რა ”არა”?


ამ ორიოდე დღის წინ ქუჩაში მივდიოდი, საოცარია არა? მეც ძალიან მიკვირდა ეს. გაოცებაში ისე გავერთე, რომ აღარც მეგონა, რამე თუ უფრო მეტად გამიკვირდებოდა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი – დამაბნევდა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, მივდივარ ქუჩაში, მიკვირს ეს და უცებ ვაწყდები ბოძს, რომელსაც ერთადერთი წარწერა ამშვენებს. წარწერა ბოძზე, როგორც ასეთი, არც სიახლეა და მითუმეტეს არც გასაოცარი, მაგრამ ეს ისეთი წარწერა იყო, რომელმაც ყველა ჩემს კითხვაზე ერთი და იგივე, ყველა ინიციატივის ჩამკვლელი პასუხი გასცა – ”არა”.

თუმცა ჩნდება კითხვა – რა ”არა”? რას ნიშნავს ეს წარწერა, რომელიც განსაკუთრებული ორიგინალობის საჩვენებლად თავდაყირა სამკუთხდშია ჩასმული და გარშემო ტრაქტორის მუხლუხები აქვს შემოხვეული. რისი თქმა უნდათ ამის ზეორიგინალურ ავტორებს? ნუთუ მზიურის გამოტირების კიდევ ერთი უნიჭო მცდელობაა? თუ?..

არა

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

12 thoughts on “რა ”არა”?”

  1. ესთე იგი… მოვდივართ იმ დღეს ქუჩაში.. ქუჩის განათებაზე იყო მიკრული “რატომ” და ჩვენც, რატომღაც, ავღადავდით ამ თემაზე… ამასობაში ნაგვის ყუთზე, რომელშიც სიგარეტის ნამწვი უნდა ჩამეგდო (პატიოსანი მოქალაქე) აღმოვაჩინე გამაფრთხილებელი წარწერა “არა”. ერთი პირობა შევყოვნდი… მეთქი, პლასტმასი რომ არის, ეგებ ნამწვმა შეიძლება დაადნოს და მაგიტომ წერიათქო… მერე დაშლო, რომ რა იცის ახლა ამ ყუთმა მე შიგ რას ვაგდებთქო….

    ეივეიზ… ნეტა აქცია “რეიზა ბუჯო” როის იქნება??

    პ.ს. საქმე არ მაქვს

  2. ჰმ… შავ სამკუთხედში რომ ყოფილიყო ჩასმული, ეგრევე მოწვავდი, რომ ”არა” შენ გეკუთვნოდა, მაგრამ აბა რა გითხრა…

  3. მე ეგეთები მიწის ქვეშა გადასასვლელში ვნახე. ძაან ბევრი ეკრა და ვიფიქრე, ვიღაცას აუპატიურებდნენთქო და ყვირილი ვერ შეძლო და არები მიაკრათქო :უსერ:
    სად არ მქონდა ფოტოაპარატი…

  4. “ვიღაცას აუპატიურებდნენთქო და ყვირილი ვერ შეძლო და არები მიაკრათქო :უსერ:” – ვაიმე პიკო, რამდენი ვიცინე. :) გაგახარებს ღმერთი.

    მასეთი საგზაო ნიშანი, სამკუთხედი დაბლა წოპით როგორც მახსოვს არის გამაფრთხილებელი ზნაკი ხოლმე. მე რომ მკითხო, თუ მზიურს აპროტესტებენ, ჯობდა წითელ რვაკუთხედში ჩაეწერათ, სტოპ-ის ზნაკია.

    და ამ გახსენებაზე, რა ხდება ფლეშ მობ ზე?

  5. ხრენ ეგო ზნაეტ, ახალი კამპანია ხომ არაა “რატომ?”-ის პონტში (რომელიც თავის მხვრივ “კრმარასგან” იყო კოპირებული)?

    მაისის ბოლოსთვის ემზადებიან ვიღაცეები და შეიძლება ამ ათჯერ ნახმარი მეთოდის გამოყენება ამათაც მოინდომეს – ახალი რედაქციით.

  6. ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს. ძაან ბევრჯერ შემხვდა უკვე ეს წარწერა :დ ჩემი აზრით, პოლიტიკური დატვირთვის უნდა იყოს ალბათ. რაღაც ოპოზიციური ძალების კვალს ვხედავ მასში :დ

  7. ნოღაიდელმა პუტინის პასუხი ჩამოუტანა ქართულ საზოგადოებას ნატოში ინტეგრაციაზე

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s