ფსაიტრანს ფართი ბირთვისში


ამასწინათ, როდესაც უინტერნეტობაზე მოვთქვამდი, იქვე ვახსენე კიდეც ბირთვისი და ტრანს ფართი მის მიდამოებში. იქვე დაგპირდით, რომ თუკი სურათებს ან/და ვიდეოებს ჩავიგდებდი ხელში, აქაც შემოგთავაზებდით. რაღა თქმა უნდა ამის იმედი არც მქონდა, მაგრამ დღეს ინფესტამ გამომიგზავნა თავისი გადაღებული რაღაცეები და მეც დავაგალერეე მაშინვე.

ორიოდე სიტყვით ფართიზე. მისი ორგანიზატორი ჩემთვის უცნობია და ასევე უცნობი დარჩებოდა მისი ჩატარების თარიღიც, ჯასტიკას რომ არ დაერეკა გასვლამდე ერთი საათით ადრე და არ ეთქვა ამის შესახებ. ასე იყო თუ ისე, 3 ოქტომბრის საღამოსთვის ჩვენ ჩემთვის უცნობ ადგილზე ვიყავით, საიდანაც იწყებოდა ფეხით სასიარულო ბირთვისისკენ. ხალხი, ვინც ამ ფართის აკეთებდა, წინა დღით ასულა იქ თურმე და გზაზე მაჩვენებლებიც დაუტოვებია, როგორც ჩვენ ვიცოდით 5 ცალი და როგორც აღმოჩნდა 9, რამაც მეექვსეს გამოჩენისთანავე თავზარი დაგვცა. თუმცა ჩვენ ეს თავზარდაცემა გამოვიყენეთ ჩვენს სასარგებლოთ, იქვე პატარა რიტუალი ჩავატარეთ და გზა განვაგრძეთ. გთავაზობთ ამ რიტუალის ვიდეოს:

Link: http://vimeo.com/7141892

ასე იყო თუ ისე, განვაგრძეთ ამის შემდეგ გზა და დაახლოებით ერთი საათის შეუჩერებელი სიარულის შემდეგ მივედით იქ, სადაც დუმდნენ… არა, არ დუმდნენ, მივადექით ადგილს, საიდანაც ფსაის ჯადოსნური ხმები ისმოდა. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, ტყე (თან იცით ალბათ ბირთვისის ქვაბებში რანაირი ტყეა – გარშემო კედლები და შუაში პატარა ნაპრალში ხართ შენ და ტყე), ოდნავ შებინდებული და ამ დროს ხეობის ძირიდან ამომავალი ჯადო. ცხადია დაღლილობის დონისგან დამოუკიდებლად ყველანი გავიქეცით ხმისკენ და ათიოდე წუთში ფსიქოდელიურად გაწყობილ იმპროვიზირებულ დენსფლორზე აღმოვჩნდით.

[ დააჭირე ლინკს რათა განაგრძო კითხვა, გაიგო რა მოხდა შემდეგ და  იხილო სურათების გალერეა ]მალე ბარსაც მივაგენით, რომელსაც ბოროტი ძია იცავდა აბობოქრებული ბრბოს შემოტევისაგან და ვინაიდან და რადგან ჩვენი ყველა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, ამიტომ კარვების გაშლას შევუდექით, უფრო სწორად ისინი შეუდგნენ, ვისაც ჰქონდა, დანარჩენები კი ან ხელს ვუშლიდით, ან უბრალოდ ვსოციალიზირდებოდით, ანუ ვურთიერთობდით. შემდეგ გაგვახსენდა, ჩვენც უნდა დაგვეკრა და ტუკიჯას ლეპტოპს მივესიეთ, ჩვენ-ჩვენი ტრეკების გადასაწერად. ცოტაც და ბარი გაიხსნებოდა და ფართი დაიწყებოდა.

მაგრამ ჩვენი იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, ის იყო ხმა გავასწორეთ, დავაყენეთ შესაბამისი ხმამაღლობა, აი გულს რომ ესიამოვნებოდა ისეთი და უეცრად ყველაფერი ჩაქვრა და გაჩუმდა, მხოლოდ ლურჯად მოციმციმე ბლექლაითები და ჩუმად მოჩიხჩიხე სარეზერვო გენერატორი არღვევდნენ კუბოს შეგრძნებას. აქედან დაიწყო ჩვენი და გენერატორის ორთაბრძოლა, დაახლოებით ორი თუ სამი საათი ის გვჯობნიდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ ვიშოვეთ 15-იანი კლუჩი და მოვხსენით ე.წ. სვეჩა, რომელიც სათანადო დამუშავების, ანუ ცეცხლში ჩაგდების შემდეგ ჩავაყენეთ უკანვე და გენერატორიც დაიქოქა.

ამ მომენტიდან უკვე ძალიან ბუნდოვნად მახსოვს მოვლენები, რადგან ბარი უკვე დიდი ხნის გახსნილი იყო და მეც, ისევე როგორც იქ მყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა, ბარბაც-ბლეკში ვიყავი გადავარდნილი. ერთი ის მახსოვს ბუნდოვნად, რომ ვიღაცის დაკრულზე ვცეკვავდი, მერე ჩემს დაკრულზე ცეკვავდნენ ვიღაცეები, მერე კიდევ ვიღაც უკრავდა, მე კი ასევე ვიღაც ინგლისელთან ერთად სმის სისწრაფის რეკორდის მოხსნას ვცდილობდი. გარშემო ფსიქოდელიის სუნი იდგა, რასაც სასმლის სუნთან ერთად ხარბად ვისუნთქავდი და თანდათან ცისკენ მივიწევდი…

დილით ვიღაც გოგოების კარავში გამეღვიძა, რომლებიც მანამდე არასოდეს მყავდა ნანახი და შესაბამისად ისიც უცნობია ჩემთვის საიდან აღმოვჩნდი იმ კარავში. შემდეგ უკვე პროზაულ ნაწილზე გადავედით, ანუ ავეხვეტეთ ნელ-ნელა და წამოვედით. ვიღაცეები დარჩნენ კიდევაც, მაგრამ მე ამაზე აღარ ვფიქრობდი, მხოლოდ საპახმელიოდ შემორჩენილ ლუდის ბოთებზე ვფიქრობდი. ასე იყო თუ ისე, საღამოსკენ უკვე თბილისში ვიყავით, ფიზიკურად დაღლილები, მაგრამ მორალურად ამაღლებულები.

ახლა კი დატკბით სურათების გალერეით, რომელიც გასაგები მიზეზების გამო მხოლოდ იმ სურათებს შეიცავს, რომლებიც იქ მისვლამდე გადავიღეთ, მერე სურათებისთვის აღარავის ეცალა.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

11 thoughts on “ფსაიტრანს ფართი ბირთვისში”

  1. სად ბირთვისებია ეს მგონი საქართველოშ ერთი ბირთვისია თეთრი წყაროს რაიონში ჩემ სოფელთან არი მუაგარი ადგილიაჰ

  2. დურა, კი არ ჩაქვრა, ჩაქრა :პ
    ხოდა რიდ მორი როგორ უნდა გადააქართულო არ იცი ხო? შესავალი რომ დაუწერე იქ

    ხო, რიტუალი მომეწონა ფრიად
    სურათები მისვლის შემდგომიც რომ იყოს, გაასწორებდა

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s