კვლავ ჩმორიზმის თემაზე


იმედის იმ ყბადაღებული სიუჟეტის მერე, ვგონებ კვლავ აქტუალური ხდება თემა, რომელიც პრინციპში ჩვენთან მუდამ აქტუალურია – ღირს თუ არა ომი საქართველოსთვის და იქნება თუ არა ეს აზრიანი ქმედება. საერთოდ ძალიან მეზარება ხოლმე მსგავს დისკუსიებში ჩაბმა, სადაც წინასწარ ცნობილია, რომ წყლის ნაყვის მეტი არაფერი გამოვა, მაგრამ ამ ერთხელ ავვარდი მაინც და აგერ უკვე მეორე დღეა მე და რამოდენიმე ანტიომისტი ერთმანეთს ვეტილავებით Google Buzz-ში. რაღა თქმა უნდა უშედეგოდ. ისინი თავის აზრზე არიან, რაც ძირითადად მოთქმა-გოდებაში გამოიხატება და ”მე რა მინდოდა საქართველოში, რატომ არ გავჩნდი მარსზე” პოზიციას გამოხატავს, მე კი ჭკუა არ მყოფნის და მაინც ნერვებმოშლილი ვეძიძგილები.

თუმცა ამ ყველაფრიდან მაინც გამოვიტანე ერთი სასარგებლო დასკვნა – რამე რომ მოხდეს, კვლავ და კვლავ გაივსება ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი ადგილი აქედან გაქცეულებით. მე მის სახელს არ ვიტყვი, უბრალოდ სურათს დავდებ, თუ ვინმეს განსაკუთრებით შემოუტევს პარაჟენცობა, ადვილად რომ მიაგნოს.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

14 thoughts on “კვლავ ჩმორიზმის თემაზე”

  1. ეს უწყინარი ხიდი იქნება დამნაშავე ასე უბრძლოველად რო ჩავაბარებთ “ყანწმცლელი პატრიოტები” მტერს თბილისს? ეგ რო ავაფეთქოთ? :|

  2. ჩვენ დავამარცხებთ აფხაზს, ჩვენ დავამარცხებთ რუსს!!!!! >>> ამას რომ ჩაუდებ თავში დაჩლუნგებულ ხალხს…. მაგრამ როცა სკოლაში გასწავლიან, რომ სიცოცხლე სამშობლოს უნდა შესწირო და შენი დანიშნულება მშობელი ერის კეთილდღეობაა, მაშინ უკვე ზედმეტია საერთოდ რამეზე საუბარი………
    საქმე იმაშია, რომ პატრიოტების დიდი ნაწილი რეალურ სამყაროში არ ცხოვრობს. მათ დასკვნებზე ემოციები უფრო ზემოქმედებს, ვიდრე გონიერება…. აქედან გამომდინარე, მათ შეხედულებაზე არგუმენტირებული მსჯელობა გავლენას ვერ მოახდენს. :)))

  3. რუსეთი დიდია და მტყვნელი.
    საქართველო პატარა და თავის თავის მტყვნელი.
    შევეტენოთ რუსეთ? არანაირად! (არ გვინდა)
    შევეტენოთ ევროპას? ვერანაირად!(არ უნდათ)
    შევეტენოთ აშშ-ს? უკვე შეტენილები ვართ, მაგრამ სინამდვილეში ვერც მაგას ვახერხებთ.

    კითხვა: რატომ უნდა შევეტენოთ ვინმეს?
    პასუხი: აბა რა ვუყოთ ამდენ ვაზელინს?

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s