გულიკები და ყვავილიკები


ალბათ ღლაპობაში ბევრს უწერია დღიური, განსაკუთრებით გოგოებს. ჟურნალიდან ამოჭრილი რიკი მარტინის თავები, ქუჩაში ნაპოვნი ”უსაყვარლესი” გამხმარი ფოთლები, ცრემლები და ყვავილები…

მივესალმები ამ მოვლენას. სხვა თუ არაფერი ემოციისგან იცლები და გარშემომყოფებს ნერვებს არ უშლი. მაგრამ მე ის მაინტერესებს, ინტერნეტში ამის გავრცელებას რა მუღამი აქვს? უფრო სწორად, ამ ყველაფრის კითხვას რა მუღამი აქვს…

ბლოგროლ.ჯი-ზე რანდომის ღილაკზე წკაპუნისას ნაპოვნი ერთი გულიკებიან-ყვავილიკებიანი და საყვარელ-ვარდისფერი ბლოგის სკრინი მინდა შემოგთავაზოთ და ზედა კითხვა გავიმეორო – რა მუღამს უჭერთ ასეთი რაღაცეების კითხვას?

(სურათი გრძელია, ამიტომ იხილეთ პოსტის შიგნით)

ზედა სათაურებზეა აქ იდეაში მახვილი <3 შოოოკკკ...
Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

21 thoughts on “გულიკები და ყვავილიკები”

  1. ყვავა,

    გულზე ხელი დაიდე და თქვი – შენი ბლოგი უკეთესი გგონია?

    “დღეს ფეხზე ტატუ დავიმთავრე და ხელზე დავიწყე”
    “ამასწინათ ხელზე დაწყებული ტატუ, როგორც იქნა, დავამთავრე”
    “ძველი ვებკამი გამიფუჭდა”
    “ახალი ვებკამი ვიყიდე”
    “ეს რა ჩემი Y-ა”
    “ეს ვინ ჩემი Y-ა”

    ნუ, გასაგებია, რომ ყველა პოსტი 2008 წლის აგვისტოს ამბებივით საინტერესო ვერ იქნება, მაგრამ სხვასაც ნუ განსჯი. ვიღაცას ლუდი ევასება და ვიღაცას გულიკები.

    ნო ოფენს, რა თქმა უნდა. ჯანსაღი კრიტიკა პროგრესის საწინდარია. :)

  2. რას ერჩით ბააააააააააააავშვს?
    შეეშვიიიიიიიიიით წეროს
    და მკითხველი ყოოოოოოოველთვის მოიძებნებააააააააააა
    :D

    1. de, lol :D

      გაიზრდება ეგ ბავშვიც, აცადეთ. ეხლა მეგობრობის დღიურის მაგივრობას ბლოგები ასრულებენ უკვე :))

        1. ჩემთვის არა აქვს ბლოგს მეგობრობის დღიურის დანიშნულება და ვერ შეგივსეეებ

  3. ჩემ ბლოგს სხვა ბლოგერებმა დააჯვით და ვიცხოვროთ ასე ბედნიერად :)))

    @კუდა: შოოოოოკკკკ :*********

    1. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა….. :დ :დ :დ

      ანდა მგონი ინგლისური ვარიანტი ჯობია:

      and they lived happily ever after….

      პ.ს. ყველას (ზოგადად) განსაზღვრული პერიოდი აქვს გასავლელი.. გავა დრო და მერე სხვანაირ თემებს დაწერს :) ამ მომენტში რაც აწუხებს იმაზე წერს : )

      1. ჰო, მაგ პონტში ხო, აწუხებს…
        მაგრამ ეს ”შეწუხება” სხვა, უფრო საფუძვლიანი შეწუხებითაა გამოწვეული, რომელსაც ფერებ-ფერებით ვერ აღმოფხვრი, უფრო გადამწყვეტი მოქმედებებია საჭირო! ძუძუზე ხელი და ა.შ.

  4. სადაც სექსუალურ ორიენტაციებს ვაღიარებთ, იქ ბლოგერულ ორიენტაციებსაც პატივი ვცეთ ჩემიძმა :))))))))))

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s