ფლეშმობი ”კინოთეატრი” [მომზადება]


დიდი ხანია ვაპირებდი ფლეშმობის გაკეთებას, ან ველოდებოდი, როდის გააკეთებდა ვინმე სხვა და აი, როგორც იქნა, გადავწყვიტე ავიღო ფლეშმობის ორგანიზება თავზე.

მოკლედ ინტრო – ფლეშმობი არის წინასწარ დაგეგმილი არტი, რომლის დროსაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები იკრიბებიან საზოგადო ადგილზე, აკეთებენ სრულიად შეუსაბამო რაღაცეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ იშლებიან. ამ ყველაფრის მარილი იმაშია, რომ ფლეშმობს უნდა ჰქონდეს დაუგეგმავი სახე.

სანამ მსოფლიო ფლეშმობების მარგალიტებს შემოგთავაზებდეთ, მინდა გაგაცნოთ იდეა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოგვივიდა მე და საბუნიას თავში. ანუ ni2.ge-ს. ვაციტირებ ფორუმიდან:

ტელევიზიასთან რომ არის პატრულის ვიტრინებიანი შენობა, იმის წინ არის გადასარევი პარკი, სადაც შეიძლება მოეწყოს ასეთი ფლეშმობი:

დათქმულ დროს მიდის 30-50 კაცი მანდ თავისი სკამებით, დგამენ ისე, როგორც კინოთეატრში დგას, სხდებიან და უყურებენ.

შეიძლება რამდენიმე ექსტრა ვეში:

  • პოპკორნები
  • დაგვიანებით მოსული როჟა რომ სკამებს შორის ჯდება გვერდული სიარულით
  • უკანა რიგებში მოზასავე წყვილი
  • რაღაც “საშიშ” მომენტებში ერთდროული კივილი
  • “რამაწიჩნი” მომენტებზე ტირილი
  • მობილური არ უნდა გამორთოს ერთმა და შუა ,,ფილმის” დროს დაურეკოს
  • “კულმინაციურ მომენტებში” ქართული ხასიათის გათვალისწინებით ყველა ერთდროულად უკრავს ტაშს.
  • “ლენტის გაწყვეტისთვის” სტვენა და პოპკორნის წვიმა გავუშვათ ვიტრინისკენ.
  • სხვა…
    მსურველები და იდეის მომხრეები ჩაეწერეთ, სავარაუდო დრო – აღდგომის შემდეგი კვირადღე.
    პ.ს. ვიდეოს გადაღება აუცილებელია

ასე. ხალხი უკვე იკრიბება ფორუმიდან, შეგიძლია შენც შემომიერთდე. სამუშაო (სარეპეტიციო) შეხვედრა დაგეგმილია ზეგ, ხუთშაბათს, საღამოს 7:30-ზე, რუსთავი2-ის შენობის წინ. ანუ აი აქ:

ესეც ასე. ახლა კი რამოდენიმე ფლეშმობი, განწყობისთვის:

”უშარვლო მგზავრობა”:

ყველაზე მასშტაბური ფლეშმობი კონცერტზე:

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

24 thoughts on “ფლეშმობი ”კინოთეატრი” [მომზადება]”

  1. უშარვლოს დიდი ისტორია აქვს წლების განმავლობაში ))
    ეგ რომ აქ გაკეთდეს “ურჯულოებო” “გარყვილებო” და ეგეთი შეახილები მოყვება xD
    ისე ძალიან სასაცილო კი იქნება))))
    კონცერტის ფლეშმობს რა სერიოზული დადმა უნდა o.O

    პ.ს. წარმატებები კინოზე

  2. თუ მოგივიდა.. კარგია… :D ვერ გასწავლე თავის დაცვა.. ))))))))

    ეგ მაგარი გამოვა :ყეს:

  3. კაი სცენარია :)
    თან ადგილიც სტრატეგიულადაა შერჩეული.

    უშარვლოები კაი იქნება ისე. თან საკონკურსოდაც ეგრე მაინც გამოვლინდება ხალხი, თორე პასიურობენ და ბულგარელები გვჯობნიან :)

  4. აუუუუუუუ! როგორ მინდა ფლეშ მობში მონაწილეობა და ხუთშაბათი რა არის კაცო, კვირა მაინც იყოს ან შაბათი. :(

  5. ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი იდეაა :) ბაოს რომ არ ველდოდებოდე, ან პატრულის შენობის წინ რომ არ აკეთებდეთ იქნებ წამოვსულიყავი კიდეც… მოკლედ, მაგარი ხარ.
    ამ იდეაზე რას იტყვი: ვერა? – http://forum.ge/?showtopic=34096662&view=findpost&p=18893442

  6. ეე.. გადაიდო ანუ? არადა ხვალე მოვემზადე… იქით კვირას იქნება? ხვალე მაინც უნდა ჩამოვსულიყავი და.. ეე.. პრეზიდენტის სიკვდილის დრო იყო ახლა?

  7. http://busx.wordpress.com/2009/07/22/165/ აქაც წერია ამაზე და მეც მახსოვს რომ gametv.ge-ს ფორუმზე გაუკეთეს 2 მსგავს აქციას ორგანიზება, ერთი მოულოდნელად დაწვნენ ძირს და მეორე წყვილების ერთდროული ჩახუტება იყო, ახლა ვერ მივაგენი იმ თემას რატომღაც.

  8. ის რო ისიც ფლეშმობია და ესეც, არ ნიშნავს, რომ მსგავსია :))))

    ჰო ნუ, რადგან დღეს გლოვის დღეა, იმიტომ გადაიდო…

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s