საიტი Youtube რომ პოპულარულია და ყველამ იცის, ამაზე უკვე ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ დედაჩემიც კი იქედან ამოღებული ვიდეოებით მელაპარაკება უკვე. თუმცა მან არ იცის იმ პატარა საიდუმლო ღილაკის დანიშნულება, რომელიც ძალიან საჭიროა ამ საიტზე – Subscribe ანუ არხის გამოწერა.
მინდა წარმოგიდგინოთ ის არხები, რომლებიც გამოწერილი მაქვს და თქვენც ამისკენ მოგიწოდოთ (წარმოდგენისკენ ანუ, გამოწერა ნებაყოფლობითია):
თბილისი- ბრჭყალებში იმიტომაა, რომ ეს არხი არაა, ეს არის ტეგი, ამ ტეგით მომდის ის ვიდეოები, რომლებიც თბილისთანაა დაკავშირებული. მართალი რომ ვთქვა, ბევრი სულაც არ არის.
- ანაკონდა – ეს არის ერთი ქართველი ვლოგერი, რომელიც იმყოფება გერმანიაში და საერთოდ, ჩემი მუზაა ვლოგინგის ამბავში.
- ბივი88 – ჩემი ფარული საყვარელი, რომელსაც აგერ უკვე მეორე წელია უშედეგოდ შევტრფი, მაგრამ ის ნორვეგიაშია და მე აქ. არც ნორვეგიული ვიცი, სამაგიეროდ სასაცილო პაროდიული ვიდეოები აქვს სხვადასხვა სიმღერებზე.
- კოლეჯიუმორი – ჩემი ფავორიტი. უძლიერესი და უსასტიკესი იუმორია, ეს არ არის ერთი ადამიანი, ეს არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც აკეთებს კარგ ამერიკულ იუმორს.
- დვორსკი, ენდოფზივორლდი და ფელერფანტასტიკა – ამათგან საუკუნეა არ მომსვლია არცერთი ვიდეო, ასე რომ არ ვიცი რას აკეთებენ და რას მოითხოვენ :)
- ინდიმოგული – ინდი ფილმმეიკერის სამაგიდო წიგნი, უფრო სწორად არხი. სტუდია, რომელიც აწარმოებს უბიუჯეტო ფილმებს და რაც მთავარია გვასწავლის, როგორ უნდა ვქნათ ეს. ძირითადად ორიენტირებულია რეალურ და იაფ ეფექტებზე. მასტ სი.
- ჯოუი და დევიდი – კოლეჯხუმორის ჯგუფის წევრები. შესაბამისად ზემოთხსენებული იუმორის მოყვარულებს არ გაწყენდათ ეს არხი.
- მონდომედია – ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სადისტური მულტფილმის ”Happy tree friends”-ის მწარმოებელი სტუდია. თუკი ერთი სერია მაინც გაქვთ ნანახი ამ მულტფილმის, ამ არხის არგამოწერა არის დანაშაული და ისჯება უსასტიკესად. მეთოდები შეგიძლიათ მულტფილმის სერიებში იხილოთ.
- როკეტბუმი – ინტერნეტმემეების, რანდომ ინტერნეტ ამბების და მსგავსი რაღაცეების საბადო. დაახლოებით ისეთივე ვიდეოების საწარმო კანტორა, როგორ პოსტსაც ახლა კითხულობთ.
- სეტკომედი – ეს ახალი გამოწერილი მაქვს, მაგრამ კარგი რაღაც ჩანს, ”Family guy”-ს მსგავსი მინიანიმაციური შოუებია, მგონი იგივე ადამიანია, ვინც ზემოთხსენებულ ფემილი გაის აწარმოებს.
- დანარჩენები (ლიშტოტა და სხვები) – არააქტიური მწარმოებლები, რომლებიც ძირითადად პირადი სახის და ”ნახეთ ეს ბიჭი რა მაგრად წაიქცა” ტიპის ვიდეოებს დებენ, თუმცა თავისი დაბალი სიხშირის გამო ხელს არ მიშლიან და არ ვშლი გამოწერებიდან.
ესეც ასე. კარგი იქნება, თუკი თქვენც დააშეარებთ საკუთარ გამოწერებს, იქნებ რამე კარგი იპოვოს ვინმემ.
SethComedy – მინი მულტფილმები ულიმიტო იუმორით
Google – გუგლის სერვისების სიახლეები
TopGear – carrrrrrs
Zuzumbo – ჩვენს ზუზუმბოს საინტერესო არაფერი გამორჩება ეთერში.
headless99 – Bremya Novostey-ს გამოშვებები
GoPotatoTV – ტუტუცი ანეკდოტები ძალიან ლამაზი ფლეშ გრაფიკით.
ლინკები?
http://www.youtube.com/user/უზერი
და ა. შ.
მარტში პრეზენტაციისთვის დამჭირდა ვიდეოები ჩინეთ-ტიბეტის კონფლიქტზე. იმ დროს გამოვიწერე და დღთესაც ისეთი საინტერესო რაღაცეები მომდის, ყბა მივარდება ხოლმე. იუტუბი ჩემი ტელევიზიაა, რა.
კარგი რამეებია, თუმცა აღარ ვრისკავ: იმდენი მქონდა, 2/3 ბოლოს მოვშალე, თორემ ჭედავდა იუთუბი
ჟოჟკავთ ინფორმაციას? :D
saukuneshi ertxel vtvirtav videoebs da imitom
magram samagierod kai videoebia xolme, ara?
იმდენი ხნის წინ ვნახე შენი ვიდეო ბოლოს, რომ აღარ მახსოვს :)
lol…აქაურობა ისევ ფორმაშია:) “ნახეთ ეს ბიჭი რა მაგრად წაიქცა”-ზე ბევრი ვიცინე…ესეთი ჰუმორი is haunting us forever..ჰოდა ანაკონდას ბლოგის ლინკს ხომ არ დააგდებდი? ინწირესტნო
აგერ ა: _http://www.youtube.com/user/Annaconda1984