Update @ Nov.09.2010: გუშინ ისევ დავაყენე სახატავი სოფტი და გადავწყვიტე, გავაგრძელო ამ სფეროში მუშაობა.
ეს არის კოდური სახელწოდება იმ პერსონაჟისა, რომელსაც შემდგომში უფრო ნორმალურ სახელს მოვუძებნით, ან არც მოვუძებნით…
მოკლედ და კონკრეტულად – ითქვა, რომ უნდა გაკეთდეს მულტფილმი, მაშასადამე გაკეთდება მულტფილმი. დღეს მე და საბამ პერსონაჟები და მათი ზოგადი დახასიათებები მოვახლაფორთეთ და დიადი მხატვარიც (ანუ მე) საქმეს შეუდგა. შემდეგ მას დიადი საუნდმასთა და არანაკლებ დიადი ანიმატორიც შეუერთდნენ (ანუ კვლავ და კვლავ მე, საბუნიას მორალური პადდერჟკის ფონზე) და აი ისიც, პერსონაჟი სახელად ”ნებიერა” (სამუშაო სახელი), რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ტანის მიბმაღა აკლია, მაგრამ ის, რაც მას სჭირდება საკუთარი ინდივირუალურობისთვის ანუ სახე, მოძრავი თვალები და მოლაპარაკე პირი – უკვე აქვს. იხილეთ:
ეს არის პატარა ნაბიჯი მთვარეზე და დიდი ნახტომი კაცობრიობის ისტორიაში, როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა. შემდგომ ნახტომებსაც მალე შეიტყობთ.
ეგ ისეთი მასტია ცოტა დაწვრილებული და ბავშვური ხმა მოუხდებოდა, ვინმე არამწეცევლის იტოგში : )))
სხვა მხრივ, საკაიფოდაა დახატული… ნაის : ))
საყვარელია ^^
ისე ნებიერა უხდება სახელად ) უაზრო და საყვარელი სახელია :D
wow… magaria… :) me momewona… :) tan sayvareli vigacaa, imas magonebs… ai, rustavi2 ze rom gadioda erti multfilmi, ra erqva, gmerto… agar maxsovs saxeli.. :D
დღეს ტანიც მივამატე :)
კარგი იდეაა!
ჰეჰ
ყოჩაღ სლივ
მიყვარს რამეებს რომ აკეთებ და დარდს არ ხარ მიცემული :)))
ხოდა ნებიერას შემდგომ სიახლეებს ველოდებით