მას შემდეგ, რაც შედგა gbd10 ანუ ქართული ბლოგინგის დღეეები 2010, დიდი დრო არ გასულა. ის კი არა და ჯერ კიდევ გუშინ იქ ვიყავით ჯერაც. თავად მოვლენის ოფიციალურ ნაწილზე უკვე ბევრი დაიწერა და კიდევ ბევრი დაწერს. რამდენიმე არაოფიციალურ პოსტს (საბუნიას ყველაზე თევზური პოსტი და ეგოისტის არაოფიციალური ნაწილის მიმოხილვა) მეც მივამატებ ჩემს ვიდეო ვერსიას. ოფიციალური ჰეშტეგი და ამბავი რა თქმა უნდა დაცულია [იცინის]. ვიდეო:
პ.ს. მცირე ოფიციალური ნაწილი: ერთ-ერთ კონფერენციაზე ბლოგერებმა დავწერეთ ბლოგინგის ტუტორიალები, რომლებიც რა თქმა უნდა შეგიძლიათ იხილოთ ივენტის ოფიციალურ საიტზე – GBD.ge . რომ არ დაიკარგოთ, ჩემს დაწერილს აქვე გიბოძებთ, ლინკის სახით. ესაა ტუტორიალი პოსტის შორტკოდები ვორდპრესში.
კაია ეგენი რო დაწერეთ მარა ბლოგსპოტი ვორდპრესთან შედარებით მაინც დაიჩაგრა…
რატომ დაიჩაგრა კაცო. ვორდპრესზე ორი მხრივ იყო დასაწერი, ბლოგსისტემა და ძრავი და ბლოგსპოტზე ამდენი რა უნდა წერო :)
შორტკოდები არ ეწერა ბლოგერისთვის, თუმცა შენივე პოსტის მიხედვით ვორდპრესისასაც გამოვიყენებ ნავერნა… :)
ეგ არც ვიცი, აქვს თუ არა ბლოგერს შორტკოდები… მგონი არა )
სულ მეგონა, რომ კამერა ქვემოთ ჩამოიწევდა და და და…
არა, ეს პოლიტკორექტული პოსტია :) შემიძლია მასეთიც გაბოძო :)
GBD.ge_ის ლინკი მაინც გაუკეთე …
საბას პოსტი ძალიან მომეწონა :)) =))
ტუტორიალს ხომ აქვს ლინკი? აქვს.
ტუტორიალს აქვს.. მაგრამ ისე რომ გიწერია იმას არ აქვს