Facebook


გადავყევი ამ ფეისბუკს. გადავყევი რა, არც ტაძარი ამიგია მისთვის და არც ფანკლუბი შემიქმნია, მაგრამ ფაქტია, რომ გადავყევი. მან ჩაანაცვლა ჩემთვის ბლოგიც, მესენჯერებიც და ნაწილობრივ ფორუმიც. ამაზე ვიღაც წერდა უკვე, რომ მალე ასე მოხდებაო და ბლოგები ჩაიძირებაო და ა.შ., მაგრამ ახლა ჩემს თავზე ვიგრძენი ყველაფერი.

საქმე იმაშია, რომ ფეისბუკზე რამდენიმესიტყვიან სტატუსებში შენი ყოველსაათობრივი გრძნობის გამოხატვა უფრო ადვილია, ვიდრე ამ ყველაფრის დაგროვება და მერე დღის ბოლოს ერთ დიდ პოსტში დაწერა, რაც ახასიათებს ბლოგზე წერას. ხოლო ის ვარიანტი, რომ იგივე ყოფელსაათობრივი ე.წ. სტატუსები ბლოგზე პოსტო, იმდენად აფსურდულია, რომ განხილვასაც არ ექვემდებარება.

იგივე ეხება სხვადასხვა ლინკების თუ ვიდეოების დაშეარებას. მამენტ აქ მთლად მართალიც არ ვარ, თავისუფლად შეიძლება ფავორიტი ვიდეოების გადმობლოგვა, ისევე როგორც სხვა რამეებისა, მაგრამ რაღაცნაირად უსიამოვნო გრძნობა მიჩნდება ხოლმე, როდესაც რაღაც არასაკუთარ ვიდეოს ვდებ ბლოგზე, თითქოს რაღაც ვარეზნიკად ვგრძნობ ხოლმე თავს, რაღაც ხლამს რომ პოსტავს ხოლმე დღეში 900 ცალს.

ესეც შენი მორიგი დილემა – კარგად ვწეროთ და იშვიათად, თუ ხლამი და ხშირად? Решать вам.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

24 thoughts on “Facebook”

  1. იმჰო, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ბლოგსაც და ფეისბუქსაც. ყველა შენს ემოციაზე ან აზრებზე ვერ დაწერ ფეისზე რამდენიმე წინადადებით, ისევე როგორც ყველა 5 წუთში ბლოგზე ვერ დაპოსტავ. ერთი მეორეს არ ცვლის, ან შეიძლება, მე არ ვარ ფეისის ისეთი აქტიური მომხმარებელი, რომ ბლოგი ჩაენაცვლებინა ჩემთვის.

  2. ანუ აზრი ვერ გამოვხატე ეტყობა მთლად გასაგებად – ჩაანაცვლა იმ პონტში, რომ ფეისბუკზე რომ ვწერ ხშირად მიმდინარე აზრებს, საბოლოოდ მგონია, რომ ეს უკვე ვთქვი და ბლოგზე რაღატომ დავწეროთქო, რითაც ბლოგი ზარალდება ისევ და ისევ :)

    ვოტ.

    1. ხო, გავიგე, მაგიტომაც ვამბობ, ეტყობა მე რომ არ ვარ ფეისის ისე აქტიური მომხმარებელი და მაინცდამაინც ხშირად არ ვცვლი სტატუსებს, იმიტომ არ უშლის ბლოგს ხელს. :)

    2. ჰო ნუ მაშინ შეიძლება. აქ ლაპარაკია ისეთ ხალხზე, რომლებიც ყალთაბანდობენ და ამ ყალთაბანდობას ფეისბუკს აბრალებენ. ჩემი თამადობით.

  3. ვარიანტები ცხადია არსებობს, მაგრამ ძირითადად ეგრეა, გინდა თუ არ გინდა, ფსიქოლოგიურად ხდება მასე.

    ნუ არამარტო ფეისბუკზე, ტვიტერზეც შეიძლება იგივე განივრცოს, ვინც ხმარობს – ადნაკლასნიკებზეც და ა.შ., ანუ სოციალურ ქსელებზე :)

  4. აი მაგალითად წუხელი ვნახე ისეთი სიზმარი, რომ შეშინებულმა გავიღვიძე. ამაზე ადვილად იწერება ფეისბუკზე, მაგრამ ვერ დაწერ ბლოგზე, უაზრობაა ძალიან :)

    დაშლო?

