ამ ბოლო დროს ქართულ ინტერნეტში დამკვიდრდა ფრაზა – ”წადი, ხრამში გადახტი”, რასაც თან სდევს ხოლმე ხრამში ხტომის ცნობილი გიფი. ეს ფრაზა ძირითადად გავრცელებულია ქართულ ფორუმებზე და შინაარსით იგივე დატვირთვას ატარებს, რასაც რუსული Аффтар, убей себя. ეს მხატვრული მოწოდება არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ამა თუ იმ კომენტარის ავტორი სრულ სისულელეს ამბობს.
თავად ეს მოვლენა, რომ ჩვენს ინტერნეტშიც მკვიდრდება რაღაც-რაღაც ვაირალ გამოთქმები, კარგია, თუმცა ამაზე დიდხანს შეჩერებას არ ვაპირებ. მე მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი სურათი, რომელიც შეიძლება გამოიყენო როგორც ”წადი ხრამში გადახტი”-ს დასურათება.

და აქვე ლინკი იმისა, რა ხდება ამ სურათზე სინამდვილეში.
aaaa ra magariaa da ra aranormalurebi arian ♥♥♥
ჰმ, პირველი სჯობს
და გადახტომის დროს ერთმანეთს რო დაეჯახონ? რაღაც ახლოს მეჩვენებიან ერთმანეთთან და თოკზე ჩამოკონწიალებულები ხო ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას და ტვინებს შეასხამენ ერთმანეთს.. თუ არა?
იქსტრიმ :))))
ისე იმ ლინკზე ჩანს ყველაფერი, არც ისე ახლოს არიან :)