ლუდი – ქერის ყველაზე ჭკვიანური გამოყენება.
დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც სისხლის მაგივრად ტყვია გისხია უკვე ძარღვებში, როცა ხელები გიკანკალებს და თვალებში გიბნელდება დაღლილობისა და უაზრობისგან, თავში ერთი უაზრო გუგუნი გესმის მარტო, რომელიც ტვინის ყველა უჯრედში აღწევს და დამბლამდე მიყავხარ. ამ დროს გრძნობ, რომ უნდა გაიქცე, თავს უშველო, გამორთო გარე სამყარო და გაითიშო. გამოსავალი კი თითქოს არ ჩანს, რასაც სიგიჟემდე მიყავხარ. სამუშაოს დამთავრებამდე დარჩენილი წუთები საათებად იქცევა, სამუშაო მასალა კი თანდათან ბევრდება და თავზე გეყრება.
ამ დროს გრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი – მარტომ ან მეგობართან ერთად უნდა შეიარო მაღაზიაში, აიღო რამოდენიმე ერთეული ბოთლი ლუდი, ახვიდე სახლში (საკუთარში ან მეგობრის), ჩართო ტელევიზორი, იპოვო კარგი სპორტული არხი, რომელიც რაგბის თუ არა ფეხბურთს მაინც აჩვენებს, ჩაჯდე დივანში და ლუდში გაიხსნა.
სიამოვნებით მივმართავდი ახლა ამ მკურნალობას, იმიტომ რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი სინდრომი მჭირს.
ისე კარგად აღწერე მთელი პროცესი, რომ ლამის დავივიწყო ფაქტი რომ ლუდს არ ვსვავ :))
ეჰ… მე რომ მახსოვს, რა ხეირი? ჯერ სამსახურში ვარ და თან ფინანსებიც მიჭერს. ნუ რამდენიმეს კი გავქაჩავ :)
გესმის ძმაო საგანი :D
ხხხხხხ
ლუდეჰ ^^
სამსახურში ის პერიოდია ყველა ჭეშმარიტ ადამიანს ყინულისგან შეორთქლილი ლუდის ბოთლი რომ ელანდება :|
რა მოთქმა ატეხეთ, წამოდით და ვიმკურნალოთ )
:უსერ:
ორმაგად უსერ…
მარილიანი ჩხირები მაინც მიატანეთ, ოხრებო, მარტო ლუდი და ტელევიზორი რა საქმეა?!
ან თევზი…
:უსერ:
შენ არ გინდა?
შეჩვევის ამბავია… ხანდახან ასწორებს, ისე დიდი არაფერი ;)
რეებს ბედავ!
მინდა, მაგრამ ამ თვეში არ გამომივა.. გარღვევა მაქვს და იქით თვეში რატომაც არა, ერთი დღე განსაკუთრებულად უნდა ავღნიშნო : )
პატიჟუიუ,…
თენქს… სამომავლოდ გავითვალისწინებ : )
მარადიული კი არაა ეს პატიჟუიუ )))
იიიიფ! ძაან მომინდა ეხლა ლუდი..
მე წავიდე თუ ჩემი ძმა გავაგდო?…
ცხადია ძმა :დ
რა პარაზიტობაა :)
ვიცი,
მაგრამ როცა მომინდება ვინმესთან ერთად დალევა, მეცოდინება ვისაც მივაკითხო ; )
:ბავშვობაშიჩიტისბუდეებსარვერჩოდიუსერ:
მიდი შენ იფიქრე, აგერ ღვინო ვიშოვეთ და ვსვამთ, მეორე ნომერს ვასველებთ :))
:P ludi kaiaaa..miyvars ^_^
ერთი კვირაა სისტემატურ ლუდოთერაპიას გავდივარ… ყოველ საღამოს ბარხატში ვიძინებ…. ჰოდა… მგონი ალკოჰოლიკი ვხდები???
კარგია მერე, ალკოჰოლიკი კი არ ხდები, ადამიანი ხდები. დღესაც აპირებ? მეც შემოგიერთდები ))))
ჯანდაბა.. მეგონა მარტო მე მჭირდა და ვცდილობდი გადავჩვეოდი. :) სამუშაო მერე, როდესაც თავში ერთი საღი აზრიც არ მოგდის და თითქოს თეთრ ქაღალდად იქცა შენი არსებობა, შეიძლება შეიარო გვერდით მაღაზიაში, იყიდო ქარვა და განიქარვო. :) ფოკუსი სწორდება, აზრები ლაგდება, სისხლი მოძრაობს, ენერგია მატულობს..
სამწუხაროდ ეს ფაქტორები მოჩვენებითია. გაივლის სასიანოვნო სულ-ერთიანობის გრძნობა და ისევ არანაირი საღი აზრი, ისევ თეთრი ქაღალდი და საოცარი დაღლილობა. კიდევ კარგი დაძინება შეიძლება.
ქარვა არ ვარგა :) დანარჩენში გეთანხმები )
არ მიყვარს ლუდი, მაგრამ ამ პოსტმა მომანდომა :) :)
ღვთაებრივი სითხე! გავარტყი ამბროზიას
kaiaaa ludii tan axla
იიიფ… ყოველთვის კარგია ეგ…