მკვდარი თევზები


ადამიანი რომ ცხოველია, ამაზე წინა გაკვეთილში ვილაპარაკეთ და ამის ნათელ მაგალითად ის ვიდეოც და საერთოდ ფაქტიც გამოდგება, ვიღაც ტიპი რომ ”დინინი დიშინის” მღერის ჯეოსტარის შესარჩევზე და მერე მთელი საქართველო ეკაიფება, დაწყებული უბრალო ინტერნეტ იუზერებიდან, ჟიურის გავლით დამთავრებული ვანოს შოუთი და ვაბანკში ამ ტიპის მიწვევით. თითონ ფაქტი თითქოს და არაფრით განსაკუთრებული არაა – იმღერა ტიპმა რაღაც Yლეურად, მოეწონა ხალხს და მიიწვიეს სხვადასხვა შოუებში. მაგრამ აქ მთავარია ის ფონი და დაფარული მესიჯი, რომლითაც ეს ყველაფერი მოხდა (ანალოგიური სიტუაციაა ”კოხორას” შემთხვევაში, ასე რომ მას ცალკე არ განვიხილავ) – ადამიანი თავისი ნების წინააღმდეგ აქციეს კლოუნად და ეკაიფებიან ყველა შესაძლო ფორმით. და რაც მთავარია თავად ”რუსთავი 2″-ის მესვეურებიც არანაკლებ სიამოვნებას იღებენ ამისგან, ვიდრე ის ხალხი, რომელზე ვითომ გათვლითაც ეს ყველაფერი კეთდება.

რუსთავი 2-ის შოუმეიკერების ავადმყოფური ფანტაზია ამ ყველაფერსაც გაცდა და ახალი შედევრი წარმოგვიდგინა. ამჯერად ქალი, გადაცემა ”ნიჭიერი”-ს მონაწილე, რომელსაც ”უყვარს პალმები და პაციფისტი მწერლები” (ან ევკალიპტები და მწერლები, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ამას). ეს არის ვიდეო, რომელიც თუკი მის გამავრცელებლებს დავუჯერებთ, შემთხვევით მოხვდა ინტერნეტში, რუსთავი ორის მიუვალი სერვერებიდან. ნეტავ მართლა ასეთი მარტივი მოსაპარია ვიდეოები მათგან?

თავად ვიდეო, ისევე როგორც მისი წინამორბედები, არანაირ მხატვრულ ღირებულებას არ წარმოადგენს. ეს არის ერთი უნიჭო ქალი, რომელსაც გონია, რომ იგი ნიჭიერია და ცდილობს ხალხსაც აჩვენოს ეს ყველაფერი. რატომ ამოირჩა ეს ვიდეო (სხვათაშორის დამონტაჟებული და არა შავი მასალა) ”შემთხვევით” ინტერნეტში მოსახვედრად, მგონი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს – ეს არის ვაირალ ვიდეოს შექმნის მცდელობა და ამ იდეის ავტორების სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ წარმატებულიც. მთავარი ეს არ არის, მთავარია ამ ქმედების მორალური მხარე, რაც ჩემი აზრით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მეტიც – ეს ყველაფერი არის კლასიკური გაგების ღორობა და ჩემთვის დგას იგივე დონეზე, რაც არის სულით ავადმყოფებზე კაიფი.

მოდით თქვენ თავად შეაფასეთ ეს ვიდეო, რამდენად ”შემთხვევითაა” იგი მოხვედრილი ინტერნეტში და რამდენად გამართლებულია მისი ამ კუთხით გავრცელება. ვინაიდან და რადგან მაივიდეოს ჩასმა აქ შეუძლებელია, ამიტომ შემოგთავაზებთ ლინკის სახით. მაესტრო, ფონოგრამა: http://www.myvideo.ge/?video_id=742415

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

22 thoughts on “მკვდარი თევზები”

  1. ყველა ეს ხომ არაა:

    (ნუ ცხოველების მიბაძვაო და ეგ გამახსენდა)

    იმ ქალის ვიდეოს ბოლომდე ვერ ვუყურე… ნერვები არ მივარგა…

  2. რასაც ჰქვია გულისშემძვრელი ისაა, ჯერ ამ ქალის მონდომებას რომ გვიჩვენებენ, მერე კადრი მოხორხოცე მაყურებელზე და მოკისკისე “მის პროფილზე” რომ გადადის, ის სადისტური სიხარულები გამახსენდა, საკუთარი უპირატესობის გრძნობით აღვსილნი, კვაზიმოდოს და მსგავს ჩაგრულებს რომ დასცინიან ფილმებში. უფრთო ანგელოზი არ ვარ და კოხორაზე მეც მიხალისია, მაგრამ ამ ვიდეოზე რაღაც ვერ…