  5. პოსტს როცა წერ ვთქვათ იცი ის კაია თუ ცუდი ? შენ როგორც და რაც გაგისწორდება ის უნდა პოსტო მითუმეტეს გააჩნია რა სტადიაში იმყოფება შენი ცნობიერება და გარემო პირობები

  6. სოციალურ ქსელში ძირითადად მომენტალურ რეაქციაზე ვწერთ ხოლმე. ბლოგებზე კი უფრო ღრმად “ვუკიტინებთ” ასე ვთვათ. ეგ იმ დღიურს გავს, ვითომ მარტო მისთვის რომ წერენ. არადა სუთ სხვამაც წაიკითხოს და მერე გამოეხმაუროს :)
    ხლამიც ბევრი გამომდის ხოლმე. მაგრამ ჯერ ეგ მირჩევნია. ალბათ იმიტომ რომ დანარჩენმა დამღალა…

  7. რატომ ვარდები ერთი უკიდურესობიდან მეორეში? ერთი მეორეს ხელს არ ინდა უშლიდეს მგონი… ფასეულობების გადაფასება კი უცვლელი პროცესია!

  8. არცერთი სოციალური ქსელის მონაწილე არ ვარ და არც ბლოგი მაქვს. შესაბამისად, არავითარი პრობლემები არ მაქვს არჩევანთან დაკავშირებით :დ

  9. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს: ფეისბუქსაც, ბლოგსაც და ფორუმსაც. რაც შეეხება “რამდენიმესიტყვიან სტატუსებში შენი ყოველსაათობრივი გრძნობის გამოხატვა უფრო ადვილია” ამას… როდის როგორ.. ზოგჯერ ერთი სიტყვით გინდა გამოხატო, ზოგჯერ უფრო ვრცლად გინდა წერო. ამიტომ ჩემთვის ეგ პრობლემა არ არის : )
    კაცია და გუნებაო… ასეა საქმე

  10. მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა

    და ყოველსაათობრივი აღწერა რას იძლევა?
    ბლოგი გაცილებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია
    მირჩევნია, დღის ემოციის გაზიარება. და არის რაღაც, არც ჯობია ჩემთან დარჩეს ან ჩემს უახლოეს ადამიანებთან, ნეტის მიღმა (ან პირად მიმოწერაში).
    მოკლედ, სოციალური ქსელები არ მიყვარს :)

  11. ჩემთვის არ ჩაანაცვლა.
    იქ რასაც ვდებ, თითქმის ყველაფერი დროებითია (სტატუსები, ვიდეოები, ლინკები), რომელსაც უბრალოდ გავუზიარებს სხვას და ვრცლად საკუთარი აზრის გამოხატვის ან დისკუსიის მუღამი არ მაქვს. რამდენიმე დღეში ის ჩემი ნიუსები ჩალაგდება ქვემოთ და თვითონაც ევრ ვიპოვი.
    ბლოგი კი ბლოგია :))) რჩეულთა შორს რჩეული :D

    1. ნუ ბლოგი რომ ზი ბესტია, ეგ ჰო, რაღაც ნაწარმოებთა რჩეული კრებულის პონტში. მაგალითად რამე მოთხრობას ფეისბუკის ნოუთში არ დავაგდებ, დავწერ აქ. მაგრამ ”აუ რაღაც მახათი გამიცვდა და ახალი ხომ არ გაქვთ ვინმეს” – ვწერ ფეისბუკზე. მერე დღის განმავლობაში გროვდება ესენი და საბოლოოდ აღარაფერი მრჩება სათქმელი )))

  12. თავიდან კი, მაგრამ შემდეგ ცოტა სხვა გამოსავალს მივაგენი. პოსტს ფბ-ზე სტატუსზე დაწერილი კომენტარების მიხედვით ვშლი ხოლმე და უფრო ყოვლისმომცველი გამომდის.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s