დაახლოებით ერთი კვირაა რაც მაწუხებს ეს საკითხი. განა იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს, ამ საკითხით ჩემი დაინტერესება არ აღემატება საშუალო სტატისტიკური ქართველის ინტერესს – რამდენი კრატერია მთვარეზე. უბრალოდ ეს კვირაა სტატიაზე ვმუშაობ, სადაც ერთ-ერთი მონაცემი უნდა იყოს ბლოგთა რაოდენობის შედარება საქართველოში და სხვა ქვეყნებში. არც ისე მნიშვნელოვანია ეს მონაცემი, მაგრამ საკმაოდ სასურველი. და ამდენი მონაცემის ტყუილად დაკარგვაც არ იქნება კარგი, რაც მოვიპოვე.
თითქოს ყველაფერი მარტივადაა – ვიკიპედია ჩვენი მეგობარია. შედიხარ მანდ, წერ სერჩში სიტყვა ”ბლოგები”-ს, ან მის ინგლისურ/ფრანგულ/კორეულ ანალოგს და შესაბამის ენაზე ეცნობი ყველა მონაცემს. შენც არ მომიკვდე. ბოლო მონაცემი არის 2007 წლის და ისიც საკმაოდ მიახლოებითი, ერთადერთი საიტის – ტექნორატის მონაცემებია, რომლის მიხედვითაც 2007 წელს 112 მილიონი ბლოგი იყო მსოფლიოში. კარგი ბატონო, მაშინ თუ იყო 112 მილიონი, საიდანღაც იგებ, რომ თვეში 100-150 ათასი ბლოგი ემატება ამ ყველაფერს და ყველაფერი კალკულატორის ამბავია. მაგრამ ასე მარტივადაც არ არის. ”the Blog Herald” -ზე ვიპოვე 2008 წლის დასაწყისის სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ამ რაოდენობას ემატება კიდევ 73 მილიონი ჩინური ბლოგი და ხუი ივო ზნაეტ რამდენი სხვა, არაინგლისურენოვანი. ასევე ისინიც, რომლებიც უბრალოდ არცერთ კატალოგში არაა დათვლილი. მოკლედ, დიდი პათოსით და მონდომებით არის მომიხილული მიმდინარე (2008 წლის ანუ) მდგომარეობა და დასკვნა გამოტანილი – არავინ იცის, რამდენი ბლოგია მსოფლიოში და დათვლასაც არ აპირებენ. ამ სტატიის წაკითხვისას ისეთი სურვილი გიჩნდება ადამიანს, რომ საერთოდ აიღო და წაშალო ბლოგი.
ეს ყველაფერი ხდება იქ, გაღმა ნაპირზე, სადაც ყველაფერი კატალოგებადაა დალაგებული და მოწესრიგებული. მაგრამ საიდან მოვიტანო სომხეთის, აზერბაიჯანის და ბალტიისპირეთის მონაცემები, რომელსაც საქართველოსთან შესადარებლად უფრო დიდი მნჳშვნელობა აქვს, ვიდრე თუნდაც ამერიკაში არსებულ 20 მილიონ ბლოგს? ეს ქვეყნები ჩვენნაირები არიან (დაახლოებით) ეკონომიკითაც, ზომითაც და ისტორიული წარსულითაც. კარგი ჩავთვალოთ, რომ ბლოგკატალოგები, როგორიცაა მაგალითად ჩვენთან blogroll.ge, ასე თუ ისე საორიენტაციო წერტილია და ისინი, ვინც კატალოგში არაა დარეგისტრირებული, არც გადის ბლოგებში. ეს უკვე საკმაოდ უხეში დამრგვალებაა, რადგან თუნდაც საქართველოში, სადაც ამ მომენტისათვის ბლოგროლზე 468 ბლოგია დარეგისტრირებული, არსებობს კიდევ სრულიად გაურკვეველი რაოდენობის ისეთი ბლოგი, რომელიც უბრალოდ არაა ამ კატალოგში მოხვედრილი.
მოკლედ რომ ვთქვათ, სად ვართ, ჩვენ თითონ არ ვიცით…
გეკითხა მერე შე კაცო!
