ირანი.GE


police

ამ ყველაფერზე კომენტარი მხოლოდ ერთი შეიძლება გაკეთდეს – მოვტყან სიტყვის თავისუფლების გურჯული გაგება და ირანისკენ მიმავალი ყველა გზა.

საერთოდ მე მსგავსი გარჩევების მიმართ ძირითადად ინდიფერენტული დამოკიდებულება მაქვს, არც ”ბავშვები გამოუშვით” ყვირილით გავქცეულვარ არსად და არც პირიქითა ქმედებისთვის დამიჭერია მხარი. მაგრამ ეს, რაც ამ სკრინზეა გამოსახული და რაც გახარებული სახით პირველ ნიუსად გვახარეს ტელენიუსებში, არის მარაზმი, საშინელება და სიტყვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა.

და რისთვის კეთდება ეს? პასუხი მარტივია – ბრბოს თვალში ქულების დასაწერად, ”აი ჩვენ როგორ ვიცავთ პატრიარქს”… საზოგადოებაც დუმს და იმას ვერ ხვდება, რომ ხვალ ნებისმიერი ჩვენგანის მოქესტვა შეუძლიათ, ნებისმიერი ბრალდებით. მაშ მოდით, დაველოდოთ ერთად :)

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

29 thoughts on “ირანი.GE”

  1. უმამესი კომენტარი ფორუმიდან:

    ხვალ რომ საქართველოში ჭოკით ხტომის მოყვარულთა რიცხვი რადიკალურად გაიზარდოს და კრიტიკული მასა შეადგინოს, ესენი საჯაროდ გადახტებიან ჭოკით მტკვარზე და კვლავ უმრავლესობის “ინტერესის დამცველები” გახდებიან.

  2. როგორ მაინტერესებს, ერთი რა მუხლით დაიწყო გამოძიება! და რა მუხლით წაუყენებენ იმ საწყლებს ბრალდებას! ვერაფერი მოვიფიქრე! ალბათ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს შეიტანენ! :(

  3. ფორუმზე ხმები დადის, რომ 114-ე მუხლითო, რომელშიც შედის დაჭერა, წამება, დამცირება და ათასი უბედურება…

    :) ალბათ გატაცებასაც დააბრალებენ.

    1. ე.ი. ფორუმის იურისტები მოიკოჭლებენ, იმიტომ რომ 114 მუხლი არის ადამიანის მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით… და რა გატაცებაზეა საუბარი :D WTF?

      1. ძალადობის განმარტება: სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება…

        ანუ ვერც ძალადობის (126) მუხლით დააკვალიფიცირებენ! :D

        წავჭამე ტვინი, მაგრამ ეგრეა! :D

        1. არა, არა, 144-ეს მესამე პრიმა თუ რაც ქვია, ეგ მუხლია – ”დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა”

          თუმცა მთლად სწორად არ მიმაჩნია

  4. ”ქრეიზი თოქში” გაკეთებული რაღაცა ვიდეოა, სადაც პატრიარქის ერთი სურათია, პირია ამოძრავებული და რაღაცეებს ამბობს პრეზიდენტზე.

    1. არ ხარ მართალი, რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია, მეც, შენც და პატრიარქიც. კანონსაწინააღმდეგო კი არაფერი გაუკეთებია.

  5. ვაა ტეხავს. თან ისე კი არა, აი ძალიან ტეხავს.
    ამას წინათ მოვუსმინე, მემგონი გვიტრაკებდნენ დასავლეთიდან რელიგიურ დისკრმინაციასთან დაკავშირებით.
    საინტერესოა ასეთ დაუფარავ სლეობის ფაქტზე რას იტყვიან. იმედია მიაწვებიან.
    აბა ხალხი არ გამოვა ”ბავშვები გამოუშვი”-ს ძახილით ამათზე :\

  6. ავტორს: და თქვენ მაინტერესებს ძალიან გამცეთ პასუხი, პატრიარქს არ ქონდა სიტყვის თავისუფლება მის თავისუფალ აზრზე რომ დაიწყეს კრიტიკა?!!

  7. აუ როგორ მეშლება ნერვები იცი?
    ამ წუთას დავამთავრე ჩემთან იგივე თემაზე პოსტის წერა
    არც ერთი ჩვენგანი არ არის დაცული და ეს დებილი ხალხი მაინც ვერ ხვდება, ფიქრობენ, რომ მთავარი ის ტიპია, ვინც ვიდეო დადო. თორე რას ამბობ, იმას თუ შეაგინებენ სამოთხეში მოხვდებიან რა

  8. პატრიარქმა თქვა რომ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა როცა ომი დაიწყო და შესაძლებელი იყო რომ ეს დაპირისპირება თავიდან აცილებულიყი. უწმინდესის ამ განცხადებას მოყვა ათეისტების მხრიდან კრიტიკა და შეურაწყოფა. მე ვსვამ კითხვას პატრიარქს არ ქონდა თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება?!

  9. azris gamotqmas gaachnia , ra ici ra tqvas . sheni azris gamotqmit sxvas sheracxyopa ar unda miayeno mitumetes saero pirs . titqmis igive variantia turqetshi cudi ro tqvas vinmem ata turqze , xo moklaven iqve ?!

    shegnebis ambavia rac umetes qartvelebs ar gaachniat, amitom gaidzaxian sitkvis tavisuplebas gvizgudaveno.

  10. აუ, ნერვები მეშლება.
    ვიდეოს გამკეთებელზე, ვიდეოს მაყურებლებზე, ბავშვების დაჭერის ინიციატორებზე, იდიოტ ხალხზე და იდიოტ ქვეყანაზე…

    სერიოზულად, ამ ქვეყნის ხანდახან მრცხვენია. ძალიან.
    და რაც გინდათ, ის მიწოდეთ!

    რა მუხლით დაიჭირეს, მართლაც? ან რას უზამენ? პროტოკოლში რას დაწერენ? საერთაშორისო პრესა რას იტყვის? საზოგადეოება?

    ეს ხალხი, მგონი, სულ აღარ ფიქრობს…

  11. ამდენ კომენტარს რა წამაკითხებს ყვავა, მაგრამ ერთს ვიტყვი, სიტყვის თავისუფლება მანამდეა სიტყვის თავისუფლება, სანამ ის სხვის შეურაცხყოფაში გადავა.

    და ბლოგროლში რატომ არ ვართ Irakli და მე? :)
    http://samecniero.net დავუჭიროთ მეცნიერებას მხარი ;)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s