  3. ძალიან დაგეთანხმებოდი კოხორაზე და დნნ დშნზე რომ ყოფილიყო, იმიტომ, რომ იმათ მართლა მათი ნების წინააღმდეგ გაუკეთეს და ცუდი რამე იყო მართლა
    მარა აქ კონტრაქტს უდებენ ამ ხალხს და ეუბნებიან, შენი ვიდეო შეიძლება ასე და ასე გამოვიყენოთ. ტაკ შტო, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი ეგ ქალი ცოდოა, გაუჩალიჩესთქო. იცოდა, რაზეც მიდიოდა.

  4. რა თქმა უნდა სპეციალურად დამონტაჟდა და გაეშვა. მე ადრეც ვისაუბრე ამ ღლეობა მაკნიერებაზე, და ვინც ამეებს “გასაშვებად ამზადებს” იმას უნდა გადაუღო ნძრევისას ვიდეო და გაავრცელო, იიშ!

  5. ჰო,მე წავაწყდი ერთ-ერთ ფორუმზე სრულიად განსხვავებულ აზრებს ამის შესახებ. თურმე, ეს ქალი სულელი და უნიჭოა და “რატო უშვებენ ეგეთებს სცენაზე ვე ვხვდები”. ასევე ის, რომ “ამ ქალის ადგილას სირცხვილით თავს ვერ გამოვყოფ” და ა.შ. ჩემი აზრით ეგ ქალბატონი მაგ ჟიურის წევრებს შორის ყევლაზე ჭკვიანია. ყოველ შემთხვევაში ეგ “ეტიუდი” თავისი შეთხზული მაინც არის, იმ მესამე ტიპისგან განსხვავებით (მე მგონი გეგა ქვია), რომელიც სხვის ღილაკებს აჭერს თითს, და ეს არც მეტი არ ნაკლები, კალკია Britains got Talent-ის ერთ-ერთი შოუდან. მე არ გამიგრძელებია კამათი. ეს ხალხი, დშნ და კოხორას შემდეგ მორიგ დასაცინ ობიექტს ეძებს. და დღეიდან ახალი სასაცილო ტიპები გაჩნდებიან, ვისაც მერე ვა-ბანკში მიიწვევენ და მაიას სენტიმენტალური გადაცემის გმირები გახდებიან. ჯანდაბაა! არ მომწონს , არა! არა!

  6. გეთანხმები…

    და იმ სათვალიანი და თეთრშარვლიანი ტიპის ღადავი რაღა იყო, უყურებდნენ და დასცინოდნენ..

    მე იმის ადგილას სულაც არ მივიდოდი მეორე ტურში.

    ამაზრზენიუს.. :ყეს:

  7. აუიჰ, ჩვენ “სუზან ბოილს” უსმინეთ?

    ნერვები მომეშალა, უკვე ყველაფერი დადგმული მგონია…

    რა მაინტერესებს: შოუში ყველაფერი დადგმული უნდა იყოს? აბსოლუტურად ყველაფერი?

  8. დაცინვას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა არაეთიკურია. უნდა ვაღიარო ჩემდა სამარცხვინოდ მეც გამეცინასავით :(
    ო, ჩვენი სუზან ბოილი ეგ უკვე ცალკე თემაა. ფაქტიურად თვალებში ნაცრის შემოყრა იყო მეტი არაფერი. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე უნიჭოდ ვაკეთებთ ყველაფერს :(

  9. კიდევ უფრო საცარი იცით რა არის, nichieri.ge-ზე კომენტარს თუ დატოვებ ისეთს სადაც პრეტენზიას გამოთქვამ დიდიან-პატარიანად შენ დაგესევა. ეს რა იყო კაცო! ლამის თავი ვიწყევლე რამ დამაწერინა-მეთქი :)

  10. მმ..
    ეს ქალი სრულ ჭკუაზე ვერაა.მართალია ინგლისურის კარგი სპეციალისტია მაგრამ აფხაზეთიდან არის და ის საშინელება რაც მანდ დატრიალდა საკუთარი თვალებით აქვს ნანახი და იმის მერე ცოტა..

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s