2008-ში ბარკემპზე მაგაზე ბევრი ვილაპარაკეთ და რატომღაც ასეთ რიცხვებამდე მივედით:
სომხეთში უხეშად და დაახლოებით უნდა იყოს 15-20 ათასი
აზერბაიჯანში – 100 ათასი
(ოღონდ ეს არა-აქტიური ბლოგების ჩათვლით)
საქართველოში კი მარტო აქტიურები 500 გვქონდა დათვლილი და ეგრეცაა :)
აი ეგ ”რატომღაც” არის რომ მკლავს :)
რამდენიც ცაში ვარსკვლავია, იმდენივე ბლოგია მთელს მსოფლიოში : P
რომ დაწერო მიახლოებით ამდენი და ამდენიო, თუ მაინცდამაინც ზუსტი რაოდენობა უნდათ? გაუშვი, დაწერე უხეში დამრგვალებით…
აუ ეგ ძნელი დასათვლელია.
და სანამ შენ უკვე ითვლი და გგონია, რომ “აჰა, დავითვალე!!!”, ვიღაცაც პირველ პოსტს წერს.
ანუ ჩვენ 500–ნი ვართ???
საღოლ ჩვენ.
500-ზე მეტი იქნება უეჭველი.. 500 ცოტაა მგონი
ისე მართლა საჩოთირო საქმეს შეჭიდებიხარ. საქართველოში 500 ზე მეტი არ იქნება ვითომ?
თითქმის ყველა არაბლოგერს აქვს ბლოგი მარა არ ახსოვს :დ
ომგ
aaaaauf :D blogspotrze searchi Georgia, tbilisi – rom cer [Results 22,900 ]amas cers :D midi da itvale “D :D
Dzalian advilia miaxolebiTi Cipris Tkma, Tu daTvaleT da sakartvelosnair qveyanaSi 500-mde aqtiuri blogia 3 milionian qveyanaSi, daTvaleT magalitad 50 milionian ukrainaSI procentulad ramdeni blogi gamodis sakartvelos Separdebastan, anu 500 ise Seepardeba 3 milions rogorc 50 milioni X-s da gamodis datvla tu ramdeni blogi Seidleba iyos sakartvelosnair qvynebSi. da dalshe mag princitit Seidzleba miaxloebuli cipris tkma
მასე ვერ იტყვი, იმიტომ რომ კაკრაზ პროცენტულადაა განსხვავება. აქ ნაკლები აქტივობაა მაგ მხრივ…
ჩვენ ერთნი და სხვა მრავალნი.. :))))
ისე უფრო ადვილი იქნება პლატფორმების მიხედვით რომ ნახო სტატისტიკა (თუ კონკრეტული ქვეყნები არ გაინტერესებს), ანუ რამდენი ბლოგია ვორდპრესზე, ბლგსპოტზე, ტაიპპადზე და ა.შ.
თუმცა ზუსტ ციფრს მემგონი მაინც ვერ დაადგენ. ლიტერატურაში ძირითადად ტექნორატის მონაცემებია, დანარჩენებს (ვინც მანდ არ არის) იკიდებენ უბრალოდ.
Chelenjer
მასე ვერ იტყვი. ქვეყანაში სადაც ინტერნეტიზაცია 12%ია (თუ რაც არის საქართველოში) და ქვეყანაში სადაც 81%ია (სადმე სკანდინავიაში) ვერ იქნება ერთი და იგივე პროპორცია მოსახლეობა/ბლოგები. თუნდაც აზერბაიჯანი და საქართველო რომ შეადარო საკმაოდ განსხვავებული მაჩვენებელი იქნება. მაგას კიდე ემატება საშუალო ასაკი მომხმარებლების და მათი მოხმარების patternები და ა.შ….
მოსახლეობა/ბლოგები პროპორცია კი არ უნდა აიღო არამედ ინტერნეტ-მოსახლეობა/ბლოგები
:)
A_I
amitom davWere Chveni donis qveynebis statistikis garkveva Seidleba magiT mxolod
მაგაშია საქმე :)
მეტი არაფერი გადარდებთ? :)
მარტო მე მაქვს 7– ბლოგი რა მოხდა მერე
აქედან 3– WordPress CMS –ია ანუ უფრო საიტის სახით წარდგენილი ..
მასე მე 21 ბლოგი მაქვს დარეგისტრირებული, მაგრამ აქედან მარტო ნახევარია აქტიური. და რას ნიშნავს ახლა ეს, მე ერთი ბლოგერი ვარ თუ 21? :)
აუფ მართლა არ გეზარება ამდენი ჩხრეკა… ვერ დაითვლი იმდენია და ვსო :D
არადა, რა მოკლედ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გადმოცემა :)))
რა მოკლედ?
:D
აფრიკული სტატისტიკის გათვალისწინება არ დაგავიწყდეთ :D და ისიც გაითვალისწინეთ რომ შეიძლება ანტარქტიდიდანაც პოსტავდეს ერთიორი ადამიანი :D