვიათად წერ ბლოგზე, მით უფრო იშვიათად ვარდება მისი სახელი სხვადასხვა გემრიელ ადგილებში, რომლებიც უზრუნველყოფენ კიდეც მის პოპულარობას, კითხვადობას და სხვა მრავალ -ობას. ანუ გამოდის რა? თუ გვინდა გვქონდეს კითხვადი, მოწონებადი და ა.შ. -ადი ბლოგი, უნდა გავხადოთ მისი ჩანაწერები რეგულარული. თუკი ვიტყვით, რომ ბლოგი განახლდება ყოველ დღე, მაშინ ლოგიკურია, რომ პოტენციური მკითხველი დაელოდება მის ყოველდღიურ განახლებას და თუნდაც ერთ ჩაგდებულ დღეს ჩათვლის ღალატად, სამშობლოს გამყიდველობად და ა.შ., ანუ ქართულად რომ ვთქვათ, ამ მკითხველს დავკარგავთ.

მასაშადამე, ორიოდე არეული  სიტყვით შევაფასე მგონი ის სიტუაცია, რომელიც არის ბლოგების განახლებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ჩემი ბლოგის მაგალითზე, თუკი რამე გაიგეთ ხომ კარგი, თუ ვერა და ვეცდები შემდგომ, როცა უფრო დალაგებულ ჭკუაზე ვიქნები, უფრო დალაგებულად გადმოვცე სათქმელი, რომლის მოკლე შინაარსიც ასეთია – წერეთ ნებისმიერ ფასად.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

6 thoughts on “ერთი კვირის თავზე”

  1. ყოველდღიური პოსტვა ბლოგისთვის მართლა მაგარია. მე უკვე მესამე დღეა პოსტებს ყოველდღე ვაცხობ და ეს ბლოგის ვიზიტორების რაოდენობაზეც აისახა. ახლა დასაწერიც უფრო მეტი მექნება. პახოდუ, ყოველდღიურ გაზეთშიც მიწევს წერა და copy+paste-ს რა უნდა? ნუ, შეიძლება ყოველდღე არ ვაკეთო სტატიების copy+paste, მაგრამ ეგ პრობლემაა არაა, სხვა ამბებიც ბლომად მიგროვდება მოსაყოლად. მთავარია, სიზარმაცის შემოტევებს გავუძლო :)

  2. მე ეგ პირობა ყვარელში დავუდე ჩემს თავს და პატიოსნად ვასრულებ რაც ჩამოვედი :lht:
    ისე ის მეხმარება, რომ რამდენიმე პოსტი წინასწარ მქონდა გამზადებული და უდროობის ჟამს იმეებს ვიყენებ.. კიდევ იდეები მაქვს დადრაფტული და როცა უმუზობა მაწუხებს გადავხედავ და ისე ვწერ ხოლმე..
    მოკლედ, მთავარია ორგანიზებაო ნათქვამია :დ

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s