Immortal Drunkards-ცანგალა და გოგონა (კლიპი)


პატივცემულო საზოგადოებავ!

მოგეხსენებათ ალბათ, რომ აგერ უკვე ორიოდე კვირაა, რაც ჩემი აპარტამენტებიდან არ მაქვს ინტერნეტ რესურსებზე წვდომა, რასაც მართალი რომ ვთქვა ძალიან განვიცდიდი საწყის პერიოდში, მაგრამ ახლა ნელ–ნელა ვიკიდებ. აქვე აღმოვაჩინე, რომ ამ მოვლენას თავისი პლიუსებიც გააჩნია, რომელთანან ერთ–ერთიც მინდა წარმოგიდგინოთ.

აგერ უკვე სამიოდე წელია, რაც ჯგუფი “იმორტალ დრანკარდსი” ეწევა შემოქმედებას. თავიდან ეს ვიყავით მე და გეგა, შემდეგ კი ყველაფერს მიეცა ერთი მსახიობის თეატრის სახე – მე და სხვები, ანუ თითო სიმღერაში თითო მოწვეული ადამიანი. ერთი საერთო იდეური ხაზი, რაც შეიძლება ასე თუ ისე ჩანდეს არის ის, რომ გეგა და მროველი მაინც შეიძლება ჯგუფის ბირთვის ნაწილად ჩაითვალოს.

ჩვენი შემოქმედების ადრეულ პერიოდში, შორეულ 2007 წელს ჩვენ შევქმენით ჩვენი ერთ–ერთი პირველი ნაწარმოები – “ცანგალა და გოგონა”, რომელიც მართალი რომ ვთქვა, დიდად არაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ასევე არ გეცოდინებათ თქვენ ისიც, რომ ამ ორიოდე წლის წინ ამ სიმღერის კლიპის გადაღებაც დავიწყეთ, მაგრამ უთავობისა და გამო ვეღარ მოვაბით თავი მის დამთავრებას.

და აი ახლა, როდესაც ინტერნეტის გარეშე დავრჩი ხანგრძლივი დროით, მოვაბი როგორც იქნა თავი ამ ყველაფერს, სიმღერის ე.წ. რემასტერიც გავაკეთე, ანუ ახალი ჟღერადობა შევძინე და კლიპიც დავამთავრე. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ზუსტად ამ კლიპის წარმოდგენა მინდა ახლა თქვენთვის. იგი გადაღებულია სამოყვარულო კამერით, მასში მონაწილე მსახიობები არ არიან პროფესიონალები, თუმცა ყველაფერი გულით არის გაკეთებული, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა ამაში: მროველს და აპოკალიფსს იმისთვის, რომ კამერები მათხოვეს, მსახიობებს, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვიდოდა და ბოლოს საკუთარ თავს, რომელმაც ჩაწერა, გადაიღო და დაამონტაჟა კლიპი.

ახლა კი ვიდეო:

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

5 thoughts on “Immortal Drunkards-ცანგალა და გოგონა (კლიპი)”

  1. In Yvava We Trust! როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივია. ჰოო.. პირველი პირის ხედი მომეწონა. კიდევ კარგია რომ სიუჟეტი, სიმღერა და კლიპის ატმოსფერო კარგად ჯდება ერთმანეთში. კრიტიკა.. რა არ მომეწონა.. რთული სათქმელია. იმიტომ რომ კატაც კი ისე კარგად ზის კლიპში, რომ მისი გაკრიტიკება ალბათ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს მოუწევს. :)

    პ.ს. უკვდავი ლოთების სხვა ვიდიუებიც იქნება იმედია. ლუდის ჰიმნს ველოდები მაგალითად. :)

  2. mec momewona :)
    magram, ertaderti rac mezedmeta da cota suuul sul cota qajuri iyo, esaa mowitalo ganateba :X chveulebrivi feri jobda ashkarad. nu, chemi azrit, mxolod :)
    idea kaia da aset rameze tavis ver mobma sisulelea, aqamdec rom yofiliyo ufro kai iqneboda :P ;)
    so good luck

  3. ტენკიუ ოლ :)
    ნუ წითელი ფერი იმიტომ ავიღე, რომ კამერის ხარისხიდან გამომდინარე ფერადი გამოსახულება არ ივარგებდა, ცუდი და ხანიგური ფერები იჯდა, შესაბამისად ყველა დანარჩენი ერთფეროვანი გამოსახულებიდან ამოვარჩიე წითელი :) უფრო აგრესიული და ა.შ.–ა.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s