Panoramio.com


ძალიან მიყვარს სასარგებლო საიტები, როგორებიცაა იუტუბი, ვიმეო, ფლიკერი და სხვა ისეთი საიტები, სადაც იცი, რომ შეხვალ და ბევრ და ძალიან სასარგებლო რამეს ნახავ, ხალხის მიერ ატვირთულს, იქნება ეს ფოტოები, ვიდეოები, პროგრამები თუ მუსიკა.

მინდა წარმოგიდგინოთ ერთი მსგავსი საიტი, რომელმაც ჩემი აღფრთოვანება დაიმსახურა და დორბლად დამღვარა. ეს არის პანორამიო (panoramio.com) – საიტი, სადაც განთავსებულია მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფოტო და სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი კუთხე-კუნჭულის ფოტოს დამატება.

ყველას, ვისაც ერთხელ მაინც გისარგებლიათ  გუგლის რუკით ან გუგლის Earth-ით, შემჩნეული გექნებათ ლურჯი წერტილები, რომლებიც მიახლოებისას იქცევიან იმ ადგილის ფოტოებად, სადაც ეს წერტილებია დასმული. ეს სურათები აღებულია ამ ზემოთხსენებული საიტიდან – პანორამიო და დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან სასარგებლო და საინტერესო ფუნქციაა (გასართობიც).

თავად საიტიც მოხერხებულადაა გაკეთებული, თავისი გუგლის რუკით, ტოპ სურათების განყოფილებით და სხვა პატარ-პატარა კანფეტობებით. ის ძალიან გავს უპოპულარულეს ფოტოსაიტს Flickr.com, რომელიც ასევე ძალიან ბევრი ფოტოგრაფისთვის (მათ შორის ქართველი) არის მშობლიური საიტი, თუმცა პანორამიოს აქვს ის, რაც ხდის მას ასე განსაკუთრებულს – სურათების ძებნა შესაძლებელია რუკის მიხედვით. მაგალითად გვინდა ვნახოთ სურათები, სადაც იქნება აისბერგები, პინგვინები და მსგავსი რამეები, მივდივართ ანტარქტიდაზე და ვნახულობთ იქაურ სურათებს, ყოველგვარი ტვინის ჭყლეტვის, საძებნი სიტყვების შერჩევის (”აბა ამას ჩავწერ, იქნებ იპოვოს”) და წვალების გარეშე.

და კიდევ, გაოცებული დავრჩი ქართველი ფოტოგრაფების და შესაბამისად საქართველოში გადაღებული სურათების სიმრავლით, სასიამოვნოდ გაოცებული. ასე რომ მოდით თქვენც და ქაჩეთ თქვენი მოგზაურობების და არამარტო მაგ დროს გადაღებული სურათები, პანორამები და პეიზაჟები. თითოუელი სურათისთვის მოგიწევთ მისი რუკაზე განთავსება და ეგაა. ხოლო დაახლოებით კვირაში ერთხელ ხდება ახალ ატვირთული სურათების გადახედვა და მათ Google earth-ზე განთავსება.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

13 thoughts on “Panoramio.com”

  1. რა პონტში არ აჩვენებს ჩემი ბლოგი შენს ბლოგზე დამატებულ პოსტებს? :სპყ:

    ნუ, შენს მოწოდებას რაც შეეხება, ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს, ასე ვიტყოდი. :) ანუ ატვირთეთ სურათებიო, ახლა ისეთი სურათები არ დადოთ, ადნაკლასნიკებზე რომაა “მე და ჩემი ძაღლი ჯუნა ურეკში” :)

    და ბოლოს: გავიგეთ რომ მოხდა ომი და დაინგრა ქვეყანა. რომელი იყო.. მემგონი 23 თუ 25 აგვისტო და გორის გუგლის რუკაზე ერთი 8 წერტილი მაინც გაჩნდა ერთ ადგილას, აი რომ დააწვები და ვარსკვლავივით რომ გაიშლება, ასე გადაიფურჩქნა და ერთი და იგივე სახლის 8 ხედიდან გადაღებული სურათი. კაი რა..

    1. რატომ უნდა აჩვენოს? o.O უნდა აჩვენოს?

      რაც შეეხება სურათებს – ხალხის სურათებს არ მიიღებენ, ადგილები უნდა იყოს გადაღებული, პეიზაჟები ასე ვთქვათ :)

      1. ქანეშნა უნდა აჩვენოს, ბლოგლისტში მაქვს და ყოველ ახალ პოსტს აჩვენებს ხოლმე სხვა ბლოგებისას და პლუს ზემოთ ამოაქვს ახლები. შენი კი განისვენებს ფსკერში სადღაც.. :) ტეხამს.

  2. გამარჯობა.
    მართალია ეს პოსტები უკვე მოძველებულია, მაგრამ გოოგლ–დან აქ მოვხვდი და იმედია ვინმე დამეხმარება.
    დავრეგისტრირდი პანორამიო–ში, ავტვირთე კიდეც ერთი–ორი ფოტო, ჩემი ჭკუით რუკაზეც კი მივამაგრე. სამწუხაროდ ამ ფოტოებს რუკაზე ვნახულობ მხოლოდ ჩემი კომპიუტერიდან. როგორც კი სხვა კომპიუტერიდან შევდივარ, პანორამიო–ში ჩემი ფოტოები არ დევს. ვერ მივხვდი: თუკი ქსელში ავტვირთე, მისი ნახვა ყველას უნდა შეეძლოს, ასე არაა?
    კიდევ, როგორ უნდა მოვიქცე საიმისოდ, რომ მაგალითად გოოგლ Earth–ზე პანორამიოში ატვირტული ფოტოები დატანებულ იქნას?
    იქნებ ცოტა დაწვრილებითი ინსტრუქცია მომაწოდოთ?
    აქვე, კიდევ ერთი შეკითხვა გოოგლ Earth–თან დაკავშირებით. ვის შეუძლია, რომ პუნქტები დაიტანოს რუკაზე?

    1. პანორამიოში ატვირთული სურათები გადის მოდერაციას, სანამ რუკაზე მოხვდება, ასე რომ შეიძლება ერთი თვეც კი დაჭირდეს მის გამოჩენას.

      იქ უწერიათ ხოლმე შემდეგი მოდერაციისას რა ნომერ სურათამდე შეამოწმებენ და მაგაზე ნაკლები ID თუ აქვს შენს ატვირთულს, ე.ი. მოხვდება. თჲმცა მოდერაცია სადღაც ორ კვირაში თუ ერთ თვეში ერთხელ ხდება.

  3. დიდი მადლობა.
    ამასობაში მეც წავიკითხე ინსტრუქცია, რაც ძალიან არ მიყვარს. მაშინ კიდევ ერთი შეკითხვა. Google Earth-ში ჩვენ შეგვიძლია პუნქტები რომ დავიტანოთ? ბევრი ადმინისტრაციული ერთეული საქართველოში არაა დატანებული. არის მსგავსი რამ შესაძლებელი? თუ ამას თავად Google Earth აკეთებს?
    თუ ჩვენც შეგვიძლია, იქნებ ამიხსნათ, როგორ?

    მადლობა :)

    1. წესით გუგლი უნდა აკეთებდეს, მაგრამ არ აკეთებს. ამიტომაც შექმნა ინსტრუმენტი, სადაც ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს რამე სასარგებლო. Google Mapmaker-ი, ასე რომ შეგიძლია შეხვიდე და ნახო ყველაფერი.

      ცხადია მოდერაციას მანდაც გადის :))

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s