Death-ლაინი


მაშ ასე, მოვიდა ის თარიღი, რომელსაც ყველა ასე ელოდა, ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც, ვინც ჟურნალ ”ტაბულა”-ს ჯერ კიდევ ქორფა და უცოდველ რედაქციაში მოღვაწეობს. რედაქციაში, სადაც ჯერ არ დაღვრილა პირველი სისხლი და რომლის კედლებიც არ შეძრულა განწირული კივილით. თუმცა ყველაფერი წინაა და თან არც ისე შორს – ხვალ.

ხვალ იწურება ის პირველი გამოსაცდელი ვადა, რომლითაც ჩვენ ყველანი აგვიყვანეს აქ სამუშაოდ და ხვალვე დაატოვებინებენ ნახევარ რედაქციას თავის თბილ სავარძლებს. ხალხში პანიკაა, ზოგი ისე მოთქვამს და ზოგი ასე. ზოგმა უკვე ნეკროლოგებიც შეიდგინა და ახლა ალბათ სევდანარევი სიამაყით გადაავლებს ხოლმე თვალს. ასეა თუ ისე, რაღაცაში მართლებიც არიან, სრული გაურკვევლობის გამო ნებისმიერს შეუძლია იფიქროს, რომ სწორედ მას მოუწევს თავისი ნივთების მუყაოს ყუთში ჩალაგება და სახლში წასვლა.

მეც მათ შორის ვარ. მოუხედავად ჩემი ასე თუ ისე წარმატებული ჟურნალისტური სტარტისა, ჯერჯერობით მაინც არ ვიცი რითი დამთავრდება  ეს ყველაფერი. ძალიან არ მინდა, ამ ეტაპზე გამისროლონ სახლში, როცა როგორც იტყვიან, მუღამში შევდივარ. თუმცა თუკი იმის გამო გამომაპანღურეს, რომ ხვალისთვის გასაკეთებელი სტატია არ დამიწერია ჯერ, ღირსიც ვიქნები.

ასეა თუ ისე, მოდით ვიყოთ ოპტიმისტები და გავწიოთ წინ, ნათელი კომუნიზმისკენ! აქვე ფოტო განწყობისთვის:

წინ, მზიანი კომუნიზმისკენ!
Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

12 thoughts on “Death-ლაინი”

  1. ამ ფოსტმა ფრიად ლეგიტიმური, პროფესიული ინტერესი აღმიძრა :) რა შინაარსის ჟურნალია და რამდენი ხანია რაც იბეჭდება? ვები აქვს?

  2. არ იბეჭდება ჯერ, თვის ბოლოსკენ იგეგმება გამოსვლა. ყოველკვირეული ნიუს ჟურნალი იქნება ისე, ვებიც ექნება – tabula.ge

    ოღონდ მერე :)

  3. და გამოპანღურების კრიტერიუმები მაინც არ გითხრეს? (მათემატიკურად რომ შეიძლებოდეს შანსების გამოთვლა).

    ისე ჟურნალი უფრო ბეჭდვითი იქნება (არადა ახლა ყველა საპირისპირო მიმართულებით მიდის :) ) თუ უფრო ინტერნეტზე ორიენტირებული?

  4. რახან უკვე 15 თებერვლის 18.00 სთ-ია და არ დევს პოსტი, სათაურით “გამომაგდეს”:
    ა) ყვავა ისევ მუშაობს.
    ბ) ყვავა აღარ მუშაობს და დარდს სასმელში ახრჩობს (რა ებლოგება).
    გ) ყვავა აღარ მუშაობს, გამოგდებულები აწყობენ აქციას რედაქციის გარშემო და აჭედეს რედაქტორის კარები.

    ჰა, აბა რომელი?

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s