არტისტთა კოლაბორაცია – კედელზე ხატვა


კონცეპტ არტისტებო, მხატვრებო და მათთან გათანაბრებულო პირებო, ასევე ჩემნაირო ხატვაში უნიჭო მაგრამ მონდომებულო ხალხო. ვიწყებთ ახალ არტ პროექტს, რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა, ამიტომ უბრალოდ ”კედელზე ხატვა” ავიღოთ სათაურად. მისი პრინციპი მარტივია და ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ წინა, ძალიან გრძელ პოსტში.

მიზანი არის ის, რომ უნდა გაკეთდეს ერთობლივი ინტერნეტ არტი, ისე როგორც კედელზე ხატავენ, ერთი მხატვარი დახატავს, მერე მეორე გვერდზე დაუხატავს გაგრძელებას და ა.შ. ასეთი რაღაცეები ინტერნეტშიც ხდება, ზოგი ვერტიკალურად და ზოგი ჰორიზონტალურად. ჩვენ გავაკეთოთ ვერტიკალურად, რადგან უფრო ადვილი დასათვალიერებელია, პრინციპული განსხვავება კი არაა.

წესები არის ტექნიკურად ასეთი (იხ. სურ.):

წესები, რომლებიც მარტივია

ცხადია, ვინც ამაში მონაწილეობას დააპირებს, უნდა იცოდეს იმდენი მაინც, რომ ტექნიკური მინიმუმი მაინც შეასრულოს. ახლა კი წესები:

  • პირველი, ანუ დამწყები არტისტი აკეთებს თავის არტს, ზომებით 300×450 pix. აქედან ქვედა 50 პიქსელი არის ის, რაზეც უნდა მიაბას მეორე არტისტმა თავისი არტი, ასე ვთქვათ გადასვლის ზონა, რათა არ მოხდეს უშნო სტიკოვკები.
  • მეორე არტისტი იღებს ამ ფაილს და აედიტებს იმ პროგრამაში, რომელიც მისი სულისთვის ყველაზე ახლოსაა. დაედიტება იწყება იმით, რომ საერთო სურათს ზრდის სიმაღლეში კიდევ 450 პიქსელით, ანუ მეორე არტისტის მერე სურათი იქნება სიმაღლეში 900 პიქსელი. აკეთებს თავის არტს იმ 400 პიქსელზე, რაც მთლიანად მისია, ზედა არტის 50 პიქსელზე აკეთებს გადმოსვლას თავისაზე და ქვემოთ 50-ს უტოვებს შემდეგს.
  • დანარჩენი მეორდება

თუკი ეს ახსნა თქვენთვის ბუნდოვანია და მასში სიცხადე არც ზემოთ მოყვანილ სქემას შემოაქვს, ან უბრალოდ თვლით, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია – მაშინ დაანებეთ ამაზე ფიქრს თავი. ხოლო ვისთვისაც ეს ყველაფერი გასაგები, მისაღები და რაც მთავარია – სახალისოა, მაშინ გელით.

ამ პოსტის კომენტარებში დაფიქსირდით მსურველები და საღამოსკენ დავიწყებთ.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

11 thoughts on “არტისტთა კოლაბორაცია – კედელზე ხატვა”

  1. საოცარია პირდაპირ, ბლოგროლ.ჯი-ზე ამ პოსტმა უკვე საკმაოდ აკრიფა მინუსები…

    ასე მოეწონათ ნეტა? )

  2. მე ძალიან მომწონს და გადავპოსტავ ჩემს ბლოგზე თუ ეს დაეხმარება იდეის პოპულარიზაციას, ოღონდ მგონი ყველა ნახატში რაღაც საერთო უნდა ერიოს, როგორც ის კატა.

    1. პირველ ცდაზე არაფერს არ ვურევთ, უფრო მარტივი რომ იყოს :)
      ჯერ ერთად ხატვა ვისწავლოთ.

      მერე უკვე თემატურები და პროფი ვესჩები )

  3. თქვენთან ვარ, უეჭველი, პირველი სურათი მომეცით რომ ვნახო ის საერთო ელემენტი რა არის და დავხატავ :)

  4. მოკლედ, პირველობა ამ ეტაპზე წაგართვით და დავიწყე ზემოთა პოსტში რომ არის ისე.

    PSD ფაილები კი არაა საჭირო, იმიტომ რომ წინა არტისტის არტს არ ვცვლით, ჩვენსას ვამატებთ მხოლოდ, რაც Jpg-ზეც შესანიშნავად გამოვა…

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s