Google Buzz


სტატია, რომელიც არ მოხვდა ჟურნალ „ტაბულა“-ში.

2010 წლის 9 თებერვალს „გუგლმა“ წარმოგვიდგინა ახალი სოციალური ქსელი, „Google Buzz“. ეს არის „Gmail“-ის გაფართოება, რომლითაც „ჯიმეილი“ ინტეგრირდება როგორც გუგლის სერვისებთან, ასევე არა-გუგლის საიტებთან და აგროვებს მათ კონტენტს ერთად.

Google Buzz (click to Enlarge)

„ბაზში“ შეიძლება როგორც ბმულების, ასევე სტატუსების გაზიარება. ამით იგი ძალიან ჰგავს პოპულარულ სოციალურ ქსელებს „ტვიტერსა“ და „ფეისბუკს“, თუმცა მათგან განსხვავებით „ბაზი“ ავტომატურად ამატებს ყველას, ვისთანაც კი ოდესმე მიმოწერა გვქონია. სწორედ ამის გამო იყო, რომ პირველივე კვირას „გუგლს“ უამრავი მომხმარებლის რისხვა დაატყდა თავს.

„ბაზს“ გააჩნია რამოდენიმე უპირატესობა, მოდი ჩამოვთვალოთ მათგან ხუთი მთავარი:

1. „ბაზი“ შესანიშნავი აგრეგატორია. მისი უდიდესი უპირატესობაა, რომ იგი აგროვებს სხვადასხვა სოციალური ქსელიდან  კონტენტს ერთ ადგილზე – ელფოსტის ინტერფეისში.
2. კონტენტთან „ბაზი“ უკეთესად მუშაობს. განსხვავებით „ტვიტერისა“ და „ფეისბუკისგან“, იგი ინფორმაციას მთლიანად იღებს, სრული სახით აწვდის მას მომხმარებელს და ამით ხსნის ბმულზე გადასვლის საჭიროებას.
3. შესაძლებელია ხმით განახლება. ეს არის ფუნქცია, რომელიც იგეგმება, რომ მალევე დაემატება „ბაზს“. მართალია ეს სიახლე მხოლოდ ტელეფონებზე იმუშავებს, რომლებსაც ხმის ამოცნობა შეუძლიათ, მაგრამ ცხადია, რომ სოციალური ქსელების სფეროში ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
4. სტატუსებში ადგილიც ფიგურირებს. სტატუსებში თუ ლინკებში ჩაიწერება ის ადგილი, საიდანაც მისი განახლება მოხდა, ასე რომ შესაძლებელი გახდება იმის რეალურ დროში გაგება, სად იმყოფება ესა თუ ის ადამიანი.
5. ხმაურის დონე ნაკლებია. „გუგლის“ საკმაოდ ჭკვიანურად დაწერილი ალგორითმით გაიფილტრება იმ უზარმაზარი რაოდენობის არასაჭირო შეტყობინებები, რომელიც ასე შემაწუხებელია „ტვიტერში“.

ამის საპირისპიროდ ჩამოვთვალოთ ის ხუთი მთავარი უხერხულობა, რაც აქვს „ბაზს“:

1. აუცილებელია „Gmail“-ის ექაუნთი. მის გარეშე შეუძლებელია „ბაზის“ მოხმარება. ამ მხრივ გუგლს აქვს ერთგვარი ფორა, მისი 176 მილიონი მომხმარებლის სახით.
2. შეუძლებელია ტვიტერის სტატუსის განახლება „ბაზიდან“. მართალია აქ შესაძლებელია სხვისი განახლებების მიღება, მაგრამ საკუთარის დასაწერად საჭიროა ტვიტერზე შესვლა, რაც „ბაზს“ საკმაოდ მოუხერხებელ ინსტრუმენტად აქცევს.
3. ძნელია მეგობრებთან დაკავშირება. „ბაზი“ ავტომატურად უკავშირდება ყველას კონტაქტებიდან, თუმცა ეს კონტაქტები ხშირად არ ემთხვევა მეგობრების სიას. არავის ჭირდება იმ უამრავ ვებ-მაღაზიასთან თუ სხვა სერვისთან მეგობრობა, რომელთანაც შესაძლოა ოდესმე ჰქონოდა საქმიანი მიმოწერა.
4. ისევ ხმაური. საკითხავია, რამდენად შეიძლება „გუგლის“ ფილტრის ნდობა, რომელიც არასაჭირო შეტყობინებებს ფილტრავს? იქნებ იგი საჭირო შეტყობინებებსაც აყოლებს? საკმარისია რამოდენიმე ასეთი ფაქტის დაფიქსირება და ნდობა ავტომატურად დაიკარგება.
5. სიმარტივე უფრო სწორად სირთულე. განსხვავებით „ტვიტერისგან“ სადაც იცი, რომ შენს სტატუსს ყველა ნახავს, „ბაზში“ არის უსაფრთხოების რამდენიმე დონე, რომელთა შორის გარკვევაც არც ისე ადვილია.

გუგლის პროდუქტების მენეჯერი ტოდ ჯეკსონი ამბობს, რომ „ბაზი არ არის საბოლოო სახის და კომპანია მუშაობს მის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ჩვენ გვაქვს ამ გაუმჯობესებების დიდი სია, რომელთაგან ზოგიერთი ფრივეისსაც ეხება. ეს გახდის ბაზს უკეთესს“. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ მან ჩაანაცვლოს „ფეისბუქი“, რომელიც არსებობის მეექვსე წელს ითვლის და 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

10 thoughts on “Google Buzz”

  1. კარგი კომპაქტური, ინფორმატიული სტატიაა :ყეს:

    ბაზზს კიდე ჯერ დრო უნდა იმჰო, ვიხმარე ცოტა ხანი მაგრამ ცოტა ჩახლართულად მეჩვენება, გამარტივება არ აწყენდა აშკარად.

      1. თუ საკუთარ დროს აფასებ, არ გიყვარს სპამი და გინდა ყველაფრის საქმის კურსში იყო მაშინ ძალიანაც ვარგა, ყველა ფეისბუქზე და ბაზზე უფრო გამოსადეგია; პროსტა იმის გამო რო კონცეპტუალურად ძალიან პრიმიტიულია, არასწორად გამოყენებაც ადვილი ხდება. უნდა იცოდე ვის აფოლოვებ, რისთვის და რას წერ კიდე.

        ცხადია “ვჭამ”, “ვჯ***” და “უიმე წვიმს” ხალხს თუ აფოლოვებ უაზრობაა :)

  2. გულწრფელად არ მინდა რომ Buzz განვითარდეს და ფბ–დან მომიწიოს გადაბარგება :) არადა თუ უკეთესი აღმოჩნდა, ზუსტად ვიცი რომ ფბ–ს დავივიწყებ და გადავბარდგები :D
    მადლობა სტატიისთვის, ჯერჯერობით გულზე მომეშვა :D

  3. ბაზიც და Google Wave-იც მაქვს და თითქოს საინტერესოა ორივე, მაგრამ სერიოზული დატესტვისთვის ხალხია საჭირო. Community თუ გყავს, საინტერესო უნდა იყოს წესით.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s