მოგეხსენებათ, რომ გასული წლის 22 დეკემბერს გავიკეთე ”საახალწლო ტატუ”, უფრო სწორად ნახევარტატუ, მხოლოდ კონტური. იმის მერე სამ თვეზე მეტი გავიდა, მე კი ვერაფრით მოვაბი თავი, რომ გამეფერადებინა და დამთვრებული სახე მიმეცა.
დღეს ადრე მოვედი სამსახურიდან, თან მხნეობისთვის მროველაც წამოვიყოლე. მთელი პრობლემა იმაში იყო, რომ მარტოს მეზარებოდა ხატვა, რომ წარმოვიდგენდი, რომ ორი საათის განმავლობაში უნდა მექაქუნებინა აპარატი, სიზარმაცე მიპყრობდა. ასეა თუ ისე, მროველას და შემდეგ უკვე ლილიანის მორალური მხარდაჭერით და ორსაათიანი ბზზზ-თი ჩემს მშვენიერ და საყვარელ ხელს უფრო მშვენიერი და საყვარელი ნახატი შევძინე.
ახლა კი იხილეთ თავად ისიც, ახალგაკეთებული და ჯერ კიდევ ვაზელინწასმული:

vax ra kaia :D fotoshi uketesad chans vafshemc : )))
i like it
ვახ, თვითონ იკეთებ? კარგია ე ^_^
ვულოცავ ქიმიკოსებს ზე შავი საღებავის გამოგოებას.
აბა შენს ტყავზე რა გამოჩნდებოდა :)))
კარგია. :)
მაგარეა!
ras gavs, yvava, ras! cashale exlave!