გამარჯობა სამყაროვ


მოგესალმები უმადურო და სიბინძურით აღსავსე სამყაროვ. კი არ ხარ ღირსი, რომ პოსტი მოგიძღვნა, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს, ღმერთებმა დამავალეს, რომ ასე უნდა მოვიქცე. მე მინდა ჩემი ინტერნეტ პროვაიდერის შესახებ მოგიყვეთ, რომელზეც მანამდეც ბევრჯერ მითქვამს ტკბილი სიტყვები, მაგრამ გპირდებით, რომ შემდეგ პოსტებში მასზე აღარ ვილაპარაკებ.

იყო დრო, როდესაც მე კავკასუსის დიესელის ასე თუ ისე ბედნიერი მომხმარებელი ვიყავი, მიუხედავად ხშირი დისკონექტებისა, მაღალი პინგებისა თუ სხვა ბედნიერებებისა, რასაც ასე თუ ისე მივეჩვიე. მთავარი ხომ ის იყო, რომ ინტერნეტი თითქმის ყოველთვის მქონდა. შემდეგ ეგ ყველაფერი დაიფუშა, კავკასუსის და ტელეკომის ცნობილი თაქის შედეგად და მეც ერთთვიან ოფლაინ რეჟიმში აღმოვჩნდი, რომელ დროსაც ერთი თემატური არტიც მივუძღვენით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

და აი გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს, ოფლაინი დამთავრდა და ჩემთან ჯელინკი შემოვიდა. ეს იყო დაახლოებით თვენახევრის წინ. ის დღე იყო და ის დღე, ვიფიქრე დავისვენე როგორც იქნა და აღარ მომიწევს გინებით აკლება კავკასუსის ოფისისათქო, მაგრამ თურმე სადა ბანაობ. ჯერ იყო და ნელ-ნელა დაიწყეს შემოპარება და ერთ დღესაც, როდესაც კომპი ჩავრთე, ინტერნეტის მაგივრად ყვითელი სამკუთხედი დამხვდა საათის გვერდზე. დაახლოებით ორი-სამი კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით მოდიოდა ხელოსნების კამანდა, გათიშავდნენ სადარბაზოს როუტერს, მიაერთებდნენ ახალ მეზობელს და როუტერის ჩართვა, რაღა თქმა უნდა, ორიოდე დღის განმავლობაში არც ახსენდებოდათ. მოკლედ, დავიტანჯე, გავწამდი, ამდენი რეკვით კავკასუსის ქოლცენტრის გოგოები ხმაზე მცნობენ და ორი უკვე ცოლობას მთხოვს საერთოდ. საქმეა ეს? ამაში უნდა ვიხდიდე ჩემს ოფლით და სისხლით ნაშოვნ ფულს?

ასე და ამგვარად დადგინდა, რომ კავკასუსი შეგნებულად აკეთებს ამას, ზრუნავს რა ჩემზე, რათა არ გავხდე ინტერნეტდამოკიდებული. მეც მადლობის მეტი რა მეთქმის? ან მეტი რომც ვთქვა, რა აზრი აქვს?

მორალი: ნუ ენდობით პროვაიდერებს, შექმენით თქვენი საკუთარი.

პ.ს. შემდეგ პოსტებში წარმოგიდგენთ პატარა ადოლფს, ჩემს უინტერნეტობის დროს შექმნილ შედევრს.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

4 thoughts on “გამარჯობა სამყაროვ”

  1. @Clown, არც ჩემთან ახურებს ჯელინკი. როცა გლობალური ხარვეზი იყო, 1–2 საათით გამოირთო ი ვსიო ;)
    და თუ ცოლობას გთოვს ვინმე, მი თუმეტეს კავკაზუსში მომუშავე, რავი, ცოტა ფული არ უნდა ჰქონდეს და ე ბიჯო, მიაწექი ;)

  2. მე 1 თვე ეგრე რომ გამაწვალეს და ყოველ დარეკვაზე სხვადასხვა მიზეზს რომ მეუბნებოდნენ, მაგიტომაც ავდექი და გადავედი ტელეკომზე და კმაყოფილიც ვარ :დიახ:

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s